ბასილ კობახიძე

27 Apr. 2020, 15:13

ვაფრთხილებ ჩვენს სამღვდელოებას, თქვენი საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე მაინც დაიცავით. პატრიარქიდან დაწყებული ყველანი რისკის ჯგუფში ხართ, რადგან უამრავ ხალხთან გაქვთ კონტაქტი, მრავალ თქვენგანის ჯანმრთელობა ისედაც შერყეულია. ცუდი ამბავი მოხდება. რუსეთში უკვე დავირუსდნენ პატრიარქის პირველი ქორეპისკოპოსი, მისი თანაშემწეები, მოსკოვის სასულიერო აკადემიის რექტორი და სტუდენტები. მონასტრების: ტროიცე სერეგიევოს ლავრის, პოჩაევის, დივეევოს და სხვების ბერები და მონაზვნები. ინფიცირებულია მთელი რიგი მღვდლები. დაიღუპა ერთი ეპისკოპოსი და ასევე მღვდლები. ვირუსი არის ნეიტრალური, ბუნებრივი მოვლენა და არა სატანის, მასონების ან სოროსის გამოგზავნილი. გონს მოეგეთ და დაჯექით კარანტინში. ნუ დაატრიალებთ უბედურებას ნურც თქვენს თავზე და ნურც ხალხის თავზე, გაიხსენეთ მაცხოვრის სიტყვები: "წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი" მათე 9:13


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  2. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  3. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  4. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  5. თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კუშნერი და უიტკოფი კიევში ზელენსკის შეხვდნენ — რა საკითხები განიხილეს?

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში 6 სექტემბერს პოლონეთიდან…