საქართველოში პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები ჩატარდა
ფოტო: Concierge Tbilisi
თანამედროვე სამყაროში უფრო და უფრო იზრდება მოთხოვნა პროფესიულ განათლებაზე, რადგან დასაქმების ბაზარი უფრო მეტად მიზანზე ორიენტირებული ხდება, რისთვისაც პროფესიონალი კადრების არსებობაა საჭირო.
15 და 16 ივნისს, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები ჩატარდა. ღონისძიება ეძღვნებოდა საქართველოსა და გერმანიას შორის ხანგრძლივ და ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოში პროფესიული განათლების მოდერნიზებაში.
ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან, მეწარმეებთან, ბიზნესისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან და მშობლებთან ერთად, დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ ენახათ, რამდენად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს პროფესიული განათლება.
ფოტო: Drone Production Georgia
ფოტო: Drone Production Georgia
პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეების განმავლობაში, რესპუბლიკის მოედანზე მოეწყო სახალხო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც სტუმრებს შეეძლოთ დაეთვალიერებინათ ათობით თემატური საინფორმაციო ზონა თუ დახლი და გაცნობოდნენ ქართულ-გერმანულ პარტნიორობას პროფესიულ განათლებაში. გარდა ამისა, სახალხო ღონისძიებაზე მსურველებისთვის არაერთი ინფორმაცია ვრცელდებოდა კარიერული წარმატებებისა და ისტორიების შესახებ, რომელსაც პროფესიული განათლება იძლევა.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებისთვის დღის განმავლობაში ელის ბენდმა და სალომე ბაკურაძემ გამართეს კონცერტი, რომელიც საღამოს DJ-წვეულებამ ჩაანაცვლა.
პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეების ოფიციალური ნაწილი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდა.15 ივნისს ორ სესიად ჩატარდა Expert to Expert Talks, რომლის მთავარი მომხსენებლებიც პროფესორი დოქ. დანიელ ფითიჰი და ირინა აბულაძე იყვნენ. პირველი სასესიო დღის ფარგლებში ქართველი და უცხოელი ექსპერტები განიხილავდნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:
- ახალი პროფესიული უნარები საქართველოში;
- არაფორმალური პროფესიული განათლება და ზრდასრულთა განათლება;
- კერძო სექტორის ჩართვა პროფესიული განათლების დაგეგმვასა და განხორციელებაში;
- დუალურ პროფესიულ განათლებაში კომპანიების ჩართულობის გაზრდა.
ფოტო: Drone Production Georgia
ფოტო: Drone Production Georgia
16 ივნისს, პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეების მეორე დღეს, Skills4Georgia Talks ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც მსმენელებმა 10 შთამაგონებელი ისტორია მოისმინეს სხვადასხვა წარმატებული ადამიანებისგან. მომხსენებლებს შორის იყვნენ: ლევან გიგინეიშვილი, ალექსანდრე კარტოზია, ვახტანგ კუნცევი – გაბაშვილი, პროფ. დოქ. დანიელ ფითიჰი და სხვა.
ფოტო: Drone Production Georgia
მოხსენებების დასრულების შემდეგ, მსმენელებს საშუალება ჰქონდათ კითხვები დაესვათ მოწვეული სტუმრებისთვის და მათგან მიეღოთ პირდაპირი რჩევები.
პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საელჩოს ჩართულობით ჩატარდა.
ფოტო: Drone Production Georgia
ღონისძიების მთავარი ორგანიზატორი კომპანია Concierge Tbilisi იყო, რომელმაც რესპუბლიკის მოედანი ერთი დღით განსაკუთრებულად მოაწყო: გამწვანება, წიგნის კუთხე და პროფესიებისთვის განკუთვნილი ინსტალაციები, რომელიც სტუმრების დიდი მოწონებით სარგებლობდა, სწორედ კონსიერჟ თბილისმა შექმნა.
მაისში ამავე კომპანიამ საორგანიზაციო მხარდაჭერა რიყის პარკში ჩატარებულ ევროპის დღეებს გაუწია, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა. კონსიერჟ თბილისის ორგანიზებით ევროპის დღეები 8 ივნისს წყალტუბოშიც გაიამართა, 22 ივნისს კი სვანეთში ჩატარდება.
