ელენ დეჯენერესი იხსენებს, რომ თინეიჯერობისას მამინაცვალი მასზე სექსუალურად ძალადობდა
ფოტო: Getty Images
Netflix-ის დევიდ ლეტერმანის შოუში, ამერიკელმა ტელე-წამყვანმა ელენ დეჯენერესმა გაიხსენა, რომ თინეიჯერობის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო.
ინტერვიუში, რომელიც სრულად პარასკევს გამოდის, დეჯენერესი ამბობს, რომ მოძალადე მისი მამინაცვალი იყო. მისი სიტყვებით, ის თინეიჯერი იყო, როცა დედამისს, ბეტის ძუძუს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და სწორედ მაშინ დაიწყო მამინაცვალმა მასზე ძალადობა:
"დედა ქალაქგარეთ იყო, როდესაც მითხრა, რომ დედაჩემის მკერდში შებერილობა სწორედ მან აღმოაჩინა და ამიტომ, მეც უნდა შევემოწმებინე. მოკლედ, მან მე დამარწმუნა, რომ ჩემი მკერდი უნდა შეემოწმებინა და ამის გამეორებას ის შემდეგ ჯერზეც ცდილობდა".
დეჯენერესმა მამინაცვლის მხრიდან ძალადობაზე პირველად 2005 წელს, ჟურნალთან Allure ინტერვიუში ისაუბრა. მაშინ დეჯენერესმა თქვა, რომ მამინაცვალი ერთხელ მის ოთახში შევარდნას და კარის შემტვრევას ცდილობდა, მას კი ფანჯრიდან გაქცევა მოუწია.
როგორც ელენმა ლეტერმანს უთხრა, მან თავისი ისტორია სხვა ქალებისა და გოგოების გასაძლიერებლად მოყვა:
"ჩემს თავზე ვბრაზობ, რადგან ძალიან სუსტი ვიყავი იმისთვის, რომ ჩემი თავი დამეცვა. 15 ან 16 წლის ვიყავი. ეს საშინელი, საშინელი ისტორიაა და ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც ამ დეტალებს ვიხსენებ ისაა, რომ არ მინდა სხვა გოგოებმაც მისცენ ვინმეს ამის გაკეთების უფლება".
დეჯენერესის თქმით, მას დედამისის გრძნობების დაცვა უნდოდა და ამის შესახებ მას მაშინვე არ უთხრა:
"არასდროს არ უნდა დამჭირვებოდა დედაჩემის დაცვა. მე საკუთარი თავი უნდა დამეცვა და ამის ნაცვლად, მას წლების განმავლობაში არ ვუყვებოდი მომხდარზე. როცა ვუთხარი, მან არ დამიჯერა და იმ კაცთან კიდევ 18 წელი იყო დაქორწინებული. თუმცა, საბოლოოდ მიატოვა, რადგან ის ამ ისტორიას ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად ყვებოდა".
ელენი სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს მხარდაჭერას უცხადებს:
"ჩემში განრისხებას იწვევს, როცა ვხედავ, რომ ადამიანები საკუთარ მძიმე გამოცდილებაზე ყვებიან და მათ არ უჯერებენ. ჩვენ ასეთ რამეებს არ ვიგონებთ", — დასძენს ის.
დეჯენერესი ძალადობის სხვა მსხვერპლებს მოუწოდებს, რომ სიჩუმით თავი არ დაიტანჯონ.
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმამ" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმამ" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU: EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU: EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა
გადახედვა
-
ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ
გადახედვა
-
ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა
-
2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა 2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს
გადახედვა
-
სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია
გადახედვა
-
შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა
გადახედვა
-
ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა
გადახედვა
-
ასტეროიდთა მადნით დაინტერესებული კომპანია ავტონომიურ აპარატს 2027 წელს გაუშვებს ასტეროიდთა მადნით დაინტერესებული კომპანია ავტონომიურ აპარატს 2027 წელს გაუშვებს
გადახედვა
-
ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებისა და დახმარების ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებისა და დახმარების ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები