15 ხელოვანის მიერ ფანჯრებიდან აღბეჭდილი სიურრეალისტური ნიუ-იორკი
ფოტო: Ping Zhu; Katherine Lam / The New York Times
ფანჯრებს ხშირად შენობის თვალებს უწოდებენ. ისინი მოცალეობრივი ფიქრის სიმბოლოდაც აღიქმება. ახლა კი, როდესაც მილიონობით ადამიანი იძულებულია, სიცოცხლე შინიდან გაუსვლელად განაგრძოს, ფანჯრების საშუალებით გარესამყაროს შეგრძნება ერთიორად მნიშვნელოვანი გახდა.
The New York Times იმ 15 ილუსტრატორსა და არტისტს დაუკავშირდა, რომლებიც ამჟამად ნიუ-იორკის სხვადასხვა უბანში აფარებენ ეპიდემიას თავს, და სთხოვა მათ, საკუთარი ფანჯრებიდან დანახული რეალობა დეახატათ. ამ ნამუშევრებით ჩვენ საოცარი სიცხადით შევიგრძნობთ, როგორია ნიუ-იორკში ასეთ უპრეცედენტო მომენტში ყოფნა.
ეს სურათები სავსეა წინააღმდეგობრივი და მარტივად ამოსაცნობი ემოციებით. ნამუშევრები ნიუ-იორკის შემაძრწუნებელ სიმშვიდეს გამოხატავენ და მათში ჩაქსოვილია როგორც ქალაქის ისტორია, ისე წინა ხაზზე მებრძოლი ადამიანებისადმი მიძღვნილი ოდები თუ სეზონთა სახეცვლილება.
ფოტოგრაფიისგან განსხვავებით, ილუსტრაციების ხატვის პროცესს სულ სხვა კუთხით შეუძლია სინამდვილის წარმოჩენა, ვინაიდან ამ დროს გამოსახულებების შექმნა ცარიელი ფურცლიდან იწყება. ილუსტრაციებს თანაგრძნობის გამოწვევა და, ამასთან, ისეთი გამოცდილებების გაზიარება შეუძლიათ, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანისთვის არის ნაცნობი: კერძოდ, ფანჯრებიდან ცქერა და იმაზე ფიქრი, თუ რა იქნება მომავალში.
1. "ჩემეული შეგრძნებით, დრო ერთდროუალდ თითქოს იწელება და იკუმშება კიდეც. და მე უფრო მეტს ვმუშაობ, ვიდრე ოდესმე, რათა საზარელ რეალობას გავექცე", — ჯუჰი იუნი ბრუკლინიდან
ფოტო: JooHee Yoon
2. "ყველაფერი მოჩვენებითს ჰგავს. თითქოს, სამეზობლოში ყველა მოძრაობა უნიკალური და მნიშვნელოვანია", — პატრიკ ედელი ლონგ აილენდიდან
ფოტო: Patrick Edell
3. "სამი კვირის განმავლობაში არანაირი მოძრაობა არ შემინიშნავს", — იუკო შიმიზუ მანჰეტენიდან
ფოტო: Yuko Shimizu
4. "ეს ნახატი კურიერებისთვის მიძღვნილი ჩემი პატარა ოდაა. ისინი საკუთარ თავებს დიდ საფრთხეში აგდებენ, რათა ქალაქმა ფუნქციონირება გააგრძელოს მაშინ, როდესაც სამედიცინო პერსონალი წინა ხაზზე იბრძვის. თუკი შესაძლებლობა გაქვთ, უხვად დაუტოვეთ მათ ფეხის ქირის ფული", — ლორენ თამაკი ბრუკლინიდან
ფოტო: Lauren Tamaki
5. "რამდენჯერაც ფანჯრიდან ვიყურები, ისე ჩანს, თითქოს, ყველაფერი რიგზეა და სწორედ ეს მაშფოთებს", — ბრაულიო ამადო მანჰეტენიდან
ფოტო: Bráulio Amado
6. "თითქოს, იმ ადგილას ვარ, რომელიც ნიუ-იორკს ჰგავს, მაგრამ მას საერთოდ ვერ ვცნობ", — კეტრინ ლემი ქვინსიდან
ფოტო: Katherine Lam
7. "გარეთ, ფანჯარასთან ხეა, რომელიც, გეგონება, ჩვენთან ერთად არის საცხოვრებელში. დღის განმავლობაში განსხვავებულ ემოციებს განვიცდი: სამყაროსგან მოწყვეტილობას, იმედგაცრუებას, მოწყენილობას, სიბრაზეს", — დენიელ სელმიერი ბრუკლინიდან
ფოტო: Daniel Salmieri