ვიდეო: Drone Production Georgia
-
როგორ შეხვდნენ ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში — ფოტოები როგორ შეხვდნენ ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში — ფოტოები
გადახედვა
-
Stranger Things-ის ფინალის პრემიერისას ნეტფლიქსი გაითიშა — მეორედ ამ სეზონში Stranger Things-ის ფინალის პრემიერისას ნეტფლიქსი გაითიშა — მეორედ ამ სეზონში
გადახედვა
-
შვეიცარიაში, სათხილამურო კურორტზე აფეთქების შედეგად ათობით ადამიანი გარდაიცვალა, 100-ზე მეტია დაშავებული შვეიცარიაში, სათხილამურო კურორტზე აფეთქების შედეგად ათობით ადამიანი გარდაიცვალა, 100-ზე მეტია დაშავებული
გადახედვა
-
ვოლოდიმირ ზელენსკი: "რა სურს უკრაინას? მშვიდობა? დიახ. ნებისმიერ ფასად? არა" ვოლოდიმირ ზელენსკი: "რა სურს უკრაინას? მშვიდობა? დიახ. ნებისმიერ ფასად? არა"
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: "რეჟიმი მთლიანად ოკუპირებულია კრიმინალების და კორუმპირებული ადამიანების მიერ. დარწმუნებული ვარ, არავის მოსწონს" სალომე ზურაბიშვილი: "რეჟიმი მთლიანად ოკუპირებულია კრიმინალების და კორუმპირებული ადამიანების მიერ. დარწმუნებული ვარ, არავის მოსწონს"
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: "2025 იყო წელი, როდესაც საქართველომ მტკიცე უარი უთხრა სხვის სცენარებში მონაწილეობას და ქვეყნის მომავლით თამაშს" შალვა პაპუაშვილი: "2025 იყო წელი, როდესაც საქართველომ მტკიცე უარი უთხრა სხვის სცენარებში მონაწილეობას და ქვეყნის მომავლით თამაშს"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გასული წელი სამართლის უზენაესობის განმტკიცების თვალსაზრისით გარდამტეხი იყო" ირაკლი კობახიძე: "გასული წელი სამართლის უზენაესობის განმტკიცების თვალსაზრისით გარდამტეხი იყო"
გადახედვა
-
2025 წლის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები — ხელოვნური ინტელექტიდან ტვინის ჩიპებამდე 2025 წლის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები — ხელოვნური ინტელექტიდან ტვინის ჩიპებამდე
გადახედვა
-
ქართული მეცნიერება 2025 წელს — 10 მთავარი მიღწევა და სიახლე ქართული მეცნიერება 2025 წელს — 10 მთავარი მიღწევა და სიახლე
გადახედვა
-
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ევა შაშიაშვილს პატიმრობა 5 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ევა შაშიაშვილს პატიმრობა 5 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა
გადახედვა
-
ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია
გადახედვა
-
ცნობილი ადამიანები, რომლებიც 2025 წელს გარდაიცვალნენ ცნობილი ადამიანები, რომლებიც 2025 წელს გარდაიცვალნენ
გადახედვა
-
ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
კახა კალაძე: მზად ვართ, 24 საათის განმავლობაში, თავდაუზოგავად ვემსახუროთ თბილისს კახა კალაძე: მზად ვართ, 24 საათის განმავლობაში, თავდაუზოგავად ვემსახუროთ თბილისს
გადახედვა
-
კახა კალაძე: ახალი წლის გალაკონცერტი სატელევიზიო ფორმატის იქნება - ასე იქცევა პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება კახა კალაძე: ახალი წლის გალაკონცერტი სატელევიზიო ფორმატის იქნება - ასე იქცევა პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება
გადახედვა
-
რას გეგმავენ უწყვეტი პროტესტის მონაწილეები 31 დეკემბრის ღამეს რუსთაველის გამზირზე? რას გეგმავენ უწყვეტი პროტესტის მონაწილეები 31 დეკემბრის ღამეს რუსთაველის გამზირზე?
გადახედვა
-
შეხვდი ახალ წელს ახალი მოპედით — პიტსტოპ მოტოს სპეციალური შეთავაზება შეხვდი ახალ წელს ახალი მოპედით — პიტსტოპ მოტოს სპეციალური შეთავაზება
-
ნახეთ ვიდეო: კოკა-კოლას საახალწლო აქტივობა სითი-მოლში ნახეთ ვიდეო: კოკა-კოლას საახალწლო აქტივობა სითი-მოლში
-
ზურა ჯაფარიძე: მე გადავიხდი ამ გირაოს. ამჟამად მირჩევნია დამიჭირონ რაღაც უფრო მნიშვნელოვნის კეთების გამო ვიდრე გირაოს არ გადახდაა ზურა ჯაფარიძე: მე გადავიხდი ამ გირაოს. ამჟამად მირჩევნია დამიჭირონ რაღაც უფრო მნიშვნელოვნის კეთების გამო ვიდრე გირაოს არ გადახდაა
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად სწორად იკვებები? ქვიზი: რამდენად სწორად იკვებები?
-
ლაშა ცუცქირიძე: პროკურატურამ ევა შაშიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობა შეიტანა ლაშა ცუცქირიძე: პროკურატურამ ევა შაშიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობა შეიტანა
გადახედვა





კომენტარები