თანამშრომელთა ტესტირებისთვის Amazon საკუთარი ლაბორატორიის გახსნას გეგმავს
Amazon-ის მფლოებელობაში მყოფ 50 დაწესებულებაში, ახალი კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. კომპანიის განცხადებით, აშშ-ში ტესტების ნაკლებობა თანამშრომლების ინფიცირების პრევენციას ართულებს.
"COVID-19 დადებითი ადამიანები კარანტინში უნდა მოექცნენ, ხოლო თანამშრომლები რომლებსაც ინფექცია არ აქვთ, ეკონომიკურ აქტივობას თავდაჯერებლობით უნდა დაუბრუნდნენ", — ვკითხულობთ Amazon-ის განცხადებაში. "სამწუხაროდ ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში სადაც COVID-19-ის ტესტების ნაკლებობაა".
კომპანიის თქმით, ტესტების ნაკლებობა ეკონომიკას მნიშვნელოვნად აფერხებს. ამიტომ, Amazon-ი ლაბორატორიების გაკეთებას გეგმავს, სადაც დასაქმებულები კორონავირუსზე შემოწმდებიან.
"ინიციატივას ჩვენი სხვადასხვა უნარების მქონე თანამშრომლები, მკვლევრები და ინჟინრები ჩაუდგნენ სათავეში. პირველი ლაბორატორიის მშენებლობისთვის საჭირო მასალების შეგროვება უკვე დავიწყეთ და ტესტირებების ახლო მომავლში დაწყების იმედი გვაქვს".
პანდემიის მანძილზე Amazon-ი უწყვეტად მუშაობს, რამაც ათასობით დასაქმებული ინფიცირების რისკის წინაშე დააყენა. მაღალი მოთხოვნის გამო, კომპანია ხელფასების გაზრდას და დამატებით 100 000 თანამშრომლის აყვანას გეგმავს.
მიუხედავად იმისა, რომ Amazon-ის საბოლოო მიზანი ყველა თანამშრომლის ტესტირებაა, კომპანიაში ამბობენ, რომ შესაძლოა ეს ვერ მოხერხდეს.
კომენტარები