8. "ფანჯრიდან გახედვა იმას ჰგავს, თითქოს ადამიანების ზოოპარკში ვიმყოფებით და სავარძლებში უსაფრთხოდ მოთავსებულნი, ველურ გარესამყაროს ვაკვირდებით", — ქრისტოფერ სილას ნილი ბრუკლინიდან
ფოტო: Christopher Silas Neal
9. "ჩემი გაუფერულებული ემოციები მცირე სტრესსა და მეზობლებთან კავშირის დამყარების გაძლიერებულ მოთხოვნილებას შორის მერყეობს", — ჯოშ ქოქრენი ბრუკლინიდან
ფოტო: Josh Cochran
10. "ეკონომიკური თვალსაზრისით, პანდემია, მართლაც, შემაძრწუნებელი ჩანს", — სინდი ჯი ჰაი კიმი ბრონქსიდან
ფოტო: Cindy Ji Hye Kim
11. "ამ მომენტში მხოლოდ იმაზე ვღელავ, თუ რა მოხდება, როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება და იმაზე მეფიქრება, თუ როდის დასრულდება ეს ყველაფერი", — ნორმანდი საიკენი ქვინსიდან
ფოტო: Normandie Syken
12. "გამეფებული სიჩუმით ერთდროულად თან ვტკბები და თან მოსვენებას ვკარგავ", — პიტერ არკლი მანჰეტენიდან
ფოტო: Peter Arkle
13. "ბრონქსში ხალხი ტაფებსა და ქვაბებს ვაბრახუნებთ და კუომოს მოვუწოდებთ, ამ უპრეცედენტო კრიზისის დროს ქალაქის მასშტაბით გააუქმოს ბინის ქირის გადასახადი. ბრაზი მერევა", — შელინ როდრიგესი ბრონქსიდან
ფოტო: Shellyne Rodriguez
14. "1. რაც უფრო მეტს ხედავ, მით უფრო მეტია დანახული; 2. სასწაული იგივე ანტიდოტია, 3. მცირე დეტალები ჯერ კიდევ მშვენიერია", — მაზიარ ფალევანი ქვინსიდან
ფოტო: Maziyar Pahlevan
15. "იმაზე ვღელავ, თუ რა გავლენას იქონიებს ეს ყველაფერი გრძელვადიან პერსპექტივაში. თუმცა, ამავდროულად, დადებით ცვლილებებსაც ვიმედოვნებ. თუკი არსებობს ქალაქი, რომელიც სიმტკიცით გამოირჩევა, ნიუ-იორკი ამ წოდების მიღების ძლიერი კანდიდატია", — ფინ ძუ ბრუკლინიდან
ფოტო: Ping Zhu
-
PLUS დაბადების დღე: 10 ნივთი, რომლებიც 50% ფასდაკლებით შეიძლება სხვა დროს ვერ ნახოთ PLUS დაბადების დღე: 10 ნივთი, რომლებიც 50% ფასდაკლებით შეიძლება სხვა დროს ვერ ნახოთ
-
5 ივლისი გაორმაგების დღეა — ისარგებლეთ 50%-იანი ფასდაკლებით Tbilisi Mall-ში 5 ივლისი გაორმაგების დღეა — ისარგებლეთ 50%-იანი ფასდაკლებით Tbilisi Mall-ში
-
გინესის რეკორდი მოხსნა კაცმა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხმამაღლა ყვირის — ნახეთ ვიდეო გინესის რეკორდი მოხსნა კაცმა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხმამაღლა ყვირის — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ნეირონები, რომლებმაც შეიძლება კონცენტრაციის პრობლემები ახსნას აღმოაჩინეს ნეირონები, რომლებმაც შეიძლება კონცენტრაციის პრობლემები ახსნას
გადახედვა
-
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გადახედვა
-
ქვიზი: დაასრულე ნოსტალგიური სიმღერა ქვიზი: დაასრულე ნოსტალგიური სიმღერა
-
ქვიზი: გამოიცანი კონტინენტი ერთი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი კონტინენტი ერთი ფოტოთი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია? ქვიზი: რამდენად კარგად იცი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია?
