ვინ არის სამთავრობო ტროლი Avtandil Kereselidze — MDF-ის კვლევა
Facebook-გვერდებს, რომლებიც მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციას ეწევა, სამთავრობო ტროლი, Avtandil Kereselidze მართავს. ამის შესახებ მედიის განვითარების ფონდის (MDF) კვლევაშია აღნიშნული. ფონდმა მონიტორინგი სოციალურ ქსელებში თიბისი ბანკის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიისა და ამ კამპანიის წყაროების იდენტიფიცირების მიზნით ჩაატარა.
კვლევის მიხედვით, ტროლი ოთხ გვერდს: იყავი და გაგეკეთებინა, პოლიტიკური სანაგვე, ჩვენთვის არავინაა, მოვკვდები საქართველოსთვის მართავს. ფონდმა დაადგინა, რომ რეალურად ეს ადამიანი არ არსებობს და ფოტოები მომხმარებელ Karo Manukyan-ს ეკუთვნის, რომელიც ერევანში ცხოვრობს.
"კლასიკური ტროლისგან განსხვავებით ავთანდილ კერესელიძის პროფილი არაერთ პირად ფოტოს მოიცავს, რაც ქმნის განცდას, რომ ის რეალური პიროვნებაა. მისი თაიმლაინიდან ჩანს აქტივობები და მისი პირადი ინტერესები, როგორიცაა, მაგალითად, ე.წ. ჩექინები გერმანიაში, პოსტები შთაბეჭდილებების შესახებ", — წერია კვლევაში.
ფოტო: MDF
ფოტო: MDF
ერთ-ერთ ფოტოზე, რომელიც კერესელიძეს პირად ფოტოებში აქვს ატვირთული, ჩანს წარწერა Schüco. ამ სახელწოდების გერმალური კომპანია ფანჯრებსა და კარებს ამზადებს. კვლევაში წერია, რომ კერესელიძის მიერ ატვირთული სხვა ფოტოების yandex.people-ში გადამოწმებით, საძიებო სისტემამ იდენტური ფოტოები სხვადასხვა რუსულ გაცნობით პლატფორმებზე იპოვნა.
"ამის შემდეგ Karo Manukyan-ის პროფილი ფეისბუკში მოვიძიეთ. აღმოჩნდა, რომ ფოტოები, რომლებსაც ტროლი ავთანდილ კერესელიძე თავისად ასაღებდა, კარო მანუკიანს ეკუთვნის. მის შესახებ განყოფილებაში კი კარო მანუკიანს მითითებული აქვს, რომ გერმანულ კომპანიაში Schüco ტექნიკურ კონსულტანტად და სპეციალისტად მუშაობს", — აღნიშნულია კვლევაში.
ფოტო 2: MDF
კვლევაში წერია, რომ ავთანდილ კერესელიძის ყალბი პროფილით სოციალურ ქსელებში პროსახელისუფლებო გზავნილები და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მადისკრედიტირებელი პოსტები ქვეყნდება.
"გზავნილების გასავრცელებლად ის მისივე მართულ სპამ ჯგუფებს იყენებს, ასევე კომენტარებს ტოვებს იმ გვერდების პოსტების ქვეშ, რომელთა ადმინისტრატორი თავადვეა", — წერია კვლევაში.
ფოტო: MDF
განახლება: მასალის გამოქვეყნების შემდეგ Avtandil Kereselidze-ს ექაუნთით გამოქვეყნდა პოსტი, სადაც წერია, რომ ის რეალური პიროვნებაა და მის წინააღმდეგ ლიბერალურმა ორგანიზაციამ და მედიებმა შეტევა დაიწყეს.
