გლდანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი მოქალაქე ემსხვერპლა. გზაზე გადასვლისას ავტომობილი 2 ქვეითს დაეჯახა. შსს-მ On.ge-ს განუცხადა, რომ ავარიის შემდეგ, მძღოლი არ მიმალულა:

"გლდანში, გზაზე გადასვლის დროს, ქვეითად მოსიარულეებს მანქანა შეეჯახა, გარდაცვლილია ერთი მოქალაქე, მეორე კი დაშავებულია, მძღოლი არ მიმალულა, ადგილზეა, გამოძიება დავიწყეთ, დანიშნულია ექსპერტიზები და 276-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, რაც დაადგენს შეჯახების რეალურ მიზეზს".