4 რჩევა, როგორ ვიფრინოთ იაფად და კომფორტულად
ბიუჯეტური ავიაკომპანიები ხშირად ბილეთის ფასს სივრცისა და ხარისხიანი მომსახურების ხარჯზე სწევენ დაბლა. თუმცა, არსებობს ხერხები, რომელთა დახმარებითაც მოგზაურობისას ფულსაც დაზოგავთ და არც კომფროტს მოიკლებთ.
ფოტო: Derek Croucher / Getty
მას შემდეგ, რაც კომპანია ვიზეარის თვითმფრინავი 2012 წლის სექტემბერში პირველად აფრინდა ქუთაისის აეროპორტიდან, ეკონომიური ფრენის ალტერნატივა ქართველი მომხარებლისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა. ამ გარემოებამ კი ფრენის წინასწარ და გონივრულად დაგეგმვის აუცილებლობაც წარმოშვა. თუ ქვემოთ მოყვანილ ოთხ რჩევას გაითვალისწინებთ, უკეთესი შანსი გექნებათ, დაზოგილ თანხას ნერვები არ შესწიროთ და მოგზაურობიდან ნასიამოვნები და დასვენებული დაბრუნდეთ.
ჭკვიანურად დაჯავშნეთ
ბიუჯეტური ავიაკომპანიების უმრავლესობა ერთსა და იმავე ადგილებში მთელი წლის განმავლობაში არ დაფრინავენ ხოლმე. ამის ნაცვლად, კონკრეტული მიმართულებებით ბილეთის დაჯავშნა კონკრეტულ დროებშია შესაძლებელი. ეს, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ ცალკეულ ადგილას გამზავრების ყველა მსურველმა ბილეთიც ერთდროულად უნდა დაჯავნოს და ფრენითაც ერთ პერიოდში იფრინოს. ამიტომ იმის წინასწარ ცოდნა, როდის გახდება შესაძლებელი სასურველ ქალაქამდე ბილეთის ყიდვა, უსიამოვნო მოულოდნელობებს თავიდან აგაცილებთ.
ამასთან, თუკი გსურთ, რომ ხელსაყრელი შეთავაზებებით ისარგებლოთ, გამოიკვლიეთ, როდის არის აქტიური ტურისტული სეზონი იმ ადგილისთვის, რომელსაც გსურთ, რომ ესტუმროთ და ეცადეთ, თქვენი მოგზაურობისთვის სხვა დრო შეარჩიოთ. მაგალითად, თუკი ისლანდიაში ფრენისა და მოგზაურობისთვის სეზონის პიკი მაისიდან სექტებრამდეა, ყველაზე იაფფასიან ფრენებს იანვრის თვისთვის იპოვით. არ იდარდოთ - რეიკიავიკში, როგორც ნებისმიერ ახალ ადგილას, წლის ნებისმიერი დრო შთამბეჭდავი იქნება. მთავარია, ბევრი თბილი ტანსაცმლის წაღება არ დაგავიწყდეთ.
გაითვალისწინეთ შეზღუდვები ბარგზე
ფოტო: Getty
არავის სურს, თვითმფრინავში ჩასხდომის წინ, კონტროლის გავლისას ანაწილოს თავისი ყურსასმენები თუ დამტენები ხელბარგსა და ზურგჩანთას შორის, რათა წონისა და ზომის შეზღუდვები აიცილოს თავიდან. ამას სჯობს, დამატებითი ბარგი აიღოთ.
თუკი ვინმესთან ერთად მოგზაურობთ, გახსოვდეთ, რომ ეკონომიური ავიაკომპანიები ბარგისთვის, როგორც წესი, თითოეულ გადაჯდომაზე გახდევინებენ თანხას. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ თქვენგანს შეუძლია, ბარგი აიღოს, მეორე კი მხოლოდ ეკონომიურ ადგილს დაჯავშნის. ეს ფულს რიგიანად დაგაზოგინებთ. მაგრამ ზოგჯერ ეს იმასაც ნიშნავს, რომ მას, ვინც ბარგს არ აიღებს, ბილეთში დამატებითი თანხის გადახდა მოუწიოს, რათა მეგობრის გვერდით დაჯდეს. ეს მაშინ ხდება, როცა ავიაკომპანია თვითმფრინავში კონკრეტული ადგილის არჩევაში დამატებით თანხას გახდევინებს. ასეთ დროს გამოსავალი შეიძლება ის იყოს, რომ ორივემ ბილეთები ადგილის აურჩევლად, მაგრამ თანადროულად იყიდოთ. ამ გზით იმის შანს გაზრდით, რომ თვითმფრინავში გვერდიგვერდ სკამებზე აღმოჩნდეთ.
აირჩიეთ სტრატეგიული ადგილი
ადამიანთა დიდი ნაწილისთვის ბიუჯეტური ავიაკომპანიები ავტომატურად არაკომფორტულ დასასხდომებთან ასოცირდება. კი, მართალია, ეს სკამები დიდი თვითმფრინავების და უფრო ფართო სერვისის მქონე ავიახაზების მსგავს კომფორტს ვერ განგაცდევინებს, მაგრამ თუ ჭკვიანურად აარჩევთ ადგილს, არც ეკონომიური ფრენისას იგრძნობთ თავს არაკომფორტულად. ამისათვის, ბილეთის დაჯავშნისას თვითმფრინავის უკანა ნაწილში აიღეთ ადგილი. ეს, ერთი შეხედვით, კონტრ-ინტუიტიური გადაწყვეტილებაა; ყველას ხომ წინ სურს ხოლმე დაჯდომა, იმის მიუხედავად, რომ ადგილები ყველგან ერთნაირია. სწორედ ამის გამო, თუ თვითმფრინავი შევსებული არ იქნება, დიდი შანსია, რომ თქვენ გვერდით ადგილები ცარიელი დარჩეს. ასეთ დროს კი საკუთარ გემოზე მოკალათება გაცილებით მარტივია.
ფოტო: Lars Leetaru
ასევე, როცა ვინმესთან ერთად მგზავრობთ, ფანჯრის მხარე და კიდე აირჩიეთ; არავის უყვარს შუა ადგილი, ამიტომაც უფრო მეტი შანსი გექნებათ, რომ მთელი რიგი თქვენს განკარგულებაში დარჩეს. და თუკი ვინმე მაინც იყიდის თქვენ შუა ადგილს, შეგიძლიათ, მას კიდის ან ფანჯრის მხარე შესთავაზოთ, რათა თქვენ მეგობრის გვერდით იმგზავროთ. ასეთ შეთავაზებაზე უარს ვინ იტყვის?
დაიხმარეთ სოციალური მედია
დიდი საერთაშორისო ავიახაზებისგან განსხვავებით, ბიუჯეტური ავიაკომპანიები ნაკლებად სტრუქტურირებულად ოპერირებენ. ამიტომ, კითხვის გაჩენის შემთხევაში, ოფიციალური მეილის მიწერის ნაცვლად სოციალური მედიის გამოყენება გაცილებით ეფექტიანი შეიძლება იყოს. ტვიტერზე ან ფეისბუქის მესენჯერში მიწერილ კითხვას, სავარაუდოდ, გაცილებით სწრაფად გამოუჩნდება პასუხის გამცემი.
ამასთან, ინფორმაციის მოპოვების კარგი გზა მოგზაურთა ონლაინ ჯგუფებიცაა. მაგალითად, ქართულ სოციალურ სივრცეში პოპულარული ფეისბუქის გვერდი, მოგზაურთა კლუბი - Cheap Travel Georgia, 125 ათასზე მეტ წერვს აერთიანებს და გამოცდილებებისა და რჩევების გაზიარების ადგილია. ასე რომ, ვიზებთან დაკავშირებით გექნებათ კითხვა თუ ტრანზიტულ ფრენაზე გადაჯდომისთვის ყველაზე კომფორტულ აეროპორტს ეძებთ, დიდი შანსია, რომ საჭირო ინფორმაციით სწორედ აქ მოგამარაგონ.
-
ყვარელში სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც მოსწავლეები გადაჰყავდა ავარიაში მოყვა — 16 პირი კლინიკაში გადაიყვანეს ყვარელში სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც მოსწავლეები გადაჰყავდა ავარიაში მოყვა — 16 პირი კლინიკაში გადაიყვანეს
გადახედვა
-
EU-ში გაწევრიანების შემთხვევაში დსთ-ს და ქართველ მძღოლებს რუსეთში შეღავათი გაუუქმდებათ — რა წერია კანონპროექტში? EU-ში გაწევრიანების შემთხვევაში დსთ-ს და ქართველ მძღოლებს რუსეთში შეღავათი გაუუქმდებათ — რა წერია კანონპროექტში?
გადახედვა
-
ომბუდსმენი სახელმწიფოს მოუწოდებს შექმნას მექანიზმები, რაც ხანდაზმულების ღირსეულ ცხოვრებას უზრუნველყოფს ომბუდსმენი სახელმწიფოს მოუწოდებს შექმნას მექანიზმები, რაც ხანდაზმულების ღირსეულ ცხოვრებას უზრუნველყოფს
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით საფრანგეთის მოქალაქე დააკავეს — სპეცოპერაცია თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით საფრანგეთის მოქალაქე დააკავეს — სპეცოპერაცია თბილისში
გადახედვა
-
უნივერსიტეტებში "უფასო სწავლა" ბიუჯეტიდან ₾100 მლნ-ით დაფინანსდება — რა თანხებია გათვალისწინებული განათლებისთვის? უნივერსიტეტებში "უფასო სწავლა" ბიუჯეტიდან ₾100 მლნ-ით დაფინანსდება — რა თანხებია გათვალისწინებული განათლებისთვის?
გადახედვა
-
შონ "დიდი" ქომბსის პატიმრობის ვადა კიდევ ერთხელ შემცირდა შონ "დიდი" ქომბსის პატიმრობის ვადა კიდევ ერთხელ შემცირდა
გადახედვა
-
ზურაბ ცეცხლაძე: ეს დღე-ღამე შავ ლაქად დარჩება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას ზურაბ ცეცხლაძე: ეს დღე-ღამე შავ ლაქად დარჩება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურმა 15 არალეგალური სავალუტო ჯიხური გამოავლინა - დაკავებულია 9 პირი საგამოძიებო სამსახურმა 15 არალეგალური სავალუტო ჯიხური გამოავლინა - დაკავებულია 9 პირი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილის გზას დაადგა — გორდულაძე ღარიბაშვილზე მიხეილ სააკაშვილის გზას დაადგა — გორდულაძე ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ზენონ იარაჯული: რატომ ვერ აღასრულებენ ქართველი სასულიერო პირები მსახურებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე? ზენონ იარაჯული: რატომ ვერ აღასრულებენ ქართველი სასულიერო პირები მსახურებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე?
გადახედვა
-
სიახლე თიბისის მობაილბანკში — ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი სიახლე თიბისის მობაილბანკში — ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
კომენტარები