7 მაისს NGO-ები აქციას იმ ადგილას გამართავენ, სადაც პანორამა თბილისი უნდა აშენდეს
თბილისის ბოტანიკური ბაღის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებისა და პანორამა თბილისის მშენებლობის გასაპროტესტებლად 25 არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანდა და შაბათს, 7 მაისს, 13 საათზე საპროტესტო აქცია სოლოლაკში იმ ადგილას დააანონსა, სადაც პანორამა თბილისის მშენებლობა იგეგმება.
გარდა ამისა, არასამთავრობოების განმარტებით, ისინი აპირებენ პარლამენტსა და საკრებულოს განცხადებებით მიმართონ. NGO-ებს სურთ, რომ საკითხის განხილვის დროს სამოქალაქო სექტორი, როგორც მხარე, ისე იყოს წარმოდგენილი.
ტფილისის ჰამქარის თავჯდომარე, ცირა ელისაშვილი, მიიჩნევს, რომ პანორამა თბილისის, ბოტანიკური ბაღის გაცვლილი 4 ჰექტარისა და აუქციონზე გატანილი 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთის საკითხები ერთიან კონტექსტში უნდა განიხილონ:
"ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ეს ტერიტორია უკავშირდება ერთ სახელს და გვარს (გულისხმობს ბიძინა ივანიშვილს). ჩვენ გადავდივართ რადიკალურ ფორმებზე".
პარტიზანი მებაღეობის წარმომადგენელი, ნატა ფერაძე კი ადამიანის უფლებათა დამცველ კომისიებსა და მედიას სთხოვს, რომ მხარი დაუჭირონ არასამთავრობოებს დაანონსებული აქციების მსვლელობისას, რადგან აღნიშნულ საპროტესტო აქციებს არალეგალური ფორმა ექნება:
"არალეგალურად დავიწყეთ ჩვენ ვაკის პარკის დაცვაც და 2 წლის შემდეგ სასამართლომ დაასაბუთა, რომ ეს იყო ლეგალური, ეს იყო სწორი და ეს უნდა გაჩერებულიყო. იჭრება კლდე, რომლის წარმოქმნასაც საუკუნეები სჭირდება და ბულდოზერი მუშაობს. სანამ ჩვენ შევიტანთ სარჩელს, სანამ სასამართლო განიხილავს, ჩვენ მივიღებთ შეუქცევად პროცესს, თბილისი დაგხვდება დანგრეული".
საკრებულოს დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის განმარტებით, ვინაიდან თბილისის მერს, დავით ნარმანიას ამ დროის განმავლობაში აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია, ის თავად იზრუნებს იმაზე, რომ თბილისის საკრებულოში საკითხი საზოგადოებრივად განიხილონ:
"თბილისის მერმა კეთილი ინებოს, დაინტერესებულ საზოგადოებასთან ერთად საკრებულოს სხდომას დაესწროს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი".
სამოქალაქო სექტორი და ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე მეორე კვირაა ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილის გაცვლის ფაქტსა და მის მიმდებარედ, კრწანისი-შინდისის გზის ტერიტორიაზე გამოცხადებულ ტენდერს აპროტესტებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ბოტანიკურ ბაღსა და შპს ფინსერვის XXI-ს შორის გაცვლილ 4 ჰექტარ მიწის ნაკვეთსა და მის მიმდებარე ტერიტორიას შორის, რომელზეც კრწანისი-შინდისის გზა უნდა აშენებულიყო, არის კავშირი და დარწმუნებულები არიან, რომ დღეს, 3 მაისს, აღნიშნულ ტერიტორიაზე გამოცხადებულ აუქციონში ბიძინა ივანიშვილი გაიმარჯვებს.
NGO-ები ასევე განმარტავენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა შედეგით დასრულდება აუქციონი, რადგან ის პირდაპირ კავშირში იქნება პანორამა თბილისისა და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებთან.
შპს ფინსერვისი XXI-ის 2016 წლის 12 აპრილის მიმართვის საფუძველზე თბილისის ბოტანიკური ბაღის საკადასტრო საზღვრების კორექტირება განახორციელეს, რომლის საფუძველზეც კომპანიამ და ბოტანიკურ ბაღმა ტერიტორიები გაცვალეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 26 აპრილს, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც განმარტეს, რომ ბიძინა ივანიშვილის კომპანიამ (იგულისხმება ფინსერვისი XXI) თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიიდან 4 ჰექტარი მიწა უკანონოდ მიითვისა.
მოგვიანებით ენმ-მ საპროტესტო აქციები თბილისის მერიასთანაც გამართა და გარდა ზემოაღნიშნულისა, კრწანისი-შინდისის გზის მშენებლობის შეჩერება და მის ტერიტორიაზე გამოცხადებული აუქციონიც გააპროტესტა. მათი თქმით, აუქციონი უკანანოა და მასში უპირობოდ ბიძინა ივანიშვილი გაიმარჯვებს.
ენმ ასევე განმარტავდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი არ შეწყდებოდა, პარტია 3 მაისიდან მასშტაბური საპროტესტო აქციების გამართვას დაიწყებდა.
აუქციონი, რომელზეც ენმ და NGO-ები საუბრობენ 29 ჰექტარ მიწის ფართობზეა გამოცხადებული, მისი საწყისი ფასი 6 233 000-ია და დღეს სრულდება. აუქციონის პირობებში მასში გამარჯვებული კომპანიის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების ჩამონათვალია. მათ შორის წერია, რომ გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, სამშენებლო ნებართვის აღებიდან არაუგვიანეს 36 თვის ვადაში, მაგრამ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 48 თვის ვადაში, ააშენოს არანაკლებ 80 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი, რომლის განაშენიანების ფართი, გარდა ტექნიკური/დამხმარე ფართისა, უნდა იყოს არაუმეტეს 20 ათასი კვადრატული მეტრისა.
-
"საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე "საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
კომენტარები