მოძრაობა #სირცხვილია-ს წევრებმა გიორგი გახარიას მთავრობის დამტკიცების შემდეგ პარლამენტის შენობას კრიმინალური სცენის ლენტა შემოაკრეს.

მანამდე, კენჭისყრის დასრულების შემდეგ ისინი პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან შეიკრიბნენ, რათა გიორგი გახარიასა და დეპუტატებისთვის სირცხვილის კორიდორი მოეწყოთ. თუმცა, როგორც მათ აღნიშნეს, გახარიამ პარლამენტის შენობა სხვა მხრიდან დატოვა.

აქტივისტები პარლამენტის შენობასთან დილიდან არიან შეკრებილები. მათ, სიმბოლურად, შენობასთან ცხვრები მიიყვანეს. ცხვრების მიყვანას ინციდენტი მოჰყვა. პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი, ემზარ კვიციანი შენობიდან გამოვიდა და აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ კვიციანი ტერიტორიას, დაახლოებით, ხუთი წუთის შემდეგ განარიდეს.

მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ მათი პროტესტი გაგრძელდება და 20 სექტემბერს საპროტესტო აქცია გაიმართება.