თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავს გაუჩნდა.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 50 კვ.მ. ფართობი. ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.