როგორ ვიმოგზაუროთ იაფად ბუდაპეშტში? – ახალგაზრდა ევროპელი ელჩის რჩევები
ახალგაზრდა ევროპელი ელჩები საქართველოდან არიან აქტივისტები და მოხალისეები, რომლებიც მონაწილეობენ ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ საერთაშორისო პროგრამებში. ამ სტატიაში გენო ქუტაშვილი გაგიზიარებთ ბუდაპეშტში იაფად მოგზაურობის ხერხებს, გირჩევთ აუცილებლად სანახავ ადგილებს თუ გეტყვით, რა უნდა გასინჯოთ.
გიყვარს მოგზაურობა, გაქვს დრო და არ იცი სად და როგორ დახარჯო? მაშინ მოემზადე - იყიდე იაფი ბილეთები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისი-ბუდაპეშტის რეისზე, ჩაალაგე ბარგი და მოიწყე დაუვიწყარი მოგზაურობა ცენტრალური ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს და იაფ ქალაქში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული.
ბუდაპეშტი — მდინარე დუნაით გაყოფილი ქალაქი აუცილებლად მოგხიბლავს ევროპული არქიტექტურითა და გემრიელი სამზარეულოთი. პეშტი უფრო ახალია და ხმაურიანი, როგორც ამბობენ უფრო ცოცხალი, მაგრამ თუ სიძველის მოყვარული ხარ, მაშინ ბუდას მხარე შენი ადგილია. ძველი ევროპული არქიტექტურა და თვალისმომჭრელი ხედები შენს განწყობას აუცილებლად აამაღლებს.
3-საათიანი მგზავრობის შემდეგ აეროპორტიდან ბუდაპეშტის ცენტრში გამოსვლა ძალიან მარტივია და ორი გზით არის შესაძლებელი: ერთი სწრაფი და შედარებით ძვირია, მაგრამ მეორე — იაფი და ნელი.
ავტობუსი #100E, რომლის გაჩერებაც ჩამოფრენის გეითის გამოსასვლელშია, სულ რაღაც ოთხ გაჩერებაში მოგიყვანს ცენტრში. სამგზავრო ბილეთს გაჩერების წინ მდგარ ჯიხურში ყიდულობ, რომლის ფასიც 900 ფორინტია (9 ლარი), ხოლო ავტობუსი #200E, რომელიც ასევე ჩამოფრენის გეითის წინ მდგარი გაჩერებიდან გამოდის, 3,50 ლარად მიგიყვანს ცენტრში.
ჩამოფრენისთანავე ფულს აეროპორტში ნუ გადაცვლით, რადგან კურსი დაბალია და უმჯობესია, ცენტრში მდებარე ვალუტის ჯიხურები გამოიყენოთ. ხოლო თუ ბილეთის საყიდლად ფული გჭირდებათ, მხოლოდ მცირე რაოდენობა გადაცვალეთ აეროპორტში. ბილეთების ჯიხურში ბარათით გადახდაც შეგიძლიათ.
რა ვნახო პირველი?
მოხვედით ცენტრში, დაბინავდით წინასწარ დაჯავშნილ სასტუმროში, მაგრამ არ იცით, როგორ დაიწყოთ თქვენი მოგზაურობა?
სტარტი ქალაქში მდებარე ქალაქიდან აიღეთ, რომელსაც ბუდას ციხე-ქალაქი ჰქვია. ამ უბანში მდებარეობს სამეფო სასახლე, ეროვნული გალერეა, ეროვნული ბიბლიოთეკა, წმ. მატიაშის ტაძარი, მეთევზეთა ბასტიონი და ფუნიკულიორი. პირველად მე-13 საუკუნეში აშენებული კომპლექსი ისტორიული ციხე-ქალაქია და აქ მისასვლელად ორი გზა შეგიძლია აირჩიო: ფეხით, ან დეაკ ფერენს ტერეს გაჩერებიდან #16 ნომერი ავტობუსით.
ქალაქის ღირსშესანიშნაობები ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს და ფეხითაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ მარტივად, მაგრამ თუ ტრანსპორტით გადაადგილება გირჩევნიათ, არ დაგავიწყდეთ ბილეთის შეძენა, რადგან კონტროლიორები მუდმივად ამოწმებენ და თუ გამოგიჭირეს, ჯარიმა ძალიან მაღალია.
