ყინული, რომელიც კლიმატის ცვლილების შედეგად დაიკარგა — ვიზუალიზაცია
ერთ-ერთი მოვლენა, რომელიც ყურადსაღები გახდა მათთვის, ვინც კლიმატის ცვლილებას თვალყურს ადევნებს, ისლანდიაში არსებული ოკიოკულის მყინვარის "დაკრძალვა" იყო.
ყოფილ მყინვართან წარწერა აღიმართა:
ოკიოკულის მყინვარმა სტატუსი ოფიციალურად 2014 წელს შეუწყდა, როდესაც ყინულის მნიშვნელოვანი მასა საბოლოოდ დაიკარგა.
მყინვარის გადნობა დასურათებულია ნასას დედამიწის ობსერვატორიის მიერ, რომელიც მყინვარს თანამგზარებით სურათებს 1986-2019 წლებში უღებდა.
არქტიკული რეგიონები დანარჩენ დედამიწასთან შედარებით განსაკუთრებით სწრაფად თბება. ყინულოვანი საფარის გადნობა ზღვის დონეზე კრიტიკულ გავლენას ახდენს, განსაკუთრებით მოწყვლადია სანაპირო ზოლები და იქ არსებული ეკოსისტემები.
გრენლანდიის ყინული მთლიანად რომ გადნეს, ზღვის დონე 6 მეტრით აიწევს, ანტარქტიდის ყინულის გადნობის შედეგად კი — 58 მეტრით.
წყლის ყინულის მასა სეზონურად იცვლება, გარკვეულ პერიოდებში მისი მასა იზრდება, სეზონური დათბობისას კი მცირდება. მაგრამ 2019 წლის მონაცემებით, ახლა ორივე მაჩვენებელი კრრიტიკულად დაბალია.
ანტარქტიკის ყინულის მასის ცვლილება წლების მიხედვით
"ბოლო 10 წელში წყლის ყინულოვანი მასა ისტორიულად ყველაზე დაბალია", — ამბობს უოლტ მეიერი, ეროვნული ყინულის და თოვლის მონაცემთა ცენტრის მკვლევარი.
წყლის ყინულის ფართობის ცვლილება არქტიკაში, წლების მიხედვით
ყინულის დნობის ტემპი, კლიმატის ბევრი მკვლევარის აზრით, საგანგაშოა. დედამიწის ყინულოვან საფარზე დამოკიდებულია რიგი ეკოსისტემები, მტკნარი წყალი და, რა თქმა უნდა, პლანეტის კლიმატი.
კომენტარები