სომხეთში კორონავირუსს კიდევ 2 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, გარდაცვლილია 55 წლის ქალი და 73 წლის კაცი.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 400-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 30-ია.