მორგან ორტაგუსი

9 Aug. 2019, 16:28

საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 11 წელი გავიდა. ასობით ადამიანი მოკლეს და დაჭრეს, 190 000 სამოქალაქო პირი კი იძულებით გადაასახლეს.

ბევრისათვის კონფლიქტის შედეგები დღემდე გრძელდება: განადგურებული საარსებო წყარო, დაშორებული ოჯახები, თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა და კერძო საკუთრება, რომელიც ჯერაც არ დაუბრუნებიათ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე-ფაქტო ხელისუფლებამ დაიწყო ბორდერიზაციის პროცესი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ არსებულ სოფელში. ბორდერიზაციის დასრულების შემთხვევაში სოფელს საირიგაციო სისტემა ჩაეკეტება.

ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას.

როგორც დღევანდელი მოვლენებიც ცხადყოფს, რუსეთი მუდმივად არღვევს ქართველი ხალხის უსაფრთხოებისა და საკუთრების უფლებებს. მეტიც, საქართველოში რუსეთის შეჭრა და მისი ტერიტორიის ოცი პროცენტის ოკუპაცია წარმოადგენს გაეროს ქარტიის, ჰელსინკის საბოლოო აქტისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეშ დარღვევას.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ძალების გაყვანის შესახებ. ასევე, მოვუწოდებთ რუსეთს, მიიღოს და შეასრულოს პირობა საქართველოს მიმართ ცეცხლის გამოუყენებლობის შესახებ. ჩვენ მანამდე არ დავასრულებთ მუშაობას, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციას.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული ადამიანისა და დევნილის სახლში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების უფლებას.

დაბოლოს, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და ველით იმ დღეს, როდესაც ერთად აღვნიშნავთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის დასრულებას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. სომეხი მილიარდერი მსოფლიოში ყველაზე მაღალი იესოს ქანდაკების აშენების შემდეგ, ნოეს კიდობანს ააგებს
  2. ქვეყნის საეჭვო გარემოებაში დატოვების შემდეგ, ლევან დავითაშვილი იტალიური Italiana Petroli-ს აღმასრულებელ დირექტორი გახდა
  3. გარდაბანში ავარიას 7 პირი ემსხვერპლა, 1 — კლინიკაში გადაიყვანეს
  4. ბოლო 14 წელიწადში სურსათის ფასები 122%-ით გაიზარდა — ინფლაცია 90-იანი წლებიდან დღემდე
  5. ევროკომისიამ პუტინის დანაშაულების შემსწავლელი სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კალაძე: წარმოუდგენელი რამ ხდება სოციალურ ქსელებში, შეურაცხმყოფელი სტატუსები, განცხადებები

თბილისის მერი, კახა კალაძე, სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა…