პარლამენტში მძაფრი სუნის ნივთიერების გაშვებიდან სამ საათში მუშაობა განახლდა. უმრავლესობა ცდილობს, მის მიერვე დადგენილ დღის წესრიგს გაყვეს. დღეს, 12 დეკემბერს ნაციონალური მოძრაობის წევრს, ნიკა მელიას პარლამენტარის სტატუსი უნდა მოუხსნან და უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები უვადოდ დანიშნონ.