წერის 10 კანონი - რჩევები ცნობილი მწერლებისგან
ფოტო: Dribble
დამწყებ მწერლებს ყოველთვის აინტერესებთ, აქვს თუ არა წერის პროცესს წინასწარვე განსაზღვრული კონკრეტული წესები. ან უბრალოდ, როცა კითხულობ წიგნს, რომელიც იმდენად მოგწონს, რომ ისურვებდი თავად შეგძლებოდა ისტორიის მსგავსად მოთხრობა, ერთი ჩვეულებრივი მკითხველის აღფრთოვანებით იკითხავ, ნეტავ, ამ ავტორმა თავად როგორ შეძლო ამის მიღწევაო.
ალბათ, სწორედ ამ და სხვა კიდევ მრავალ კითხვაზე პასუხის გაცემაში დაგეხმარებათ თანამედროვე ლიტერატურული სამყაროს გამორჩეული მწერლების მიერ სპეციალურად შედგენილი წესები, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წერის პროცესში. თუმცა, წინასწარ გაფრთხილებთ, რომ მათი რჩევები შეიძლება ერთმანეთსაც კი გამორიცხავდეს ან იმდენადვე განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, რამდენადაც მათი შემოქმედება, წერის სტილი და გამოცდილება.
ნილ გეიმანი
ფოტო: COURTESY OF MASTERCLASS
1. წერე.
2. ერთ სიტყვას მეორე მიაყოლე. იპოვე შესაბამისი სიტყვა და დაწერე.
3. რის წერასაც დაიწყებ, აუცილებლად დაასრულე. რაც არ უნდა დაგიჯდეს ამის გაკეთება, მაინც დაასრულე.
4. მოდუნდი და უკვე დაწერილი ტექსტი ისე წაიკითხე, თითქოს, პირველად კითხულობ. აჩვენე ის იმ მეგობრებსაც, რომელთა აზრსაც პატივს სცემ და ისეთი რაღაცები მოსწონთ, როგორიც შენი ტექსტია.
5. დაიმახსოვრე: როცა ვინმე გეუბნება, რომ რაღაც შეგეშალა ან ეს მას არ მოსწონს, ის თითქმის ყოველთვის მართალია. ხოლო, თუ ვინმე გეუბნება კონკრეტულად რა შეგეშალა და როგორ უნდა გამოასწორო ეს მისი აზრით, მაშინ ის თითქმის ყოველთვის ცდება.
6. ყოველთვის გამოასწორე შეცდომები. გახსოვდეს, რომ სანამ შენი ნაწერი სრულყოფილებას მიაღწევს, მანამდე რაღაცებს უნდა დაემშვიდობო, წინ წახვიდე და ახალი რაღაცები დაწერო. სრულყოფილება ჰორიზონტის დევნას ჰგავს. მუდმივად წინ უნდა წახვიდე.
7. შენს ხუმრობებს დასცინე.
8. წერის მთავარი წესი ისაა, რომ თუ მას საკმარისი თავდაჯერებითა და მოთმინებით მოეკიდები, მაშინ შეძლებ იმის გაკეთებას, რაც გსურს (ეს მიდგომა, შესაძლოა, ცხოვრებასაც ასეთივე წარმატებით მოერგოს). მაშ, მოყევი შენი ამბავი ისე, როგორც ეს საჭიროა. წერე გულახდილად და ეცადე ამბავი იმდენად კარგად მოყვე, რამდენადაც შეგიძლია. არა მგონია, კიდევ სხვა წესი არსებობდეს, რომელიც მნიშვნელოვანია.
მარგარეტ ეტვუდი
ფოტო: Arthur Mola/Invision/AP
1. თვითმფრინავით მგზავრობისას წერა რომ შეძლო, თან წაიღე ფანქარი. კალამი არა - შეიძლება მელანმა გაჟონოს. თუმცა, ასევე შესაძლებელია ფანქრის წვერი წაგიტყდეს და მის გათლას ვერ შეძლებ, რადგან თვითმფრინავში ბასრი საგნის ატანა აკრძალულია. ასე რომ: გაიყოლე ორი ფანქარი.
2. თუ ორივე ფანქარი გაგიტყდება, მაშინ ცოტა უხეშ გზასაც შეიძლება მიმართო და გასათლელად მეტალის ან შუშის საგანი გამოიყენო.
3. თან გქონდეს ის, რაზეც უნდა დაწერო. ამ შემთხვევაში, ქაღალდი კარგი გამოსავალია, თუმცა გამოუვალ სიტუაციაში ხის მასალა ან საკუთარი მკლავიც გამოგადგება.
4. თუ კომპიუტერში წერ, ყოველთვის შეინახე ახალი ტექსტი მეხსიერების ბარათზეც.
5. წერის დროს ხშირად გააკეთე ზურგის ვარჯიშები. ტკივილი კონცენტრირებაში ხელს შეგიშლის.
6. შეინარჩუნე მკითხველის ყურადღება. თუმცა, წარმოდგენაც კი არ გაქვს, თუ ვინ იქნება შენი მკითხველი, ამიტომ ეს სიბნელეში თევზისთვის შურდულის სროლას ჰგავს: რამაც შეიძლება აღაფრთოვანოს ერთი მკითხველი, ის აუცილებლად თავს მოაწყენს მეორეს.
7. წერის დროს ძირითადად დაგჭირდება სინონიმთა ლექსიკონი, ელემენტარული გრამატიკის სახელმძღვანელო და რეალობის გათვალისწინება. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: არავინ გაჭმევს უფასოდ. წერა შრომაა. ასევე, აზარტული თამაშიც. არ გქონდეს საპენსიო დანაზოგის იმედი. სხვა ადამიანებმა შეიძლება ცოტათი წაგაშველონ ხელი, მაგრამ არსებითად მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ხარ. არავინ გაიძულებს ამის კეთებას, ეს თავად აირჩიე, ასე რომ, ნუ იწუწუნებ.
8. რახან დაწერა შეძელი, ნურასოდეს წაიკითხავ საკუთარ წიგნს იმ გულუბრყვილო მოლოდინით, რომ პირველივე გვერდიდან აღფრთოვანდები. ამ დროის განმავლობაში შენ უბრალოდ კულისებში იყავი და თვალს ადევნებდი, თუ როგორ მოულოდნელად ჩნდებოდნენ კურდღლები ქუდში. ამიტომაც, სანამ წიგნს გამომცემლობაში მიიტანდე, ის რომელიმე მეგობარს წააკითხე. ოღონდ, უმჯობესია, რომ ამ ადამიანთან რამანტიკული ურთიერთობა არ გქონდეს, თუ არ გინდა, რომ მასთან დაშორება მოგიწიოს.
9. შუაგულ ტყეში ნუ ჩამოჯდები. თუ სიუჟეტში დაიკარგე ან გაიჭედე, თავიდან დაუბრუნდი იმ მონაკვეთს, საიდანაც გზას გადაუხვიე და ახალი მიმართულებით წადი. ასევე, შეგიძლია პერსონაჟი, თხრობის დრო ან შესავალი შეცვალო.
10. ლოცვამ შეიძლება გიშველოს. ან რაიმეს წაკითხვამ. შეიძლება ისიც დაგეხმაროს, თუ გაუთავებლად წარმოიდგენ უკვე დასრულებულ წმინდა გრაალს - შენს გამოქვეყნებულ ბრწყინვალე წიგნს.
ჯონათან ფრენზენი
ფოტო: Morgan Rachel Levy/The Guardian
1. მკითხველი შენი მეგობარია და არა - მტერი ან მაყურებელი.
2. მხატვრული ნაწარმოები, რომელშიც ავტორის შემაძრწუნებელი ან უცნობი გამოცდილება არაა მოთხრობილი, ფულის გარდა სხვა რამის გამო არც უნდა შეიქმნას.
3. არასოდეს გამოიყენო სიტყვა "შემდეგ" კავშირად - ამისათვის არსებობს "და". ამ სიტყვების ერთმანეთით ჩანაცვლება მწერლის სიზარმაცის ან ცუდი გემოვნების მაჩვენებელია, როცა ერთ გვერდზე თავმოყრილი ბევრი "და" კავშირის შესაცვლელად სხვა გამოსავალს ვერ პოულობს.
4. წერე მესამე პირში, თუ პირველი პირის ხმა მაინცდამაინც მისთვის დამახასიათებელ განსაკუთრებულობას არ გამოხატავს.
5. მას შემდეგ, რაც ინფორმაციის მიღება ყველასათვის უფასო და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდა, რომანის დასაწერად ფართომასშტაბიანი კვლევების ჩატარება საჭირო აღარ არის.
6. ყველაზე გულახდილი ავტობიოგრაფიული რომანის დაწერას გულახდილი გამოგონება სჭირდება. არავის დაუწერია იმაზე ავტობიოგრაფიული ნაწარმოები, ვიდრე ეს მეტამორფოზაა.
7. როცა ზიხარ, მაშინ უფრო ამჩნევ რაღაცებს, ვიდრე მაშინ, როცა მათ დასდევ.
8. მეტისმეტად საეჭვოა, რომ ვინმე, ვინც მუშაობისას ინტერნეტთანაა დაკავშირებული, კარგი მხატვრული ნაწარმოების დაწერას შეძლებს.