ამავე თემაზე:
-
ქვიზი: გამოიცანი, რა ასხია ბოთლში/ჭიქაში ქვიზი: გამოიცანი, რა ასხია ბოთლში/ჭიქაში
-
ლადო ბოჟაძე: ჯადოსნური ჯოხის იმედზე არ ვართ, ბუნებრივია, და ვერც ვიქნებით იმიტომ, რომ არა გვაქვს ლადო ბოჟაძე: ჯადოსნური ჯოხის იმედზე არ ვართ, ბუნებრივია, და ვერც ვიქნებით იმიტომ, რომ არა გვაქვს
გადახედვა
-
Star Trek: Strange New Worlds-ის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Star Trek: Strange New Worlds-ის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ზოგჯერ მგონია, რომ ციხეში ყოფნის წლები საერთოდ არ მემატება და საერთოდ 28 წლისადაც ვერ აღვიქვამ თავს. ძალიან მეხამუშება… ისევ 26-ის მინდა ვიყო. ზოგჯერ მგონია, რომ ციხეში ყოფნის წლები საერთოდ არ მემატება და საერთოდ 28 წლისადაც ვერ აღვიქვამ თავს. ძალიან მეხამუშება… ისევ 26-ის მინდა ვიყო.
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი AgriTech და GreenTech ინოვაციები გაიმართება საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი AgriTech და GreenTech ინოვაციები გაიმართება
-
აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ ირაკლი (დაჩი) ბერაია დაინიშნა აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ ირაკლი (დაჩი) ბერაია დაინიშნა
გადახედვა
-
დააკავეს შსს-ს თანამშრომელი, რომელსაც სუს-იდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება ბრალი დააკავეს შსს-ს თანამშრომელი, რომელსაც სუს-იდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება ბრალი
გადახედვა
-
დიდი ფასდაკლების დღეს “არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა დიდი ფასდაკლების დღეს “არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა
-
ქვიზი: რომელი ქვეყნიდანაა ეს ცნობილი ადამიანი? ქვიზი: რომელი ქვეყნიდანაა ეს ცნობილი ადამიანი?
-
OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის "ყველაზე ჭკვიანი და ინტუიციური" მოდელი გამოუშვა — გაიცანით GPT-5.5 OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის "ყველაზე ჭკვიანი და ინტუიციური" მოდელი გამოუშვა — გაიცანით GPT-5.5
გადახედვა
-
სად მთავრდება ირმის ნახტომი? — მეცნიერები შესაძლო პასუხს გვთავაზობენ სად მთავრდება ირმის ნახტომი? — მეცნიერები შესაძლო პასუხს გვთავაზობენ
გადახედვა
-
საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა
გადახედვა
-
ვინ არიან ComCom-ის ახალი წევრები? ვინ არიან ComCom-ის ახალი წევრები?
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა ჩეჩნეთში ენერგეტიკული სასმელი K13 გამოუშვა ადამ კადიროვმა ჩეჩნეთში ენერგეტიკული სასმელი K13 გამოუშვა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
-
"სიზმრისეული სამყარო" — მსოფლიოში პირველი LSD გამოცდილების უცნაური ისტორია "სიზმრისეული სამყარო" — მსოფლიოში პირველი LSD გამოცდილების უცნაური ისტორია
გადახედვა
-
POG: კახეთში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 2 პირი დააკავეს POG: კახეთში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ანა ქავთარაძე: ბავშვთა ჯანმრთელობა ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც ყოველდღიურად ირღვევა ანა ქავთარაძე: ბავშვთა ჯანმრთელობა ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც ყოველდღიურად ირღვევა
გადახედვა
-
თბილისი თუ ბათუმი — სად არის უფრო მომგებიანი ცხოვრება, საცხოვრებლის შეძენა ან ქირა თბილისი თუ ბათუმი — სად არის უფრო მომგებიანი ცხოვრება, საცხოვრებლის შეძენა ან ქირა
-
ტრამპი მიიჩნევს, რომ G20-ის სამიტზე პუტინის ჩამოსვლა "ძალიან სასარგებლო იქნებოდა“ ტრამპი მიიჩნევს, რომ G20-ის სამიტზე პუტინის ჩამოსვლა "ძალიან სასარგებლო იქნებოდა“
გადახედვა
-
არ მოუსმინო მათ, ვინც გეუბნება, რომ უკვე გაიზარდე — გაეცანით მარი სუხიშვილის ინტერვიუს არ მოუსმინო მათ, ვინც გეუბნება, რომ უკვე გაიზარდე — გაეცანით მარი სუხიშვილის ინტერვიუს



კომენტარები