Boeing-ის უპილოტო მფრინავმა მანქანამ პირველი საცდელი ფრენა განახორციელა
Boeing-ის თქმით, მათ მიერ შექმნილი მფრინავი მანქანის პირველმა პროტოტიმა საცდელი ფრენა წარმატებით განახორციელა.
მფრინავი მანქანის კონცეფციის განვითარებით ბოინგი ურბანული ტრანსპორტისა და საფოსტო სერვისების რევოლუციონიზირებას ცდილობს.
აღნიშნულ საკითხში Boeing-ს კონკურენციას მრავალი სხვა კომპანია უწევს, მათ შორისაა Airbus-იც, საბოლოო მიზანი კი პატარა, ავტოპილოტის მქონე მფრინავი მანქანის შექმნაა, რომელსაც ვერტიკალურად აფრენა და დაჯდომა შეეძლება.
ბოინგის ახალმა 9-მეტრიანმა ხომალდმა, რომელშიც ვერტმფრენის, დრონისა და თვითმფრინავის თვისებებია გაერთანებული, პირველი ფრენა ოთხშაბათს განახორციელა, რომელიც სულ რამდენიმე წუთი გაგრძელდა.
ბოინგი მფრინავი მანქანის ორადგილიანი და ოთხადგილიანი მოდელის შექმნას გეგმავს, რომელთა ფრენის მანძილიც 80 კილომეტრი იქნება. ორივე მოდელს ფრენა პილოტის გარეშე შეეძლება. 2019 წლის მეორე ნახევარში საცდელ ფრენას ხომალდის სატვირთო ვარიანტი განახორციელებს, რომელსაც 225 კილოგრამი ტვირთის გადატანა შეეძლება.
"ერთ წელიწადში ჩვენ კონცეპტუალური დიზაინიდან მფრინავ პროტოტიპამდე მივედით. ბოინგმა მსოფლიო ავიაციის ინდუსტრიის განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშა, ისევე როგორც წარსულში, ჩვენ აღნიშნულ სფეროში ლიდერობას კვლავაც გავაგრძელებთ და შევქმნით მომავლის უსაფრთხო, ინოვაციურ და ეფექტურ ტრანსპორტს", - აცხადებს ბოინგის ტექნოლოგიური ხელმძღვანელი გრეგ ჰაისლოპი.
კომენტარები