კარანტინში მყოფ გემზე ავსტრალიელ წყვილს ღვინო დრონმა მიუტანა
წინა კვირას ტოკიოს პორტში სამგზავრო გემი გააჩერეს. აღმოჩნდა, რომ ხომალდზე რამდენიმე პაციენტს კორონავირუსი ჰქონდა და დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად გემი კარანტინში მოთავსდა.
ავსტრალიელი წყვილი — ჯენ და დეივ ბინსკინი სწორედ ამ გემზე იმყოფებოდნენ. კარანტინში მოხვედრილი წყვილი თავიანთი მოსაწყენი თავგადასავლის შესახებ ფეისბუქზე პოსტავდა.
"გემბანზე სეირნობის უფლებას ყოველ მეოთხე-მეხუთე დღეს გვაძლევენ" — წერენ ისინი. დარჩენილი დროის განმავლობაში მგზავრები ოთახებს ვერ ტოვებენ. წყვილი იაპონიის მოსანახულებლად მიემართებოდა.
სიტუაცია მრავალჯერადად გართულდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ინფექცია გემის კიდევ 10 მგზავრს აღმოაჩნდა. საერთო ჯამში, ხომალდზე 3 700 ადამიანი იმყოფება.
მოწყენილობის დასაძლევად წყვილმა ღვინის დალევა გადაწყვიტა, თუმცა რადგან გემი კარანტინში იმყოფება და მგზავრებს ოთახებიდან გასვლა ეკრძალებათ, უბრალოდ მაღაზიაში ან რესტორანში ჩასვლა და ღვინის ყიდვა ცოტა რთული საქმე აღმოჩნდა.
წყვილი Naked Wine Club-ს დაუკავშირდა, რომელმაც მათ ორი ბოთლი Pinot Noi მფრინავი დრონის დახმარებით კაიუტის კარებთან მიუფრინა.
გემზე კორონავირუსით დაავადებულთაგან ყველა სტაბილურ მდგომარეობაშია. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მგზავრები სახლში დაბრუნებას 8 დღეში მოახერხებენ.
კომენტარები