რატომ სჯერა ამდენ ადამიანს შეთქმულების თეორიების?
ფოტო: Melissa Holman
შექმნა თუ არა ჰილარი კლინტონმა ბავშვების ტრეფიკინგის ბუდე ვაშინგტონის პიცერიაში? — არა.
დაგეგმა თუ არა ჯორჯ ბუშ უმცროსმა ტყუპების აფეთქება და ათასობით ადამიანის სიკვდილი 2001 წლის 11 სექტემბერს? — არა.
მაშინ, რატომ სჯერა ამდენ ადამიანს, რომ ყველაფერი სწორედ ასე მოხდა? და რას გვეუბნება შეთქმულების თეორიების არსებობა ჩვენი მსოფლმხედველობის შესახებ?
შეთქმულების თეორიები ახალი ფენომენი ნამდვილად არ არის. პროფესორი ჯო ასინსკის სიტყვებით, მინიმუმ 100 წელია, ადამიანები მათ იგონებენ და იჯერებენ.
"ყველას სჯერა ერთი ან რამდენიმე შეთქმულების თეორიის", - ამბობს ის, - "მიზეზი მარტივია: ჩვენ გარშემო უსასრულო რაოდენობის შეთქმულების თეორიაა. გამოკითხვა რომ ჩავატაროთ, სადაც კონსპირაციული ისტორიების სრული სია იქნება მოცემული, თითოეული ადამიანი ჩამონათვალიდან ერთს მაინც მონიშნავს".
ეს მიგნება მხოლოდ შეერთებულ შტატებზე არ ვრცელდება. 2015 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევით დადგინდა, რომ ბრიტანელების დიდ ნაწილს ხუთი გავრცელებული შეთქმულების თეორიიდან ერთის მაინც სჯერა. კვლევა მოიცავდა ისეთ შეთქმულებებს, როგორებიცაა მსოფლიოს მმართველთა საიდუმლო ჯგუფის არსებობა და უცხოპლანეტელებთან კონტაქტი.
კომეტა პინგ პონგის პიცერია ბავშვების ტრეფიკინგთან დაკავშირებული შეთქმულების თეორიის ერთ-ერთ ელემენტად იქცა
ეს იმას ნიშნავს, რომ შეთქმულების თეორიების ტიპიური "მომხმარებელი" სულაც არაა საშუალო ასაკის კაცი, რომელიც დედის სახლის სარდაფში ცხოვრობს და მთავრობის მხრიდან აზრების კონტროლს ფოლგიანი ქუდით გაურბის.
"დემოგრაფიულ მონაცემებს თუ დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ სოციალურ კლასს, სქესსა და ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. შეთქმულების თეორიების მოყვარულები ყველგან გვხვდებიან", - ამბობს პროფესორი კრის ფრენჩი, ლონდონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი.
განსხვავება არც პოლიტიკურ იდეოლოგიაშია:.
"ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ ტყუპები ბუშმა ააფეთქა, უმეტესად დემოკრატები არიან, ხოლო ისინი, ვისი აზრითაც ობამამ დაბადების მოწმობა გააყალბა - რესპუბლიკელები, თუმცა მათი რაოდენობა დაახლოებით თანაბარია", - ამბობს პროფესორი ასინსკი.
2011 წელს ობამამ დაუსრულებელი ჭორების საპასუხოდ დაბადების მოწმობა გამოაქვეყნა
ფოტო: Getty Images
კარგად რომ გავიაზროთ, რატომ ვიჯერებთ ჩრდილში შემალული ფიგურების არსებობას ასეთი ხალისით, შეთქმულების თეორიების მიღმა არსებულ ფსიქოლოგიურ მოტივებზე უნდა დავფიქრდეთ.
"ჩვენ, ადამიანები, ტენდენციებსა და ლოგიკურ ჯაჭვებს მარტივად ვამჩნევთ, თუმცა ხანდახან ზედმეტი მოგვდის: მნიშვნელობასა და აზრს იქ ვხედავთ, სადაც რეალურად არაფერია", - ამბობს პროფესორი ფრენჩი, - "ჩვენი დაშვებაა, რომ რაიმე მოვლენა იმიტომ ხდება, რომ ვიღაცამ ან რაღაცამ განზრახ გამოიწვია".
მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ვხედავთ უცნაურ დამთხვევებს და მერე ვიგონებთ ამბავს მათ გასამართლებლად.
ნებისმიერი ასეთი ამბავი შეთქმულების თეორიად იქცევა, რადგან მასში არიან "კარგები" და "ცუდები". სწორედ ეს უკანასკნელნი არიან პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც არ მოგვწონს.