-
სალონიკში ქართული კრიმინალური ჯგუფის წევრები დააკავეს — ნაძარცვის მოცულობა €600 000-მდეა სალონიკში ქართული კრიმინალური ჯგუფის წევრები დააკავეს — ნაძარცვის მოცულობა €600 000-მდეა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ ომში ჯერ არ წასულა, მაგრამ თუ საჭირო იქნება, წავა პრორუსი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ ომში ჯერ არ წასულა, მაგრამ თუ საჭირო იქნება, წავა
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში თევზეულზე ფასი 20.4%ით გაიზარდა, ხორცზე — 9.8%-ით, ხილზე — 8.7%-ით საქსტატი: ივნისში თევზეულზე ფასი 20.4%ით გაიზარდა, ხორცზე — 9.8%-ით, ხილზე — 8.7%-ით
გადახედვა
-
5 ივლისს თეგეტა მოტორსში გაორმაგების დღეა 5 ივლისს თეგეტა მოტორსში გაორმაგების დღეა
-
ორ წლამდე ბავშვებს ეკრანთან კონტაქტი არ უნდა ჰქონდეთ — კვლევების მიმოხილვა ორ წლამდე ბავშვებს ეკრანთან კონტაქტი არ უნდა ჰქონდეთ — კვლევების მიმოხილვა
გადახედვა
-
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
გადახედვა
-
ტროტუარზე მანქანის დაჯახებისას მოკლული ქალი ვეტერანი გვარდიელი იყო — რა დეტალებია ცნობილი? ტროტუარზე მანქანის დაჯახებისას მოკლული ქალი ვეტერანი გვარდიელი იყო — რა დეტალებია ცნობილი?
გადახედვა
-
პლუტონსა და ტიტანზე, სავარაუდოდ, აქამდე უცნობი მოლეკულა დააფიქსირეს პლუტონსა და ტიტანზე, სავარაუდოდ, აქამდე უცნობი მოლეკულა დააფიქსირეს
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალი დაუმძიმეს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალი დაუმძიმეს
გადახედვა
-
მოისმინეთ: On.ge-ის საზაფხულო ფლეილისტი 2026 მოისმინეთ: On.ge-ის საზაფხულო ფლეილისტი 2026
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის YouTube პროექტი Creator ჩემპიონატი გრძელდება — არ გამოგრჩეთ მეორე ეპიზოდი საქართველოს ბანკის YouTube პროექტი Creator ჩემპიონატი გრძელდება — არ გამოგრჩეთ მეორე ეპიზოდი
-
ვალერი ელისაშვილი: მუშტი ვერ აპატია ვერც ბატონმა “გენერალსიმუსმა” და ვერც “ქართულმა ოცნებამ”. ეს არის ანგარიშსწორება და პოლიტიკური დევნა ჰქვია ამას ვალერი ელისაშვილი: მუშტი ვერ აპატია ვერც ბატონმა “გენერალსიმუსმა” და ვერც “ქართულმა ოცნებამ”. ეს არის ანგარიშსწორება და პოლიტიკური დევნა ჰქვია ამას
გადახედვა
კომენტარები