ჯო ბაიდენი კრიტიკას პასუხობს: ადამიანების პირად სივრცეს უფრო გავუფრთხილდები
ფოტო: AP
ამერიკის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ამიერიდან ის სხვა ადამიანების პირად სივრცეს უფრო მეტი სიფრთხილით მოეკიდება. მისი სიტყვები ოთხი ქალის განცხადებას მოჰყვა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ბაიდენმა მათ თავი არაკომფორტულად აგრძნობინა.
ბაიდენმა კრიტიკას ტვიტერზე გამოქვეყნებული 2-წუთიანი ვიდეოთი უპასუხა. მასში ის ბოდიშს არ იხდის, თუმცა აღნიშნავს, რომ გაჟღერებულმა ცნობებმა მის ყურამდე მიაღწია:
"სოციალური ნორმები იცვლება და სტანდარტები მაღლდება. საზღვრები, პირადი სივრცის დაცვაზე, წაიშალა და მე ეს კარგად მესმის. ვიცი, რასაც ამბობენ და ბევრად უფრო დაფიქრებული ვიქნები. ეს ჩემი პასუხისმგებლობაა, რომელსაც ბოლომდე ვიაზრებ. თუმცა, მე მჯერა, რომ მმართველობის დროს, ადამიანებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია. ეს არ შეიცვლება, მაგრამ უფრო მეტ პატივს ვცემ ადამიანების პირად სივრცეს და ეს კარგი რამაა".
ბაიდენმა აღნიშნა, რომ ის მუდამ ცდილობდა კაცებისა და ქალების წახალისებას და მხარდაჭერის სხვადასხვა ჟესტით გამოხატვას. ის დასძენს, რომ წარსულში ქალების გაძლიერებასა და ძალადობისგან მათ დაცვას მცდელობას არ აკლებდა.
29 მარტს, The New York Magazine-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნევადის შტატის ყოფილი კანონმდებელი ლუსი ფლორესი ამბობს, რომ ბაიდენმა ის არაკომფორტულ მდგომარეობაში ჩააგდო. მისი სიტყვებით შემთხვევა 2014 წელს, საარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე მოხდა, როცა მას ბაიდენმა ჯერ თმაზე დასუნა და შემდეგ თავის უკანა მხარეზე აკოცა.
მოგვიანებით ბაიდენი უხერხული ჟესტის გამოვლენაში კიდევ სამმა ქალმა დაადანაშაულა. ერთ-ერთის თქმით, მას ბაიდენმა ცხვირზე ცხვირი გაუხახუნა, ერთის სიტყვებით, გვერდიგვერდ ისხდნენ, როცა ვიცე-პრეზიდენტმა მას ფეხზე ხელი დაადო. 59 წლის მწერლის, დიჯეი ჰილის სიტყვებით, ბაიდენმა მას მხარზე ხელი დაადო და შემდეგ ის ზურგზე ჩააცურა.
ბაიდენის დასაცავად გამოვიდნენ #MeToo-ს მხარდამჭერი ქალები, ალისია მილანო, მეგან მაკკეინი და სხვები.
გავრცელებული მოსაზრებით, ბაიდენის მიმართ აგორებული კრიტიკა უკავშირდება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელზეც შესაძლოა მან კანდიდატურა წამოაყენოს. ბაიდენს დემოკრატიული პარტიის სახელით კენჭისყრაზე თავი ჯერ არ წარუდგენია.
კრიტიკის შემდეგ, ტრამპის მხარდამჭერმა კომიტეტმა იუთუბზე ვიდეო გამოაქვეყნა, სახელად "უსიამოვნო ჯო ბაიდენი", რომლის სლოგანიცაა "ჩვენი შვილები გიყურებენ".
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიტყვებით, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ დემოკრატიული პარტიის მემარცხენე ნაწილმა გაილაშქრა. "სოციალისტებმა მას კარგად მიხედეს. ის [ბაიდენი] გამოიჭირეს", - დასძინა მან.
წარსულში თავად ტრამპი სექსუალურ შევიწროებაში უამრავმა ქალმა დაადანაშაულა.
-
3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით 3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით
გადახედვა
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
"გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა "გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე
გადახედვა
-
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
-
პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა
-
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები