აშშ-ს კოსმოსურმა ძალებმა პირველი სარაკეტო გამოცდა ჩაატარა
30-ე კოსმოსური ფრთის განცხადებით, რომელიც უკვე ახლადჩამოყალიბებული კოსმოსური ძალების ნაწილია, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კალიფორნიაში, ვანდენბერგის საჰაერო ბაზაზე ატომურქობინიანი რაკეტა, Minuteman III გამოცადა.
კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გუშინ წინ, ადგილობრივი დროით 12:33-ზე გაუშვეს და მან წყნარი ოკეანის თავზე 6 760 კილომეტრი იფრინა, რის შემდეგაც მარშალის კუნძულებთან ახლოს, ერთ-ერთ ატოლთან ჩამოვარდა. ესაა პირველი გასაჯაროებული გამოცდა, რომელიც 30-ე კოსმოსურმა ფრთამ განახორციელა მას შემდეგ, რაც ის ამერიკის კოსმოსური ძალების დაქვემდებარებაში გადავიდა.
Minuteman III რაკეტა შეირაღებაში 1970 წელს მიიღეს და მისი მაქსიმალური მოქმედების მანძილი 13 000 კილომეტრს შეადგენს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია დედამიწაზე არსებული ნებისმიერი ობიექტის განადგურება, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ მას შეირაღებიდან წელს ამოიღებენ. ამერიკის შეერთებული შტატები 2016 წლიდან მუშაობს ახალ GDBS (Ground-Based Strategic Deterrent) ბირთვულ რაკეტებზე, რომლებიც შეიარაღებაში 2029 წლიდან შევა და ექსპლუატაციის ვადა 2070 წლამდე ექნებათ.
კომენტარები