მრჩეველთა საბჭო პოლიტიკურად მართულია — აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
ფოტო: სალომე ცეცხლაძე
აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნათია ზოიძე ღია წერილს ავრცელებს, რომელშიც აცხადებს, რომ მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო პოლიტიკურად მართულია. მისი თქმით, ახალი დირექტორის შერჩევის პროცესი ფარსი იყო, რომელსაც საბჭო კეთილსინდისიერების მაგალითად ასაღებს.
ზოიძის განცხადებით, ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის გადაყენებიდან მალევე მიუგზავნეს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ურჩევდნენ დირექტორის არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო. ამბობს, რომ კონკურსში ჩაურთველობა ხელისუფლების თანამზრახველობის ტოლფასი იქნებოდა, ამიტომ არ ნანობს მონაწილეობას.
"სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ამ პროცესს არაფერი აქვს საერთო იდეებთან, ღირებულებებთან და არანაირად არ ეფუძნება პრობლემების მქონე თანამშრომელთა მიმართ სოლიდარობის განცდას. მივმართავ მრჩეველთა საბჭოს წევრებს, განსაკუთრებით მათ, ვისთანაც 25-წლიანი მეგობრობა მაკავშირებდა: არ შემოგვასაღოთ ეს ფარსი კეთილსინდისიერების მაგალითად. რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის დესტრუქცია და ეს არ მართლდება", — წერს ზოიძე.
მისი თქმით, საბჭოს წევრები მის ხელშეკრულებას კანონდარღვევად თვლიან სარედაქციო დამოუკიდელობაში ჩარევაში ადანაშაულებენ.
"გიგა ჩხარტიშვილი, რომელიც ქართული ოცნების კვოტით არის არჩეული, მეუბნება, რომ "საინფორმაციო პოლიტიკის მართვა" და "სამივე პლატფორმის კოორდინაცია", რაც ჩემს ხელშეკრულებაში ვალდებულებადაა ჩაწერილი, მითვისებული მაქვს და ეს დებულებას ეწინააღმდეგებაო. ფაქტობრივად, საჯაროდ მითხრეს, რომ მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკას უნდა ჩამოვშორდე. ის, რომ უკანონოდ ვერეოდი სარედაქციო დამოუკიდებლობაში, არა თუ სიმართლე არ არის, არამედ მორალური ფსკერია", — წერს ის.
ზოიძე მოუწოდებს საზოგადოებას მშვიდად არ დაელოდონ ახალი დირექტორის არჩევას.
"თუ ეს უპასუხისმგებლობა გაგრძელდა, მალე აჭარაში იქნება ხელისუფლებისგან გაკონტროლებული საზოგადოებრივი მაუწყებელი", — აცხადებს ის.
ნათია ზოიძე ყოფილი დირექტორის პირველი მოადგილე იყო, ამიტომ ითავსებს მის მოვალეობებს იქამდე, სანამ ახალს აირჩევენ. ზოიძე მონაწილეობდა შესარჩევი კონკურსის პირველ ტურში, რომელიც ჩაიშალა.
ჩაშლილი კონკურსი
აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევნი კონკურსი მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძეს იმპიჩმენტი გამოუცხადა. 31 მაისს დანიშნულ არჩევნებში საბჭომ ახალი დირექტორი ორ ცდაზე ვერ აირჩია და კონკურსი ჩაიშალა. შესარჩევ კონკურსში 8 პირი მონაწილეობდა. პირველ და მეორე კენჭისყრაზე ხმები ერთნაირად გადანაწილდა:
- მერაბ წულუკიძე — 2 ხმა;
- შოთა გურაბანიძე — 1 ხმა;
- ირმა ზოიძე — 1 ხმა;
- ნათია ზოიძე — 1 ხმა.
კონკურსის გამოცხადებამდე გამოცემა ბათუმელები წერდა, რომ კაპანაძის შემცვლელად ქართული ოცნების მხარდამჭერი თორნიკე მჟავანაძე განიხილებოდა. მჟავანაძეს საბჭოს არცერთმა წევრმა არ მისცა ხმა. ამასთან დაკავშირებით საბჭოს თავმჯდომარემ, ნატა იმედაიშვილმა განაცხადა, რომ მათ დაამსხვრიეს მითები საბჭოს მიკერძოებულობაზე.
"ძალიან ბევრი საუბარი იყო იმაზე, რომ საბჭო იყო მოსყიდული, მიდიოდა კომპრომისებზე ვიღაცეებთან, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ერთი-მხარე თუ მეორე, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ეს არ მომხდარა. საბჭოს გადაწყვეტილება იყო ასეთი, რომ შედეგი ვერ დადგა", — ამბობდა ის.
კაპანაძის იმპიჩმენტი
კაპანაძის იმპიჩმენტი მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა მოითხოვა: ირაკლი დარცმელიძემ, რომელიც ნაციონალური მოძრაობის კვოტით არის წარდგენილი და გიგა ჩხარტიშვილმა, რომელიც ქართული ოცნების კვოტითაა საბჭოში. ნატა იმედაიშვილი კი თავიდანვე ამბობდა, რომ იმ საკითხებზე, რაც კაპანაძის იმპიჩმენტის მიზეზად დასახელდა პრეტენზიები მასაც ჰქონდა.
საბჭოს წევრები აცხადებდნენ, რომ დირექტორი არ ასრულებდა პრიორიტეტებს და არსებობდა ხელფასების პრობლემა. კერძოდ, საბჭო მოთხოვდა რომ მაუწყებელზე გასულიყო საგანმანათლებლო გადაცემა და დოკუმენტური ფილმები. წევრები ამბობდნენ, რომ კაპანაძის მმართველობისას დაეცა ტელევიზიის რეიტინგიც.
საბჭოს ოცნების კვოტით არჩეული წევრი გიგა ჩხარტიშვილი აცხადებდა, რომ კაპანაძის უნდობლობის "მრავალრიცხოვანი" მიზეზი არსებობს. მათ შორისა შესაძლო სამართლებრივი გადაცდომები, უტენდერო შესყიდვები, განმეორებითი შესყიდვები, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა.
ის კაპანაძეს საბჭოს მიმართ უპატივცემულობასა და თანამშრომლებისთვის საბჭოს წევრთან ურთიერთობის აკრძალვაში ადანაშაულებდა. ჩხარტიშვილმა კაპანაძეს ფაშისტი უწოდა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ, ძებნილ თავმჯდომარეს, ასლან აბაშიძეს შეადარა.
ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორად 2016 წლის 24 ოქტომბერს სამწლიანი ვადით აირჩიეს. უფლებამოსილების შესრულებას ის იმავე წლის 21 დეკემბრიდან შეუდგა.
მისი დირექტორობის პერიოდში ეთერში რამდენიმე სხვადასხვა გადაცემა გავიდა. მათ შორის, რადიო თავისუფლების პროექტები, რომელთა გაშვებაზეც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა უარი განაცხადა.
წელს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) ანგარიშში განაცხადა, რომ აჭარის ტელევიზია იყო "ერთადერთი ტელესადგური, რომელმაც შესთავაზა მაყურებელს არჩევნებში მონაწილეთა ზოგადი შედარება".
2018 წელს კაპანაძემ, დირექტორის რანგში ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიიღო.
გაიგეთ მეტი:
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
-
ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს
გადახედვა
-
10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო 10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო
გადახედვა
-
მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის? მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის?
გადახედვა
-
მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს
გადახედვა
-
როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს
-
თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს
კომენტარები