FBI კლინტონის ახლადაღმოჩენილ იმეილებთან დაკავშირებით გამოძიებას აგრძელებს
ფოტო: დონალდ ტრ
აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ხელახლა დაიწყო ჰილარი კლინტონის "იმეილების საქმის" გამოძიება. ამის საფუძველი კი გახდა FBI-ის გამომძიებლების მიერ აღმოჩენილი ახალი ელექტრონული შეტყობინებები, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატს სახელმწიფო მდივნის პოსტზე მუშაობისას, პერსონალური სერვერიდან აქვს გაგზავნილი.
გამოძიების განახლების შესახებ FBI-ის შეფმა, ჯეიმს კომიმ კონგრესს პარასკევს, წერილობით აცნობა. კომი წერილში წერს, რომ ჰილარი კლინტონის ახალი ელექტრონული შეტყობინებები, რომელიც საგამოძიებო ორგანომ აღმოაჩინა, გამოძიებისთვის სასარგებლოა. შესაბამისად, უწყება გააგრძელებს ძიებას, ახლადაღმოჩენილ წერილებში, რომელიც კლინტონის თანამდებობაზე ყოფნის დროს პერსონალური სერვერიდან იგზავნებოდა, არის თუ არა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.
"მიუხედავად ამისა, FBI-ის ჯერჯერობით არ შეუძლია შეაფასოს, ეს მასალები არის თუ არა მნიშვნელოვანი და ასევე არ შემიძლია წინასწარ თქმა, რა დრო დასჭირდება ამის გაკეთებას", - წერს FBI-ის შეფი კონგრესისთვის გაგზავნილ წერილში და იქვე მიუთითებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, კონგრესი ინფორმირებული იყოს მიმდინარე მოვლენებზე.
ჰილარი კლინტონის იმეილების საქმის გამოძიება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა კლინტონს თავისი საპრეზიდენტო სურვილების შესახებ გაცხადებული არ ჰქონდა. FBI იძიებდა, ხომ არ იყო კანონდარღვევა კლინტონის ქმედება მაშინ, როცა ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე მუშაობისას, ელექტრონული მიმოწერისთვის იყენებდა არა სახელმწიფო სერვერებს, არამედ კერძოს. რამდენიმე თვის წინ FBI-მ საქმის გამოძიება შეაჩერა, რადგან მათი შეფასებით, ეს „დაუდევრობა“ უფრო იყო, ვიდრე დანაშაული. თუმცა, კლინტონი აღნიშნული ქმედების გამო კრიტიკის ქარცეცხლში მაინც გაეხვა, რადგან კერძო სერვერები ჰაკერების სამიზნე უფრო ადვილად შეიძლება გახდეს, ვიდრე სახელმწიფო.
FBI-ის მიერ გამოძიების განახლების შესახებ გავრცელებულ განცხადებას, ჯერჯერობით მხოლოდ კლინტონის კონკურენტი, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა. მან ჰილარი კლინტონის დასჯა მოითხოვა. თავად ჰილარი კლინტონს კი ჯერ საპასუხო განმარტება არ გაუვრცელებია.
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
კომენტარები