2020 წლის ბუნების საუკეთესო ფოტოგრაფი ცნობილია — GDT-ის კონკურსი

ფოტო: Peter Lindel/2020 GDT Nature Photographer of the Year
ბუნების ფოტოგრაფიის გერმანული საზოგადოება (GDT) ყოველწლიურად ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ფოტოკონკურსს ატარებს, რომლის ბოლოსაც ჟიური "წლის ფოტოგრაფს" ავლენს ხოლმე.
პანდემიის გამო, ჟიურიმ ვერდიქტი ონლაინ შეხვედრით გამოიტანა. კონკურსის გამარჯვებულები Olympus-სგან სპეციალურ აღჭურვილობას და ვაუჩერებს მიიღებენ.
იხილეთ 2020 წლის გამარჯვებული ფოტოგრაფები და ფოტოები კატეგორიების მიხედვით.
გამარჯვებული ფრინველების კატეგორიაში
ფლურინ ლეუგერის ფოტო: აფრენა
კოიოტმა ბატები შეაშინა

ფოტო: Flurin Leugger/2020 GDT Nature Photographer of the Year
გამარჯვებული ძუძუმწოვრების კატეგორიაში
პიტერ ლინდელის ფოტო: კურდღლის ოცნება
ევროპული კურდღელი დორტმუნდის ჩრდილოეთით

ფოტო: Peter Lindel/2020 GDT Nature Photographer of the Year
გამარჯვებული სხვა ცხოველების კატეგორიაში
ჯენს კულმანის ფოტო: საფრთხე ტალახში
წყლაში ჩამალული ნიანგი მსხვერპლს ელოდება.

ფოტო: Jens Cullmann/2020 GDT Nature Photographer of the Year
გამარჯვებული პეიზაჟების კატეგორიაში
ბენჯამინ ვალდმანის ფოტო: მაგიური სინათლე
დანისლული პეიზაჟი ალბტრაუფში

ფოტო: Benjamin Waldmann/2020 GDT Nature Photographer of the Year
გამარჯვებული წყლის კატეგორიაში
ბრიტა სტრეკის ფოტო: წყლის თამაში
გადაღებულია ჰარუნფოსარის კუნძულებზე

ფოტო: Britta Strack/2020 GDT Nature Photographer of the Year
საუკეთესო ფოტოგრაფის ტიტული წელს ძუძუმწოვრების კატეგორიაში გამარჯვებულმა პიტერ ლინდელმა მიიღო.
კომენტარები