პოლიტიკოსების დადანაშაულება
"ყოველდღიური პოლიტიკისა არ იყოს, ჩვენ ხშირად ვიშვერთ ხელს პოლიტიკოსებისკენ, მაშინაც კი, როცა კონკრეტული მოვლენები მათი ძალაუფლების ფარგლებს სცდება", - ამბობს ლარი ბარტელსი, ვანდერბილტის უნივერსიტეტის პროფესორი.
ადამიანები ბრმად აჯილდოვებენ ან სჯიან მთავრობას კარგი და ცუდი პერიოდებისათვის, იმაზე დაფიქრების გარეშე, მართლა იყო თუ არა ესა თუ ის შედეგი პოლიტიკოსების ქმედებებით გამოწვეული.
ამის მაგალითად პროფესორ ბარტელსს 1916 წელს ნიუ ჯერსის სანაპიროზე ზვიგენების რეგულარული შეტევები მოჰყავს (ეს მოვლენები მოგვიანებით ლეგენდარულ ფილმს, ყბებს დაედო საფუძვლად). იმ დასახლებებში, სადაც ზვიგენების თავდასხმა განსაკუთრებით ხშირი იყო, პრეზიდენტ ვუდრო ვილსონის პოპულარობა საგრძნობლად დაეცა.
"ჩვენ" და "სხვები" ჩვეულებრივ პოლიტიკურ ლანდშაფტზეც არსებობს.
ფოტო: Getty Images
მაგალითად, დიდ ბრიტანეთში BREXIT-მა ადამიანები ორ თითქმის თანაბარ ჯგუფად დაყო: ევროკავშირში დამრჩენები და წამსვლელები.
ლონდონის ეკონომიკური სკოლის პროფესორის, სარა ბოლტის თქმით, ადამიანები თავს რომელიმე ჯგუფს მიაკუთვნებენ, თუმცა, იმავდროულად, ისინი გარკვეულ მტრობასა და ანტაგონიზმს გამოხატავენ მეორე ჯგუფის მიმართ.
დამრჩენებმა და წამსვლელებმა შეიძლება იდენტური ფაქტები სხვადასხვანაირად გადათარგმნონ. მაგალითად, დამრჩენებმა დიდი შანსია აღნიშნონ, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა, წამსვლელებმა კი იგივე მოცემულობა დადებითად შეაფასონ.
"წამსვლელები, რომლებიც რეფერენდუმის წინა პერიოდში თავს წამგებიან პოზიციაზე მიიჩნევდნენ, ამბობდნენ, რომ არჩევნები გაყალბდებოდა. მოგვიანებით კი, როცა შედეგები გამოცხადდა, დამრჩენებმა აღნიშნეს, რომ რეფერენდუმის შედეგები სანდო არ იყო", - ამბობს პროფესორი ჰობოლტი.
გამოსავალი არ არსებობს
შეიძლება დამაიმედებელი არ იყოს იმის გაგება, რომ შეთქმულების თეორიებს ასე ღრმად აქვთ გადგმული ფესვები პოლიტიკურ აზროვნებაში, თუმცა ეს გასაკვირი ნამდვილად არაა.
"ჩვენ ხშირად პოლიტიკურ შეხედულებებს იმ აზრების გარშემო ვაგებთ, რომელთა დაჯერებაც გვინდა", - ამბობს პროფესორი ბარტელსი.
სამწუხაროდ, მეტი ინფორმაციის ქონა დიდად ვერ გვეხმარება.
ბარტელსის სიტყვებით, "ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკური ცრურწმენების ქსელში ადვილად ეხვევიან, როგორც წესი, ყურადღება ისედაც გამახვილებული აქვთ. მათთვი პოლიტიკური ფაქტების სისწორეს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ერთი ხმა მთავრობის გადაწყვეტილებებს მაინც ვერ შეცვლის. თუ არასწორად ვიფიქრებ, ამისთვის არანაირი ფორმით არ ვაგებ პასუხს. თუ თავს უკეთესად მაგრძნობინებს ის აზრი, რომ ვუდრო ვილსონს ზვიგენების შემოტევა უნდა გაეთვალა, მაშინ ამ პროცესიდან მიღებული ფსიქოლოგიური სიკეთე უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერი უსიამოვნება, რაც შეიძლება შემხვდეს, თუ მცდარი აღმოვჩნდები".
საბოლოოდ კი, ჩვენ სიმართლეზე მეტად კომფორტი გვსურს.
სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც შეთქმულების თეორიები ქრება და ჩნდება და ამავე დროს მიზეზი, თუ რატომ ვერ იარსებებს პოლიტიკის ისტორია მათ გარეშე.
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
კომენტარები