ბუდას ციხე-ქალაქის ნახვისა და ბუდაპეშტის ზედა ხედით დატკბობის მერე, შეგიძლიათ იქვე მდებარე ჯაჭვის ხიდი ნახოთ, რომელიც 1849 წელს აშენდა და პირველი ხიდია, რომელმაც ქალაქის ორი მხარე ერთმანეთს დააკავშირა.
ადგილები, რომლებიც ბუდაპეშტში არ უნდა გამოტოვოთ
გთავზობთ ტოპ-ადგილებს, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში:
- წმინდა სტეფანეს ბაზილიკა;
- პარლამენტის შენობა;
- ფეხსაცმელების მემორიალი;
- ჯაჭვის ხიდი;
- ბუდას ციხე-ქალაქი;
- ციტადელა;
- ბაზარი;
- ზიმპლა კერტი;
- რკინიგზის სადგური;
- მარგარეტის კუნძული;
- და რა თქმა უნდა, გმირთა მოედანი.
რა მივირთვა?
ზემოთ ჩამოთლილი ადგილების ნახვის შემდეგ, ალბათ დაღლილი იქნებით, რასაც განსაკუთრებით უხდება ბუდაპეშტის გემრიელი სამზარეულო.
ადგილობრივ კერძებს შორისაა ხორცის წვნიანი გულ(ი)აში, რომელიც განსაკუთრებით ხორცისმოყვარულებს მოეწონებათ. თუ მას ცხარე წიწაკისა და პომიდვრის სოუსით გასინჯავთ, უფრო უკეთ შეიგრძნობთ მის შესანიშნავ გემოს. ის ქალაქის არაერთ ნაწილში შეგიძლიათ მიირთვათ.
თუ დესერტის გასინჯვაც მოგინდებათ მაშინ არ დაგავიწყდეთ, რომ უნგრეთი განთქმულია Kurtoskalacs-ის დამზადებით და ის ქალაქის ნებისმიერ წერტილში შეგიძლიათ იპოვოთ.
თუ რაიმე გაუგებარი მიზეზის გამო უცხო კერძებისა თუ დესერტების გასინჯვა არ გიყვართ, მაშინ შეგიძლიათ მარიკა ბებოს (ნეინის) ბურგერების კაფეს ეწვიოთ, სადაც ტრადიციული ან ნაცნობი საკვები დაგხვდებათ.
პეშტის მხარეს მდებარე მარიკა ნეინის ბურგერები ადგილობრივებში ძალიან ცნობილია და მას ყოველდღე უამრავი სტუმარი ჰყავს.
რა გამოარჩევს მის ბურგერებს სხვა ბურგერებისგან? როგორც მარიკა ნეინი ამბობს, ისინი ადგილზე მზადდება და ყველა პროდუქტი ახალია, რადგან ინგრედიენტებს ბაზარში ყოველდღიურად თვითონ ყიდულობს.
ხედებით დავტკბით, სამზარეულოთი აღვფრთოვანდით და დადგა დრო გართობისა. ბუდაპეშტი ცნობილია ღამის ცხოვრებით და არაერთი შესანიშნავი კლუბი შეგიძლიათ აღმოაჩინოთ პეშტის მხარეს, ცნობილ Ruin Pubs უბანში, სადაც დროს შესანიშნავად გაატარებთ.
კეთილი იყოს შენი მობრძანება უნგრეთში/ Isten hozott Magyarországon!
აღმოსავლეთ პარტნიორობა წელს ათი წლის იუბილეს ზეიმობს. ეს თანამშრომლობა ევროკავშირს, მის წევრ ქვეყნებსა და საქართველოს შორის, მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი აღმოჩნდა ჩვენი თანამოქალაქეებისათვის. ვიზალიბერალიზაცია ერთ-ერთი გამორჩეული მიღწევაა, რამაც საქართველო ევროკავშირთან უფრო მეტად დააახლოვა. დაახლოებით 300 000-მა საქართველოს მოქალაქემ უკვე იმოგზაურა ევროკავშირის ქვეყნებში ვიზის გარეშე და ახალი ტურისტული ღირსშესანიშნაობები აღმოაჩინა.
-
5 ივლისი გაორმაგების დღეა — ისარგებლეთ 50%-იანი ფასდაკლებით Tbilisi Mall-ში 5 ივლისი გაორმაგების დღეა — ისარგებლეთ 50%-იანი ფასდაკლებით Tbilisi Mall-ში
-
გინესის რეკორდი მოხსნა კაცმა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხმამაღლა ყვირის — ნახეთ ვიდეო გინესის რეკორდი მოხსნა კაცმა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხმამაღლა ყვირის — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ნეირონები, რომლებმაც შეიძლება კონცენტრაციის პრობლემები ახსნას აღმოაჩინეს ნეირონები, რომლებმაც შეიძლება კონცენტრაციის პრობლემები ახსნას
გადახედვა
-
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გადახედვა
-
ქვიზი: დაასრულე ნოსტალგიური სიმღერა ქვიზი: დაასრულე ნოსტალგიური სიმღერა
-
ქვიზი: გამოიცანი კონტინენტი ერთი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი კონტინენტი ერთი ფოტოთი
-
სალონიკში ქართული კრიმინალური ჯგუფის წევრები დააკავეს — ნაძარცვის მოცულობა €600 000-მდეა სალონიკში ქართული კრიმინალური ჯგუფის წევრები დააკავეს — ნაძარცვის მოცულობა €600 000-მდეა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ ომში ჯერ არ წასულა, მაგრამ თუ საჭირო იქნება, წავა პრორუსი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ ომში ჯერ არ წასულა, მაგრამ თუ საჭირო იქნება, წავა
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში თევზეულზე ფასი 20.4%ით გაიზარდა, ხორცზე — 9.8%-ით, ხილზე — 8.7%-ით საქსტატი: ივნისში თევზეულზე ფასი 20.4%ით გაიზარდა, ხორცზე — 9.8%-ით, ხილზე — 8.7%-ით
გადახედვა
-
5 ივლისს თეგეტა მოტორსში გაორმაგების დღეა 5 ივლისს თეგეტა მოტორსში გაორმაგების დღეა
-
ორ წლამდე ბავშვებს ეკრანთან კონტაქტი არ უნდა ჰქონდეთ — კვლევების მიმოხილვა ორ წლამდე ბავშვებს ეკრანთან კონტაქტი არ უნდა ჰქონდეთ — კვლევების მიმოხილვა
გადახედვა
-
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში — 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში — 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
-
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
გადახედვა
-
აბაშაში "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრისა და სანადირო თოფიდან გასროლის ფაქტზე 1 პირი დააკავეს აბაშაში "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრისა და სანადირო თოფიდან გასროლის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ტროტუარზე მანქანის დაჯახებისას მოკლული ქალი ვეტერანი გვარდიელი იყო — რა დეტალებია ცნობილი? ტროტუარზე მანქანის დაჯახებისას მოკლული ქალი ვეტერანი გვარდიელი იყო — რა დეტალებია ცნობილი?
გადახედვა
-
პლუტონსა და ტიტანზე, სავარაუდოდ, აქამდე უცნობი მოლეკულა დააფიქსირეს პლუტონსა და ტიტანზე, სავარაუდოდ, აქამდე უცნობი მოლეკულა დააფიქსირეს
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალი დაუმძიმეს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალი დაუმძიმეს
გადახედვა
-
GITA-ს ორგანიზებითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა GITA-ს ორგანიზებითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა
-
მიხეილ ყაველაშვილი მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის YouTube პროექტი Creator ჩემპიონატი გრძელდება — არ გამოგრჩეთ მეორე ეპიზოდი საქართველოს ბანკის YouTube პროექტი Creator ჩემპიონატი გრძელდება — არ გამოგრჩეთ მეორე ეპიზოდი
-
ვალერი ელისაშვილი: მუშტი ვერ აპატია ვერც ბატონმა “გენერალსიმუსმა” და ვერც “ქართულმა ოცნებამ”. ეს არის ანგარიშსწორება და პოლიტიკური დევნა ჰქვია ამას ვალერი ელისაშვილი: მუშტი ვერ აპატია ვერც ბატონმა “გენერალსიმუსმა” და ვერც “ქართულმა ოცნებამ”. ეს არის ანგარიშსწორება და პოლიტიკური დევნა ჰქვია ამას
გადახედვა
კომენტარები