პრინცი ჰარი

3 Oct. 2019, 11:07

სამწუხაროდ, ჩემი ცოლი ბრიტანული ტაბლოიდის ერთ-ერთი ბოლო მსხვერპლია. ესაა უმოწყალო კამპანია პიროვნების წინააღმდეგ, რომელიც არ ცნობს შედეგებს და ბოლო წლის განმავლობაში გამძაფრდა, მაშინ როცა ის ორსულად იყო და მაშინაც, როცა ის ჩვენს ახალშობილზე ზრუნავდა.

ასეთ შეუვალ პროპაგანდას ადამიანი ეწირება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ის აშკარად ყალბი და ბოროტი განზრახვისაა. და იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ამ ყველაფერს მამაცი სახით ვეგებებით, ვერ აღვწერ, თუ რამდენად მტკივნეული იყო.

ჩვენ საშუალება არ გვქონდა შეგვეჩერებინა უწყვეტი არასწორი ინტერპრეტაციები. ისინი ხან პოზიტიურ ჭრილში აშუქებდნენ მას, ხან პირიქით — ყოველ დღე ქმნიდნენ ახალ ცრუ ამბებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დეკრეტული შვებულების დროს ის საჯაროდ აღარ ჩანდა. თუმცა ის იყო იგივე ქალი, რომელზეც ერთი წლის წინ ვიქორწინე და იგივე ქალი, რომელიც აფრიკის ტურნეზე იხილეთ.

ორმაგი სტანდარტი მედიისთვის ის თამაშია, რომელში მონაწილეობა ჩვენ არასდროს გვსურდა. მე მისი [მეგანის] ტანჯვის მდუმარე მოწმე ვიყავი დიდი ხნის განმავლობაში და ახლა ჩრდილში ყოფნა და არაფრის კეთება ჩემი რწმენის ღალატი იქნება.

ჩემი უდიდესი შიში ისტორიულად მეორდება. ერთხელ უკვე ვნახე, რა დაემართა ჩემს საყვარელ ადამიანს, რომელსაც აღარ ეპყრობოდნენ, როგორც პიროვნებას. მე დავკარგე დედა და ახლა ვუყურებ, როგორ აქცევენ ჩემს ცოლს მსხვერპლად იგივე გავლენიანი ძალები.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
  2. ქვიზი: გახსოვს, რომელი მდინარე უფრო გრძელია?
  3. ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
  4. HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
  5. სიდნი სვინი Novig-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახე გახდა — იხილეთ ვიდეორგოლი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა ირაკლი ღარიბაშვილსა და გრიგოლ ლილუაშვილს ციხეში წერილები გაუგზავნეს

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა რუსთავის ციხეში მყოფ ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და სუს-ის…