ციფრული სილამაზის სალონები — Beauty Lab
ამ დრომდე მომხარებლებს სილამაზის სალონში ჩასაწერად ტელეფონზე დარეკვა ან მესიჯის მიწერა და შემდეგ ლოდინი უწევდათ, რათა კლიენტისთვის სასურველი დრო და სტილი შეერჩიათ, რაც 21-ე საუკუნეში, როცა ყველაფერი ტექონოლოგიებით მართული ხდება, დისკომფორტს უკავშირდება. პრობლემის გადაჭრის ტექნოლოგიური იდეა, რომელიც ქეთა ბაღაშვილს გაუჩნდა საბოლოოდ Beauty Lab-ის პროექტად გადაიქცა.
"იდეა ძალიან უცბად დაიბადა, როგორც ფილმებშია ხოლმე, სადილობისას გამინათდა უცბად გონება, თუმცა ამ დროს უკვე არსებობდა ჩვენი ფეისბუკ ჯგუფი, Beauty Lab, სადაც ათიათასობით ქართველი ქალია გაწევრიანებული და ერთმანეთს სილამაზესთან დაკავშირებულ რჩევებს უზიარებენ. სწორედ მათ მიერ გამოთქმულმა შეფასებებმა დამაფიქრა, რომ საქართველოში სილამაზის ინდუსტრიის დახვეწა და პრობლემების ინოვაციური გადაჭრს გზა საგრძნობლად შეცვლიდა მდგომარეობას." — გვიყვება ქეთა
აღნიშნული იდეა ჯავშნებთან დაკავშირებულ პრობლემებს სალონებისთვისაც აგვარებს. მათ ხშირად ხელით, ექსელის ფაილებით და ხშირად ფურცელზეც კი უწევდათ ჯავშნების გაკეთება და მომსახურე პერსონალის მართვა. ამავდროულად ზარების პასუხი და ჯავშნების მიღება, რაც სალონისთვის ხშირად დამატებითი ხარჯიც იყო, რადგან დამატებითი კადრები სჭირდებოდათ. ასევე, ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც მომხმარებელი დაჯავშნილ დროს არც აუქმებდა და არც მოდიოდა. Beauty Lab-ის აპლიკაცია ზუსტად ამ პრობლემების აღმოფხვრაზეა ორიენტირებული, რათა ერთი მხრივ დაიხვეწოს სალონების მუშაობის ეფექტურობა, მეორე მხრივ კი გაუმჯობესდეს მომხმარებლების ქცევა.
მომხმარებელს აპლიკაციით არამხოლოდ ჯავშნის გაკეთება, არამედ სალონების მოძიება, მათი პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიღება, შეფასებების წაკითხვა და დატოვება შეუძლია. მერე მხარეს კი არიან სალონები, რომლებსაც ერთგვარი სამენეჯმენტო პლატფორმა ექნებათ, რომელიც ყველა საორგანიზაციო საკითხს ციფრულად მოაგვარებს.
მომხმარებლებისთვის iOS და ანდრიდ აპლიკაციები იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო სალონებისთვის ხელმისაწვდომი იქნება მარტივი ვებ-აპლიკაცია, საიდანაც ისინი ჯავშნების და სხვადასხვა პროცესის მართვას შეძლებენ.
პროექტს უკვე ჰყავს პოტენციური სამომხმარებლო ბაზა 100 000 ადამიანის სახით, რომლებიც Beauty Lab-ის ფეისბუქ ჯგუფში ერთიანდებიან. ჯგუფის საშუალებით განხორციელდა ასამდე პროექტი და ის უკვე იქცა ერთგვარ ხიდად მომხმარებლებსა და სილამაზის სალონებს შორის.
სტარტაპმა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი გრანტი და დიდი გამოცდილება მიიღო, რაც აღნიშნული იდეის განხორციელებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.
"...ძალიან გამოუცდელები ვიყავით ამ სფეროში, მაგრამ არაჩვეულებრივი მენტორების დახმარებით, რომლებიც სპეციალურად პროექტისთვის სილიკონ ველიდან იყვნენ ჩამოსულები, ყველაფერი გამოგვივიდა" — აცხადებს ქეთა.
Beauty Lab-ის აპლიკაცია ამჟამად შემუშავების პროცესშია და მას სავარაუდოდ უკვე ივნისში ვიხილავთ.
კომენტარები