ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე — რა ხდება ყარაბაღში
ყარაბაღის კონფლიქტს, დაწყებიდან დღემდე, 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, მილიონზე მეტი კი დევნილად იქცა
ფოტო: southfront.org
რა სიტუაციაა ახლა ყარაბაღში?
აზერბაიჯანის შეიარაღებული ჯარების ყველა ქვედანაყოფი საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 5 აპრილს განაცხადა, რომ თუ სომხები არ შეწყვეტენ ყარაბაღის მიმდებარე აზერბაიჯანული დასახლებების მიმართულებით ცეცხლს, ისინი იერიშს ყარაბაღის დედაქალაქ სტეპანაკერტზე მიიტანენ. თავის მხრივ, სომხეთის პარლამენტის წევრმა ტევან პოღოსიანმა თქვა, რომ სომხური არმია “მტერს დაზავებას აიძულებს” და ყარაბაღში მშვიდობის მთავარი გარანტი სწორედ სომხური არმიაა.
მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 2016 წლის 1 აპრილს დაწყებული შეტაკებები ყველაზე მასშტაბურია 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. მხარეები მსხვერპლის შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ, თუმცა, დაღუპულები არიან როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო პირები. შეტაკებები სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის 1994 წლის შემდეგ რეგულარულად ხდებოდა, თუმცა, ამ მასშტაბის სამხედრო ესკალაცია 20 წელია არ ყოფილა.
შეტაკებების დაწყებიდან ორ დღეში პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ცალმხრივად წყვეტს საბრძოლო მოქმედებებს. მისივე ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ მნიშვნელოვანი პოზიციები და რამდენიმე დასახლება დაიკავა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანის განცხადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დეზინფორმაციაა და ერევანი მთიანი ყარაბაღის ძალებისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობას განიხილავს.
რატომ არის მნიშვნელოვანი მშვიდობა მთიან ყარაბაღში?
სიტუაცია 2016 წლის აპრილის მდგომარეობით
ფოტო: რადიო თავისუფლება
ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპელი ლიდერები წლებია უშედეგოდ ცდილობენ, მხარეებს შორის ურთიერთობების დარეგულირებას მიაღწიონ. მშვიდობა რეგიონში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არამხოლოდ აზერბაიჯანისთვის, რადგან კასპიის ზღვიდან შავი ზღვისკენ ნავთობპროდუქტები სწორედ აზერბაიჯანის გავლით, სხვადასხვა მილსადენებით გადის, გარდა ამისა, სამომავლოდ იგეგმება ახალი პროექტების განხორციელებაც. ანალიტიკოსების შეფასებით კი, ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავება რეგიონს დამატებით საფრთხეებს შეუქმნის.
დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდეს საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა. ყარაბაღში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით შეშფოთება ასევე გამოხატეს მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესის კოორდინატორის, ეუთოს „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარე ქვეყნებმა - აშშ-მა, საფრანგეთმა და რუსეთმა.
როდის და რატომ დაიწყო კონფლიქტი ყარაბაღში?
მთიან ყარაბაღში ეთნიკური სომხები და აზერბაიჯანელები საუკუნეების განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ. ყარაბაღი მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა. მიუხედავად ცალკეული სასტიკი ინციდენტებისა, ორი ეთნიკური ჯგუფი ერთმანეთთან მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად ცხოვრობდა. პირველი მსოფლიო ომის დასრულებისა და საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ, 1920-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა ხელისუფლებამ აქაც გამოიყენა რეგიონში აპრობირებული, ე.წ. დაყავი და იბატონეს პრინციპი და ეთნიკურად სომეხი უმრავლესობით დასახლებული მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში შეიყვანა როგორც ყარაბაღის ავტონომიური რესპუბლიკა.
ყარაბაღის კონფლიქტს, დაწყებიდან დღემდე, 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, მილიონზე მეტი კი დევნილად იქცა
ეთნიკურად სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის დაპირისპირებამ პიკს 1988 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე მიაღწია. ადგილობრივმა პარლამენტმა გამოაცხადა, რომ ყარაბაღი სომხეთს უერთდებოდა, რასაც სამხედრო დაპირისპირება მოყვა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს, ყარაბაღმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. აქტიური საომარი მოქმედებები 1994 წლამდე გაგრძელდა, რასაც დაახლოებით 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 1 მილიონი ეთნიკურად აზერბაიჯანელი კი დევნილად იქცა.
1994 წელს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მიუხედავად ამისა, მცირე შეტაკებები მას შემდეგ რეგულარულად ხდებოდა. ამჟამად მთიან ყარაბაღს ეთნიკურად სომხები აკონტროლებენ, რომელთაც ზურგს სომხეთი უმაგრებს. გარდა ამისა, მათ ოკუპირებული აქვთ აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილი, ე.წ. ბუფერული ზონა, რითაც მთიანი ყარაბაღი სომხეთს უკავშირდება. საერთაშორისო საზოგადოება მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის ტერიტორიად მიიჩნევს.
ტექსტში გამოყენებულია BBC-ის, Reuters-ის და რადიო თავისუფლების მასალები.
-
მოზარდებზე ინსტაგრამის საზიანო გავლენის გამო, Meta-სგან $1,4 ტრილიონს ითხოვენ მოზარდებზე ინსტაგრამის საზიანო გავლენის გამო, Meta-სგან $1,4 ტრილიონს ითხოვენ
გადახედვა
-
სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ
გადახედვა
-
ცნობილი COVID-ვაქცინების საწინააღმდეგო კვლევა დეზინფორმაციის გამო უკან გაიხმეს ცნობილი COVID-ვაქცინების საწინააღმდეგო კვლევა დეზინფორმაციის გამო უკან გაიხმეს
გადახედვა
-
სიცილიის მუზეუმიდან რენესანსის ეპოქის 4 ნამუშევარი მოიპარეს სიცილიის მუზეუმიდან რენესანსის ეპოქის 4 ნამუშევარი მოიპარეს
გადახედვა
-
სოფელ ტიბაანში ავტომობილი ოთხ ქვეითს დაეჯახა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა სოფელ ტიბაანში ავტომობილი ოთხ ქვეითს დაეჯახა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და მე მეგობრებზე უარს არასდროს ვამბობ, მე ვამხელ და ვებრძვი პირადად კობახიძეს ირმა ინაშვილი: ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და მე მეგობრებზე უარს არასდროს ვამბობ, მე ვამხელ და ვებრძვი პირადად კობახიძეს
გადახედვა
-
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას! ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
გადახედვა
-
კოალიცია "ძლიერი საქართველო-ლელო" ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს კოალიცია "ძლიერი საქართველო-ლელო" ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს
გადახედვა
-
გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ
გადახედვა
-
ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა
გადახედვა
-
რის გამო დააკავეს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე? — შსს-ს განმარტება რის გამო დააკავეს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე? — შსს-ს განმარტება
გადახედვა
-
5 ადგილი, სადაც მზეს ვერ დაემალები 5 ადგილი, სადაც მზეს ვერ დაემალები
-
სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან
გადახედვა
-
ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან
გადახედვა
-
თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
-
იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის
გადახედვა
-
სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს
გადახედვა
-
"რეპსოლი" "სოლიდუსს" საწვავის მიწოდებას უწყვეტს — კომპანია საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთში აწვდიდა "რეპსოლი" "სოლიდუსს" საწვავის მიწოდებას უწყვეტს — კომპანია საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთში აწვდიდა
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი საქორწილოდ დემნას სამოსში გამოეწყვნენ — ნახეთ ფოტოები კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი საქორწილოდ დემნას სამოსში გამოეწყვნენ — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
კომენტარები