შეხვედრების ადგილი ისევ "კავკასიონია" — შერატონი გრანდ(იოზულ)ად ბრუნდება!
1991 წელი. თბილისში შერატონ მეტეხი პალასი გაიხსნა - პირველი საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი საქართველოში და პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კავკასიაში.
ეს ის დროა, როცა ახალი გადატანილი გვაქვს 9 აპრილი, თბილისის ომი, კომენდანტის საათი, სახალხო რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად. ამ დროს თბილისის ქუჩებში კვლავ სავსეა კრიმინალური შეიარაღებული დაჯგუფებებით. ჩვენ კი, ხალხი, ვოცნებობთ თავისუფლებაზე, სიმშვიდეზე, განვითარებაზე...
1991 წლიდან მოყოლებული, 2014 წლის დეკემბრამდე ალბათ არ დარჩენილა ჟურნალისტი, ქართველი თუ უცხოელი, ვისაც შერატონის ფოიეში არ უმუშავია. აქ ჩამოდიოდნენ მაღალი რანგის სტუმრები, იმართებოდა ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონფერენციები, ბიზნესფორუმები, ვორქშოფები. შერატონში დუღდა ის ცხოვრება, რომლისკენაც ვისწრაფოდით.
"ჩვენ ყოველთვის ღია ვიყავით ჟურნალისტებისთვის, საზოგადოებისთვის, საქმიანი წრეებისთვის. ეს შერატონის ტრადიციაა და აუცილებლად გაგრძელდება," - ამბობს შერატონის გენერალური მენეჯერი ანდრეას ჰეიდინსფელდერი, ადამიანი, რომელსაც 2014 წლის პირველი დეკემბრის შემდეგაც, როცა სასტუმრო სარემონტო სამუშაოებისთვის დროებით დაიხურა, აქაურობა ერთი წუთითაც არ დაუტოვებია და ადგილზე მეთვალყურეობდა მთელ პროცესს.
ვიდრე ვისაუბრებთ, თუ რა სამუშაოები ჩატარდა და როგორი შეთავაზებები აქვთ სტუმრებისთვის, იმის შესახებ უნდა ვთქვათ, რაც ძველი შერატონისგან შემორჩა.
პირველ რიგში, ეს არის ადამიანური რესურსი. როგორც სასტუმროს გენერალური მენეჯერი ამბობს, შერატონისთვის მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომელი. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში სასტუმრომ მოახერხა და თანამშრომლეთა ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა.
შერატონი უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება თავისი დიდი გუნდისთვის წევრების შერჩევას და შემდეგ მათ შენარჩუნებას. ეს შერატონის კულტურაა. შერჩევის პროცესი, რა თქმა უნდა, სრულიად გამჭვირვალეა. აი, ახლაც, 9 დეკემბერს დასაქმების ფორუმი გავმართეთ, სადაც განახლებული სასტუმროსთვის 250 ვაკანსია წარვადგინეთ. ასე რომ, თავისი საქმის მცოდნე და მოტივირებულ ადამიანებს მიეცათ საშუალება, ჩვენი გუნდის წევრები გამხდარიყვნენ," - აღნიშნავს ლეილა ახმეტელაშვილი, სასტუმროს კადრების განყოფილების დირექტორი.
შერატონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყო ფაქტორია ის, რომ აქაურობა ყოველთვის საუკეთესო და უსაფრთხო ადგილი იყო ადგილობრივი თუ საერთაშორისო დონის შეხვედრებისთვის, მასშტაბური კონფერენციებისთვის.
"ჩვენ დღესაც შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი კვლავ იქცევა ყველაზე მნიშვნელოვან სივრცედ საქმიანი თუ პირადი შეხვედრებისთვის და დაიმსახურებს, ერქვას თავშეყრის ყველაზე მასშტაბური ადგილი მსოფლიოში," - გვეუბნება შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი რუსუდან ძიგრაშვილი.
ეს ნათქვამი კი ნამდვილად ობიექტურად უნდა მივიჩნიოთ, თუ გავითვალისწინებთ მასშტაბური მიღებების მხრივ შერატონის ძველ გამოცდილებას და ახლად ჩატარებულ რეკონსტრუქციას, როცა ღონისძიებებისთვის განკუთვნილმა სივრცემ 2,000 კვ.მეტრს მიაღწია!
შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასს ქალაქში ყველაზე დიდი - 1000 კვ.მ. ფართობის საკონფერენციო დარბაზი აქვს. როგორც ამბობენ, ეს იმხელა ფართია, ცხენი გაჭენდება. და რაც მთავარია, ეს ფართი ბევრ შესაძლებლობას იძლევა - აქ შეიძლება კორპორატიული წვეულებების, კოქტეილ-საღამოების და საქორწილო ცერემონიების გადახდა;
გარდა საკონფერენციო დარბაზისა, კიდევ 1000 კვ.მ. ეთმობა 12 ოთახს საქმიანი შეხვედრებისთვის, რომლებიც სრულად აღჭურვილია უახლესი ტექნიკით;
სასტუმროში ღონისძიებებისთვის განკუთვნილ სივრცეში, მთლიანობაში, 3000-მდე ადამიანის შეკრება შეიძლება.
საქმიანი შეხვედრების ყველა დარბაზს თავისი სახელწოდება აქვს: კავკასიონი, გერგეთი, გომბორი, მტირალა, უშბა და სხვა. ინტერიერის ზოგადი დიზაინიც მთებით არის შთაგონებული - ფერები, ფორმები, ფაქტურა, ჭაღები, ჯაჭვის ფარდები...
განახლებულ შერატონში 140-ის ნაცვლად, უკვე 220 ნომერია, საიდანაც თბილისის საოცარი პანორამა იშლება. ყოველი ნომერი გაფორმებულია ქართველი ფოტოგრაფების ექსკლუზიური ნამუშევრებით, რომლებზეც საქართველოს სხვადასხვა ულამაზესი კუთხეა აღბეჭდილი.
სასტუმროს შეუძლია იამაყოს მრავალფეროვანი, უნიკალური და ჯანსაღი სამზარეულოთი, რომელსაც შემოგთავაზებენ პირველ სართულზე განთავსებულ ბარში, ღვინის ბიბლიოთეკაში, სადაც 1600 სახეობის, მათ შორის ქართველი მევენახეების ღვინოა წარმოდგენილი, რესტორან ფისტში, სადაც სტუმრების თვალწინ მზადდება კულინარიული შედევრები, ატრიუმში მდებარე Lobby Lounge-ში და ბოლო სართულის რესტორანში, ეკლექტიკური ინტერიერით და დიდებული ტერასებით...
განახლებულ სასტუმროში 1500 კვ.მ.-ზეა გაშლილი გამაჯანსაღებელი სპა და ფიტნეს ცენტრები, უახლესი კარდიო და ძალისმიერი ტრენაჟორებით, სამასაჟე და სარელაქსაციო ოთახებით, დახურული და ღია აუზებით.
ახლა კი ახალი სტატუსის შესახებ, რომლითაც განახლებულმა სასტუმრომ დაიწყო ფუნქიონირება. "Marriott"-ის საერთაშორისო ქსელის წევრი "Sheraton Hotels & Resorts", მასშტაბური ტრანსფორმაციის შემდეგ, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასს Grand-ის სტატუსით წარმოადგენს.
"ეს სტატუსი სასტუმრომ დაიმსახურა უნიკალური ადგილმდებარეობით, დახვეწილი დიზაინით, გამორჩეული სამზარეულოთი, საკუთარი გამაჯანსაღებელი ცენტრებით და მაღალი დონის მომსახურების შეთავაზებით. შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი სრულად პასუხობს შერატონის ლეგენდარული ბრენდის კონცეფციას - იყოს "მსოფლიო თავშეყრის ადგილი". მოკლედ, ჩვენ ვბრუნდებით მაქსიმალურად მაღალი სტანდარტით, " - ამბობს ანდრეას ჰეიდინგსფელდერი.
ასე რომ, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი - საბჭოთა ეპოქის შემდეგ პირველი საერთაშორისო სასტუმრო საქართველოში, თავის ხანგრძლივ და ემოციურ თბილისურ ისტორიას აგრძელებს.
ავტორი: ია პირველი
ჟურნალისტი
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა











კომენტარები