წყალტუბო — ქალაქი, რომელსაც ამოუხსნელი ხიბლი აქვს
ქუთაისიდან შვიდ კილომეტრში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კურორტი წყალტუბო მდებარეობს, რომელიც მდინარე წყალტუბოწყლის ნაპირზეა გაშენებული და რომელსაც ქალაქის სტატუსი 1953 წელს მიენიჭა.
ეს ადგილი გამორჩეულია თავისი სამკურნალო წყლებითა და სანატორიუმებით, რომელიც ერთ დროს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან იზიდავდა უამრავ ტურისტს. თუმცა, დღეს აქ ჩასული ადამიანები ადვილად შეამჩნევენ, რომ ქალაქში ერთგვარი სევდაა გამეფებული.
სწორედ ასეთ შთაბეჭდილება დარჩა წყალტუბოში სტუმრად ჩასულ ფოტოგრაფ ბილი ბილიხოძესაც, რომელმაც კურორტის მოძველებული და მეტიც, დიდი ხნის მიტოვებული შენობები გადაიღო.
დაათვალიერეთ ბილის შთამბეჭდავი ნამუშევრები ქალაქიდან, რომელსაც ამოუხსნელი ხიბლი აქვს:
კომენტარები