9. საინტერესო ზმნები იშვიათადაა მართლაც საინტერესო.
10. უნდა გიყვარდეს იმისთვის, რომ შეუპოვარი იყო.
ჯოის კეროლ ოუტსი
ფოტო: Dustin Cohen/Philippe Rey
1. არ სცადო "იდეალური მკითხველის" წარმოდგენა - ის შეიძლება მართლაც არსებობს, მაგრამ, ალბათ, სულ სხვა მწერალს კითხულობს.
2. არ სცადო "იდეალური მკითხველის" წარმოდგენა, გარდა საკუთარი თავისა. მომავალში, იქნებ, მართლაც გახდე ასეთი.
3. იყავი საკუთარი თავის რედაქტორიც და კრიტიკოსიც: სიმპათიით განწყობილი, მაგრამ ამავდროულად დაუნდობელი!
4. თუ რამე ძალიან ავანგარდულს არ წერ - უხეშს, ბრაზით სავსეს ან განზრახ "დამახინჯებულს", მაშინ არ დაგავიწყდეს აბზაცების გამოყოფის შესაძლებლობა.
5. თუ რამე ძალიან პოსტმოდერნულს არ წერ - საკუთარი ცნობიერებით ნაკარნახევს, თვითრეფლექსურს ან "სკანდალურს", მაშინ არ დაგავიწყდეს, რომ გრძელი სიტყვების ნაცვლად შეგიძლია ნაცნობი და მარტივი სიტყვები გამოიყენო.
6. გახსოვდეს ოსკარ უაილდის სიტყვები: "მცირედი გულწრფელობა საშიშია, დიდი დოზით კი სრულიად ფატალურ შედეგამდე მიგიყვანს."
7. გული მშვიდად და იმედით სავსე გქონდეს, მოლოდინით კი ყველაზე ცუდს ელოდე.
ზეიდი სმითი
ფოტო: Gabriela Herman
1. ბავშვობიდანვე დარწმუნებული იყავი, რომ ბევრ წიგნს კითხულობ. ყველაზე მეტი დრო სწორედ ამას დაუთმე.
2. უკვე ზრდასრულმა სცადე, რომ საკუთარი ნაწერები ისე წაიკითხო, როგორც უცხომ. ან უკეთეს შემთხვევაში, როგორც მტერმა.
3. ნუ გაარომანტიკულებ საკუთარ "მოწოდებას". შენ კარგად წერა ან შეგიძლია, ან - არა. არ არსებობს არანაირი "მწერლური ცხოვრება". მხოლოდ ფურცელზე დაწერილს აქვს მნიშვნელობა.
4. თავიდან აირიდე ის, რაც კარგად არ გამოგდის. თუმცა ეს ისე გააკეთა, რომ რასაც თავს ვერ ართმევ, უმნიშვნელოდ არ ჩათვალო. ნუ შენიღბავ საკუთარ სისუსტეს უპატივცემულობით.
5. სათანადო დრო დაუთმე წერას და შემდეგ უკვე ნაწერის რედაქტირებას.
6. თავი აარიდე ბანდებს, ბრბოებსა და დაჯგუფებებს. ადამიანების მსგავსად წარმოჩენა შენს ნაწერს იმაზე უკეთესს არ გახდის, ვიდრე არის.
7. იმუშავე იმ კომპიუტერზე, რომელსაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვს.
8. რაღაც დროის განმავლობაში შენი ნაწერი ყველასგან ხელშეუხებელი უნდა იყოს, თუნდაც ისინი შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ.
9. ნუ დაკარგავ ღირსებას მიღწეული წარმატების გამო.
10. თქვი სიმართლე, თუნდაც შეფარულად, მაგრამ თქვი. შეამზადე საკუთარი თავი მთელი დარჩენილი ცხოვრების იმ სევდაში გატარებისთვის, რომელსაც მუდმივი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მოგიტანს.
ფილიპ პულმანი
ფოტო:
AFP CONTRIBUTOR / GETTY IMAGES
ჩემი მთავარია წესია, ყურადღება არ მივაქციო სწორედ ასეთ წესებს, რომლებიც საკუთარ შემოქმედებას მაშორებენ.
-
The Pitt-ის ვარსკვლავი ფანებს სთხოვს, სპექტაკლისას "დოქტორ სანტოსს" ნუ უყვირიან The Pitt-ის ვარსკვლავი ფანებს სთხოვს, სპექტაკლისას "დოქტორ სანტოსს" ნუ უყვირიან
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს, საქართველოს დემოკრატია ალყაშია სალომე ზურაბიშვილი: მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს, საქართველოს დემოკრატია ალყაშია
გადახედვა
-
ბათუმში 43-ე სართულიდან კაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა ბათუმში 43-ე სართულიდან კაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა
გადახედვა
-
თბილისის ახალი ზოოპარკი ზაფხულში გაიხსნება თბილისის ახალი ზოოპარკი ზაფხულში გაიხსნება
გადახედვა
-
მეუფე გრიგოლი: მეუფე ისაია არის კერძო შემთხვევა და ამას განხილვა სჭირდებოდა როგორც კერძო შემთხვევას მეუფე გრიგოლი: მეუფე ისაია არის კერძო შემთხვევა და ამას განხილვა სჭირდებოდა როგორც კერძო შემთხვევას
გადახედვა
-
EU-სა და მსოფლიოს სხვა ლიდერები სომხეთში EPC-ის სამიტზე ჩავიდნენ EU-სა და მსოფლიოს სხვა ლიდერები სომხეთში EPC-ის სამიტზე ჩავიდნენ
გადახედვა
-
საია: პრესის თავისუფლება უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დგას. მედია ფუნქციონირებს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის რეალობაში საია: პრესის თავისუფლება უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დგას. მედია ფუნქციონირებს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის რეალობაში
გადახედვა
-
საფრანგეთის საელჩო მხარდაჭერას უცხადებს ყველა ქართველ ჟურნალისტს, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ასრულებენ გულმოდგინედ და გაბედულად საფრანგეთის საელჩო მხარდაჭერას უცხადებს ყველა ქართველ ჟურნალისტს, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ასრულებენ გულმოდგინედ და გაბედულად
გადახედვა
-
მამამ მატარებლის ქვეშ ჩავარდნილი შვილის სიცოცხლე გადაარჩინა — ნახეთ ვიდეო მამამ მატარებლის ქვეშ ჩავარდნილი შვილის სიცოცხლე გადაარჩინა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
გერმანიის საელჩო: გერმანია მტკიცედ დგას იმ ჟურნალისტების გვერდით, რომლებიც ფაქტების გულისთვის საკუთარ უსაფრთხოებას რისკავენ გერმანიის საელჩო: გერმანია მტკიცედ დგას იმ ჟურნალისტების გვერდით, რომლებიც ფაქტების გულისთვის საკუთარ უსაფრთხოებას რისკავენ
გადახედვა
-
გდდ-ის ხელმძღვანელი ბაადურ შენგელია გახდა გდდ-ის ხელმძღვანელი ბაადურ შენგელია გახდა
გადახედვა
-
მედიის წინააღმდეგ დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის ანგარიში — 2025-2026 წლების ტენდენციები მედიის წინააღმდეგ დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის ანგარიში — 2025-2026 წლების ტენდენციები
გადახედვა
-
ინიციატივა "ჯერ საქართველოს" დამფუძნებელი, ვიქტორ ყიფიანი, ერევნის დიალოგში მიიღებს მონაწილეობას ინიციატივა "ჯერ საქართველოს" დამფუძნებელი, ვიქტორ ყიფიანი, ერევნის დიალოგში მიიღებს მონაწილეობას
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება, მივმართო ევროპელ ლიდერებს ირაკლი კობახიძე: მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება, მივმართო ევროპელ ლიდერებს
გადახედვა
-
შექმნეს ყურსასმენი, რომელიც მომხმარებლის ტვინის სიგნალებს კითხულობს შექმნეს ყურსასმენი, რომელიც მომხმარებლის ტვინის სიგნალებს კითხულობს
გადახედვა
-
სამეცნიერო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი ილიაუნიში სამეცნიერო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი ილიაუნიში
-
როცა "რობოტი" ადამიანს გვირჩევნია: მეცნიერებმა ჩატბოტებზე "ადიქციის" ფენომენი გამოიკვლიეს როცა "რობოტი" ადამიანს გვირჩევნია: მეცნიერებმა ჩატბოტებზე "ადიქციის" ფენომენი გამოიკვლიეს
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა კლიტორის სრული ნერვული ქსელი 3D-ში ასახეს ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა კლიტორის სრული ნერვული ქსელი 3D-ში ასახეს
გადახედვა
-
ბოლო 100 წელიწადში ადამიანის თავის ქალა მნიშვნელოვნად შეიცვალა ბოლო 100 წელიწადში ადამიანის თავის ქალა მნიშვნელოვნად შეიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით
-
"მონიტორი": ვის ინტერესებს ემსახურება სიგარეტზე აქციზის შერჩევითი ცვლილება? "მონიტორი": ვის ინტერესებს ემსახურება სიგარეტზე აქციზის შერჩევითი ცვლილება?
გადახედვა
კომენტარები