დაიწყება თუ არა საპროტესტო აქციები — ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განმარტება
ფოტო: თეკლა ჯალაღონია / ფორმულა
დღეს, 13 მაისს ოპოზოციის საკონსულტაციო ფორმატის შეხვედრები განახლდა. პოლიტიკურმა პარტიებმა ერთიანი განცხადება გაავრცელეს და დაადასტურეს, რომ დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლების გარეშე კომპრომისი არ იქნება. ამ საკითხისგან განსხვავებით, მათ სხვადასხვა პოზიცია აქვთ იმაზე, დაიწყება თუ არა საპროტესტო აქციები პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში.
"თუ საჭირო იქნება, რაღა თქმა უნდა, დავაპირებთ. ჩვენ ქვეყანას საჯიჯგნად ქართულ ოცნებას არ დავუთმობთ. წერტილი", — განაცხადა გიორგი ვაშაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
აქციის აუცილებლობაზე ისაუბრა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმაც. მისი თქმით, კოლეგებს შესთავაზა, რომ გავრილოვის ღამის ერთი წლის თავზე აქცია გამართონ.
"20 ივნისს უნდა ჩატარდეს დისტანციის დაცვით, დიდი სახალხო თავყრილობა რუსთაველის პროსპექტზე, რათა კიდევ ერთხელ გავახსენოთ მთელს მსოფლიოს და რაც მთავარია, ამ ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ გვავიწყდება მათი სიავე, მათი ბოროტება და მათი ნამოქმედარი", — განაცხადა მან.
როგორც ნათელაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკოსებს ეს იდეა არ გაკვირვებიათ, რადგან ბევრი "იგივეს ფიქრობდა გულში". ლელო საქართველოს ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ კი აღნიშნა, რომ ამ თემაზე ჯერ არ უმსჯელიათ:
"ჯერ ასეთი შეთანხმება არა გვაქვს, როცა იქნება განხილვა, გეტყვით დამატებით".
ევროპული საქართველოს დეპუტატმა, დავით ბაქრაძემ განმარტა, რომ მსგავს გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით მიიღებენ და პოლიტიკური ამოცანებისთვის ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეში არ ჩააგდებენ.
"ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სანამ ქვეყანაში არ არის ბოლომდე დასრულებული კორონავირუსის პანდემია; ჩვენი ამოსავალი წერტილი, შევუერთდებით, თუ არ შევუერთდებით, დავგეგმავთ, თუ არ დავგეგმავთ აქციებს, იქნება ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ხალხის ჯანმრთელობა", — აღნიშნა მან.
ნაწილობრივ შალვა ნათელაშვილის პოზიციას იზიარებს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ თინა ბოკუჩავაც. მისი თქმით, არსებული სიტუაცია დისტანციურად აქციის ჩატარების საშუალებას იძლევა.
"რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ გონივრულად, უნდა ვიმოქმედოთ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ ადამიენების ჯანმრთელობა და სიცოცხლე არის უპირველესი ფასეულობა, რაც ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა გაითავისოს გადაწყვეტილების მიღებისას. თუმცა, ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ჩემი აზრით, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დავგეგმოთ სოციალური დისტანციის დაცვით საპროტესტო, სხვადასხვა ტიპის მოქმედებები", — განაცხადა ბოკუჩავამ.
8 მარტის შეთანხმება: ოპოზიცია VS მთავრობა
ბოლო დღეებში ოპოზიციასა და მთავრობას შორის მიღწეული საარჩევნო შეთანხმება ისევ განხილვის საგანი გახდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმებიდან ორი თვის შემდეგ მმართველი გუნდი პირობებს არ ასრულებს, რადგან პოლიტიკოსები ისევ პატიმრობაში არიან.
ოპოზიციის საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მმართველ გუნდს პატიმრების გათავისუფლების პირობა არავითარი ფორმით, არავის წინაშე არ დაუდია. თალაკვაძის მტკიცებით, ამას მკაფიოდ ადასტურებს ყველა ფაქტი და დოკუმენტი, მათ შორის თავად შეთანხმების ტექსტი. ქართული ოცნების წარმომადგენლები საუბრობენ იმაზეც, რომ ოპოზიციის მოთხოვნა სასამართლოსთვის დავალების მიცემას გულისხმობს, რასაც არ გააკეთებენ.
დისკუსიას გამოეხმაურნენ საელჩოებიც. მოლაპარაკებებში ჩართული დიპლომატების ერთობლივ განცხადებაში მითითებულია, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, "რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს". საელჩოებმა მოუწოდეს ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს.
8 მარტს, ხანგრძლივი განხილვების შემდეგ, ოპოზიციამ და მმართველ გუნდმა ახალ საარჩევნო მოდელზე შეთანხმებას ხელი მოაწერა. მხარეებს შორის გაფორმებულ მემორანდუმთან ერთად, მართლმსაჯულების სისტემაზე ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთობლივი განცხადებაც გამოქვეყნდა. სადაც ორივე მხარე, მიუხედავად განსხვავებული აზრისა თანხმდებიან, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია.
-
EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
კომენტარები