თენგიზ ცერცვაძე

31 Mar. 2020, 22:52

ქართველები, სხვათა შორის, ვგავართ იტალიელებს — ლაღი ხალხი ვართ, არა ვართ კანონმორჩილი, მაინცდამაინც არ გვიყვარს წესების დაცვა. რბილი ზომებით, კიდევ კარგად მოვედით აქამდე. ხომ ხედავთ იტალიას რა მოსდის, ფაქტობრივად, კატასტროფა ხდება[...]

იყო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული, მაგრამ ქუჩებში ბევრი ხალხი დადიოდა. იყო ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა. საზოგადოების ნაწილი სერიოზულად არ აღიქვამდა იმ საფრთხეს, რომელსაც მთელი მსოფლიო სერიოზულად აღიქვამს. ხედავთ რამხელა ღონისძიებები ტარდება მსოფლიოში: ფეხბურთის მატჩები შეწყდა; ევროპის ჩემპიონთა ლიგა შეწყდა; ამერიკაში NBA ლიგა შეწყდა, რაც არ მომხდარა არასოდეს; ტოკიოს ოლიმპიადა გადადეს, ასეთი რამე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ მომხდარა და ჩვენ არ გვინდა რბილი და დელიკატური ზომები შევასრულოთ და ელემენტარულად დავრჩეთ სახლში. აი, ამისთვის არის ეს ზომები [საყოველთაო კარანტინი] გათვალისწინებული, გამიზნული, რომ როგორმე დავრჩეთ სახლში. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
  2. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  3. ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს
  4. ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
  5. ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