პლასიდო დომინგო 8 ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა
ოპერის ესპანელი მომღერალი პლასიდო დომინგო რამდენიმე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.
რვა მომღერალისა და მოცეკვავის მიხედვით, მომღერალი სხვადასხვა ქალებს 1980-იანი წლებიდან 30 წლის განმავლობაში ავიწროებდა. ინფორმაცია თავდაპირველად Associated Press-მა გაავრცელა.
პლასიდო დომინგო ტოპ-პოზიციებზე სხვადასხვა ოპერაში მუშაობდა და სავარაუდო შევიწროებებიც იმ ადგილებში ხდებოდა, სადაც ღონისძიებები იმართებოდა.
მის გარდა, ექვსი ქალი ამბობს, რომ დომინგომ სექსუალური წინადადებებით მათ დისკომფორტი აგრძნობინა.
ოპერის ბიზნესში მომუშავე უამრავი ადამიანი ადასტურებს, რომ ხშირად შეესწრნენ ახალგაზრდა ქალების მიმართ მრავალი გრემის ჯილდოს მფლობელისგან მიუღებელ სექსუალურ ქმედებებს. AP-ის მიხედვით, დომინგოს ქმედებები საოპერო სამყაროში "ღია საიდუმლო" იყო.
78 წლის მომღერალმა გამოცემის კითხვებს არ უპასუხა, თუმცა განცხადება გაავრცელა:
"უცნობი ადამიანებისგან გავრცელებული ხმები და ბრალდებები, რომელთაგან ზოგი 30 წლის წინანდელია, საკმაოდ შემაწუხებელი და არაზუსტია.
თუმცა, ჩემთვის ასევე მტკივნეულია, რომ ვინმე გავაბრაზე და თავი არაკომფორტულად ვაგრძნობინე, იმის მიუხედავად რამდენი ხნის წინ იყო ის და რა იყო ჩემი მიზნები. მე მჯეროდა, რომ ჩემი ურთიერთობები და დამოკიდებულებები ყოველთვის მისაღები და ორმხრივად სასურველი იყო. ადამიანებმა, რომლებიც მიცნობენ ან ჩემთან მუშაობდნენ, იციან, რომ მე ის ადამიანი არ ვარ, ვინც სხვას გამიზნულად დააზარალებს, შეავიწროებს ან შეარცხვენს".
ბრალმდებელი ქალებიდან ერთი ამბობს, რომ დომინგომ მას კაბაში ხელი ჩაუყო, სამი კი ამბობს, რომ მომღერალმა მათ ძალით აკოცა ქალების გასახდელში, სასტუმროს ოთახში და ბიზნეს-ლანჩის შეხვედრაზე.
"ბიზნეს-ლანჩი ჩვეულებრივი რამაა, თუმცა უჩვეულოა, როცა ამ შეხვედრაზე ვიღაც მუხლზე ან ხელზე ხელს გკიდებს. ის ყოველთვის ცდილობდა რამე გზით შეხებოდა ან ეკოცნა ადამიანებისთვის", — ამბობს ერთ-ერთი მომღერალი ქალი.
შვიდი ქალი ამბობს, რომ დომინგოს მხრიდან სექსუალურ შეთავაზებებზე უარის თქმამ მათ კარიერაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, ზოგი კი ამბობს, რომ შერჩეულ როლებზე აღარ მიუღიათ.
ბრალმდებლებიდან მხოლოდ ერთმა ქალმა, მეცო-სოპრანო პატრიცია ვულფმა ისურვა საკუთარი სახელით საუბარი. სხვებმა კი ანონიმურად დარჩენა ისურვეს, რომ მათ გამჟღავნებულ ხმებს კარიერაზე უარყოფითად არ ემოქმედა. ქალები მსგავს ისტორიებს ყვებიან — რომ, მომღერალი მათ შუაღამისას ურეკავდა და "კარიერასთან დაკავშირებული" რჩევის მისაცემად სასწრაფო შეხვედრას სთხოვდა.
ქალები ამბობენ, რომ მათ დომინგოს სავარაუდო ქმედებებზე ხმამაღლა სასაუბროდ ძალა #MeToo კამპანიამ შემატა.
თავად მომღერალი დასძენს, რომ მისთვის გასაგებია, რომ ის წესები და სტანდარტები, რომლებიც ახლა არსებობს, წარსულისგან განსხვავდება.
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები