მაია ასათიანი

18 Jul. 2019, 16:19

ეს აღარ არის ბრძოლა მხოლოდ რუსთავი 2-სთვის. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ბრძოლა სამშობლოსთვის. დღეს აქ, ამ ნარინჯისფერ მიკროფონთან სამშობლოს ბედი წყდება, ვიქნებით ტოტალიტარული სახელმწიფო, ყველა ტელევიზია, ყველა რადიო, ყველა გაზეთი ერთ ხმაში ილაპარაკებს თუ კიდევ გვაქვს შანსი, ვიყოთ თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ასეთი ტოტალიტარული რეჟიმია რუსეთი, სადაც ყველა ტელევიზია, ყველა ჟურნალისტი ერთი ხმით, ვლადიმერ პუტინის ხმით ლაპარაკობს, ჩვენ არ გვინდა ასეთი ქვეყანა. მე და ჩემი კოლეგები, ის ადამიანები, ის ადამიანური რესურსი, რაც წარმოადგენს რუსთავი 2, ვდგავართ ამ ფასეულობაზე, ამ ფასეულობებისთვის ვიბრძოდით წლების მანძილზე. თქვენ უნდა უპასუხოთ ამ შეკითხვას, რა გინდათ თქვენი შვილებისთვის, გინდათ თავისუფალი საქართველო თუ საბჭოთა რესპუბლიკა. ჩვენ ვართ ის თაობა, 9 აპრილის თაობა, რომელსაც ახსოვს, რომ გამოდიოდა გაზეთი თბილისი და კომუნისტი, ახლაც ასე იქნება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  2. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  3. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