ეს ფილმი ჩვენ უკვე ბევრჯერ გვინახავს — გამსახურდიას შვილები ივანიშვილს პასუხობენ
ფოტო: Video Grab
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიან შვილები, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამსახურდიას საქმის გამოძიების აუცილებლობის შესახებ ფეისბუქზე გამოეხმაურნენ.
კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები საერთო წერილში აცხადებენ, რომ არ აქვთ საფუძველი ვინმეს დაპირებებს და ზვიად გამსახურდიას საქმეში ყველა დეტალი მათი "მუჯლუგუნების" დამსახურებაა.
"ფორმალურად ყველაფერი სწორია. მიმართვის პრაქტიკულად ყველა სიტყვას შესაძლოა დაეთანხმოს ადამიანი. მაგრამ ეს ფილმი ჩვენ უკვე ბევრჯერ გვინახავს... ქართული ოცნება უკვე 7 წელიწადია ხელისუფლებაშია, რამდენიმეჯერ შეიცვალა მთავარი პროკურორი და ის პირები, ვისაც ამ საქმის გამოძიება ევალება, მაგრამ საქმე წინ არ მიდის! ჩვენს ოჯახს უწევს საჯარო პროტესტი, ქუჩის აქციების მოწყობა, შიმშილობა მთავარი პროკურატურის მისაღებში გამოძიების მოთხოვნით, და მიუხედავად ამისა, დღესაც არ არსებობს პროკურატურასთან ადეკვატური კომუნიკაცია. ბიძინა ივანიშვილს ამის შესახებ არაფერი გაუგია? თუ არა, ესე იგი, არც დაინტერესებულა", — წერენ გამსახურდიას შვილები.
მათივე თქმით, "დღეს ბურთიც და მოედანიც ქართული ოცნების ხელშია", მხოლოდ საკუთარი თვალების სჯერათ და დანარჩენს ფაქტებიც გამოაჩენს.
"ჩვენ დღეს არავითარი საფუძველი არა გვაქვს დაუჯეროთ ვინმეს დაპირებებს, მით უფრო - ამ პოლიტიკურ კონტექსტში. თუ ბიძინა ივანიშვილს ან მის ხელისუფლებას რაიმეს გაკეთება უნდა, ბურთიც მათია და მოედანიც. ჩვენ მხოლოდ საკუთარი თვალების გვჯერა,ხოლო დანარჩენს ფაქტები გამოაჩენს", — ნათქვამია განცხადებაში.
ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, რაც "ქვეყნის დიდი სირცხვილია". მისივე თქმით, საქმე დროულად უნდა მივიდეს ბოლომდე და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. გუშინ, 29 მარტს ის სოფელ ხიბულაშიც იმყოფებოდა. ეს ის ადგილია, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა.
ზვიად გამსახურდიას საქმე
ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე 2018 წლის 31 დეკემბერს 25 წლიანი ხანდაზმულობის ვადა გავიდა. დეკემბრის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხანდაზმულობის ვადის გახანგრძლივებისთვის დაჩქარებულად იმსჯელებდნენ.
ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც გენერალური პროკურორი, შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს.
საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1993 წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს სოფელ ძველ ხიბულაში გარდაცვლილი იპოვეს. ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, 1994 წელს გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო. 2015 წელს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქმის გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გადააკვალიფიცირა.
2009-2011 წლებში საქართველოს პარლამენტში ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე იმუშავა დროებითმა სპეციალურმა კომისიამ, რომელსაც დეპუტატი კონსტანტინე გამსახურდია ხელმძღვანელობდა. კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც მიმართავდა მთავარ პროკურატურას "სათანადო რეაგირება" მოეხდინა საქმეზე გამოვლენილ "ახალ ფაქტებსა და გარემოებებზე". გამსახურდიას ოჯახმა 2014 წელს მიმართა საქართველოს მთავრობას საქმის გამოძიების დასრულების თხოვნით.
-
ყოფილი პრინცი ენდრიუ პოლიციას მისი ჩხრეკისა და დაკავებისთვის უჩივის ყოფილი პრინცი ენდრიუ პოლიციას მისი ჩხრეკისა და დაკავებისთვის უჩივის
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას— მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას— მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე
-
7 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე დებატები გაიმართება 7 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
-
რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები? რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები?
-
"მეთადონი", "სუბოქსინი", "კეტამინი", "ჰაშიში", "მარიხუანა" — ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს "მეთადონი", "სუბოქსინი", "კეტამინი", "ჰაშიში", "მარიხუანა" — ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა" აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა"
გადახედვა
-
პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საგანმანათლებლო ცენტრი დაიხურა პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საგანმანათლებლო ცენტრი დაიხურა
გადახედვა
-
კუთხის დივნები: როგორ შევარჩიოთ ზომა და სწორი განლაგება? კუთხის დივნები: როგორ შევარჩიოთ ზომა და სწორი განლაგება?
-
საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა
-
შესაძლოა EU-ში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გაიხსნას შესაძლოა EU-ში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გაიხსნას
გადახედვა
-
გიორგი კალანდია: სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა გიორგი კალანდია: სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა
გადახედვა
-
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
-
შსს: ბოლო დღეებში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევეს შსს: ბოლო დღეებში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევეს
გადახედვა
-
ტრამპმა დიზელის საწვავზე ფასების შესამცირებლად აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი ტრამპმა დიზელის საწვავზე ფასების შესამცირებლად აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი
გადახედვა
-
შავ ზღვაში სავაჭრო გემი ჩაიძირა — დაიღუპა კაპიტანი შავ ზღვაში სავაჭრო გემი ჩაიძირა — დაიღუპა კაპიტანი
გადახედვა
-
1990-იანების 10 ყოველდღიური ჩვევა, რომლებიც დღეს უცნაურად ითვლება 1990-იანების 10 ყოველდღიური ჩვევა, რომლებიც დღეს უცნაურად ითვლება
გადახედვა
-
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ რუსეთს შავ ჭირთან დაკავშირებით დაეხმარება ტრამპი აცხადებს, რომ აშშ რუსეთს შავ ჭირთან დაკავშირებით დაეხმარება
გადახედვა
-
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
-
დიდი ფასდაკლების დღე Archi Grand Avenue-ის ბინებზე — მხოლოდ 24 ოქტომბერს! შეიძინე სახლი ქალაქის ახალ ცენტრში ისეთ ფასად, რომელიც აღარ განმეორდება დიდი ფასდაკლების დღე Archi Grand Avenue-ის ბინებზე — მხოლოდ 24 ოქტომბერს! შეიძინე სახლი ქალაქის ახალ ცენტრში ისეთ ფასად, რომელიც აღარ განმეორდება
-
Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია
გადახედვა
კომენტარები