ქართული ინსტაგრამის 3 აღმოჩენა
ალბათ აქამდეც მიხვდებოდით, რომ Instagram სივრცეში თავის დამკვიდრება საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია, განსაკუთრებით ქართველი მომხმარებლებისთვის, ვინაიდან მხოლოდ რამდენიმე ათასია იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც საქართველოში ინსტაგრამს რეგულარულად ადევნებს თვალს. შესაბამისად, ფოლოვერების (გამომწერების) სიმრავლითაც ძირითადად ე.წ. სელებრითები სარგებლობენ.
თუმცა, ჩვენს სივრცეშიც არსებობენ გამონაკლისები, რომლებმაც ნიშური კონტენტის განთავსებით დაიმკვიდრეს თავი და დღევანდელ ქართულ ინსტაგრამ სივრცეს მეტად საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდიან. ჩვენ შევარჩიეთ და გავესაუბრეთ რამდენიმე მათგანს.
1. @Lyrics.psd
ეს პროფილი სულ რაღაც 5-6 თვეა, რაც ინსტაგრამზე გამოჩნდა, თუმცა უკვე დაიმკვიდრა თავი ქართული თუ უცხოური აუდიტორიისთვის საინტერესო და განსხვავებული კონტენტით. @Lyrics.psd ინსტაგრამზე ცნობილი თუ უცნობი სიმღერებიდან სხვადასხვა ამონარიდს პოსტავს, შესაბამისი ვიზუალით. და რაც მთავარია ყველა პოსტი ერთ სტილსა და ფორმატშია აწყობილი.
ის ამავე პროექტს Facebook-ზეც აკეთებს, თუმცა მისი კონტენტი ძირითადად მაინც ინსტაგრამისთვის დამახასიათებელი ესთეტიკით გამოირჩევა. შიდა სამზარეულოს უკეთ გასაცნობად მის შემქმნელს, მურთაზ ფურცხვანიძეს გავესაუბრეთ:
რამ გიბიძგათ ამ ექაუნთის შექმნისკენ?
2009 წლიდან დიზაინერი ვარ და იმ დროიდან მოყოლებული აქტიურად ვადევნებ თვალს სხვადასხვა არტ ფეიჯებს. ერთ დღესაც alt-j-ის 3WW-ს ვუსმენდი და ჩემი ყურადღება ტექსტის კონკრეტულმა ნაწილმა (i just want to love you in my own language) მიიპყრო.
გონებაში ამ სიტყვების ვიზუალიზაცია დავიწყე და მომინდა, ჩემი ეს წარმოსახვა სხვებისთვისაც გამეზიარებინა. ვიპოვე ამ წარმოსახვით ვიზუალთან ყველაზე ახლოს მყოფი ფოტო, დავაწერე ტექსტი და მეგობარს ვანახე. მოეწონა და სხვა სიმღერის ტექსტებზეც მთხოვა იგივე გამეკეთებინა. ამან მიბიძგა, უფრო დიდი აუდიტორიისთვის მეჩვენებინა ჩემი თვალით დანახული მუსიკალური ტექსტები.
თავიდან პოსტების დადება თამბლერზე დავიწყე, დავაკვირდი ხალხის რეაქციასა და გამოხმაურებებს. შედეგი იმაზე უკეთესი აღმოჩნდა ვიდრე წარმომედგინა. გადავწყვიტე პოსტების გარკვეული რაოდენობა დამეგროვებინა და შემდეგ გადავსულვიყავი უფრო პოპულარულ პლატფორმებზე. ერთი თვის შემდეგ კი გავაკეთე ლოგო და ქავერ ფოტო და ყველა პოსტი ფეისბუქსა და ინსტაგრამზე განვათავსე. გვერდი მალევე გავისრუსდა – ჩემი დამზადებული ქარდები ახლა სხვადასხვა ფეიჯებსა თუ პროფილებზე მხვდება.
რას გვეტყვით ქართულ ინსტაგრამ-სივრცეზე?
ვფიქრობ, დღეს ქართული ინსტაგრამ-სივრცე არც ისე საამაყო მდგომარეობაშია. ახლა დაახლოებით იმ ეტაპს გადის, რომელიც ფეისბუქმა 5-6 წლის წინ გაიარა; ვგულისხმობ იმ ექაუნთთა სიმრავლეს, რომელთა კონტენტი უბრალოდ ინტერნეტიდან აღებული სასაცილო ან ასე თუ ისე "დამაფიქრებელი" ცხოვრებისეული ციტატებია. თუმცა, არსებობენ მეორე კატეგორიის მომხმარებლებიც, რომლებიც ინსტაგრამის ფუნქციებს სწორად იყენებენ საკუთარი მიზნებისთვის — მეორადი ტანსაცმლის მაღაზიები და არტისტები: დებენ სთორიებს და აქვთ ინტერაქცია საკუთარ გამომწერებთან. მგონია, რომ ესაა ინსტაგრამის მთავარი ხიბლი და მაქსიმალურად უნდა ვიყენებდეთ ამ შესაძლებლობას.
ქართულ სივრცეში არსებული რომელი ინსტაგრამ ექაუნთებია თქვენი ფავორიტი?
სამწუხაროდ სულ რამდენიმეა, რომელიც მომწონს და ვთვლი, რომ ხარისხიან კონტენტს დებს. ესენია @stugbear, @anano__, @mindialobster და @typeofgeorgia.
რა მიგაჩნიათ პლატფორმის ყველაზე დადებით და უარყოფით მხარეებად?
ინსტაგრამის დიდი პლუსი არის თეგები და ძებნის განყოფილება. თეგები საშუალებას გაძლევს შენს ფოლოვერებზე გაცილებით მეტ და კონკრეტული ინტერესების მქონე ადამიანს მისწვდე, რაც თავისთავად კონტენტის განთავსების მეტ მოტივაციას გაძლევს.
რაც შეეხება აღმოჩენის ნაწილს – ინსტაგრამი ალგორითმის მიხედვით ხედავს შენს ინტერესებს, ლაიქებს, ექაუნთებს, რომელსაც მიყვები და მერე ამ მონაცემის მიხედვით სწორედ ამ სივრცეში აჯამებს და ერთი პოსტის ქვეშ გიერთიანებს პოტენციურად შენთვის ყველა საინტერესო პოსტს. ეს გიმარტივებს ახალი ექაუნთების აღმოჩენის პროცესს და სხვებისთვის შენი ნამუშევრის მარტივად მიწოდების საშუალებასაც გაძლევს.
რა არის თქვენი მთავარი ინსპირაცია ამ კონტენტის შექმნისას?
ძირითადად მაქვს ორი მიმართულება: ერთი იუთუბისა და სპოტიფაის დახმარებით შემთხვევითობის გზით ნაპოვნი ჩემთვის უცნობი სიმღერის თუ არტისტის ხალხისთვის გაზიარებაა, ხოლო მეორე – ხასიათზეა დამოკიდებული: როგორც ვარ, რასაც ვგრძნობ იმ ხასიათის შესაბამის სიმღერასა და ტექსტს ვეძებ და ქარდიც მზადაა.
2. @batoni_ucxoeli
ბატონი უცხოელი ინსტაგრამზე უკვე საკმაოდ პოპულარული პერსონაჟია, რომელიც (როგორც თვითონ ამბობს) 2018 წლის ივნისში ეწვია საქართველოს. ინსტაგრამზეც სწორედ მას შემდეგ გამოჩნდა და თითქმის ყოველ კვირა ქართული კულტურის, ხალხის, თავს გადამხდარი ქართული გამოცდილებებისა და ჩვენს საინფორმაციო გამოშვებებში გაგონილი ამბების შესახებ საკუთარი ხელით შექმნილი პატარ-პატარა კომიქსებით გვართობს.
პოსტები ინგლისურ ენაზე უდევს, თუმცა პარალელურად ქართულ ენასაც სწავლობს და მის ნამუშევრებში ჩვენებურ იდიომებსა და გამოთქმებსაც შეხვდებით. ამ პროფილს დამატებით ხიბლს ისიც სძენს, რომ ბატონი უცხოელი ვინაობის გამჟღავნებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.
ჩვენ ვეცადეთ მეტი დეტალი გაგვეგო მასზე და გავესაუბრეთ: [ინტერვიუ ინგლისურ ენაზე შედგა, თარგმანი: On.ge]
რატომ შექმენით ეს პროფილი?
ჩემი მიზანი იყო, მომეყოლა პატარ-პატარა ისტორიები, რომლებიც საქართველოში გადამხდა. თავდაპირველად მხოლოდ საკუთარ თავს და სამეგობრო წრეს ვართობდი, თუმცა მოგვიანებით გადავწყვიტე, რომ ეს ყველაფერი ფართო აუდიტორიისთვისაც საინტერესო იქნებოდა და ახლა საჯაროდ ვპოსტავ ინსტაგრამზე.
რატომ ინსტაგრამი და არა სხვა პლატფორმა?
ამ ფორმატისთვის ინსტაგრამი ყველაზე მოხერხებული პლატფორმაა. თანაც, ინსტაგრამზე მომხმარებლების უფრო ახალგაზრდა, მხიარულ და სასიამოვნო კონტინგენტს შეხვდებით. ჩემი აუდიტორიაც სწორედ ესაა. პროფილი ფეისბუქზეც შევქმენი, თუმცა, როგორც ვივარაუდე, გაცილებით ნაკლები პოპულარობით სარგებლობს.
რას ფიქრობთ ქართულ ინსტაგრამ სივრცეზე?
სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ. ქართველი ინსტაგრამერები, ახალი თაობა, თითქმის იდეალურად ფლობს ინგლისურ ენას. საკუთარ კონტენტსაც ძირითადად ინგლისურ ენაზე პოსტავენ, რაც, რა თქმა უნდა, გაცილებით მიმარტივებს ურთიერთობას — ზოგადად ძალიან მიყვარს საკუთარ ფოლოვერებთან ინტერაქცია.
რა მოგწონს ყველაზე მეტად ამ პლატფორმაზე?
ძირითადად ის, რომ მობილური აპლიკაციაა და ასე ყველაფერი ბევრად მარტივად კონტროლირებადია: გამომწერებთან კომუნიკაცია, კონტენტის რეკლამა...
კონტენტის შექმნისას, რამდენად ითვალისწინებთ მოსალოდნელ ან უკვე მიღებულ გამოხმაურებას? ხელმძღვანელობთ თუ არა გარკვეული სტატისტიკის მიხედვით?
ხანდახან, კი. ვცდილობ შემაწუხებლად ხშირად არ ვპოსტო. თუმცა, მინდა ხალხი ისე მიყურებდეს, როგორც მათ იდუმალ უცხოელ მეგობარს, რომელსაც შეუძლიათ ნებისმიერ დროს დაუკავშირდნენ. ასევე, ვცდილობთ მოვერიდო ქართული საზოგადოებისთვის ზედმეტად სენსიტიური თუ კონფლიქტის მაპროვოცირებელი კონტენტის პოსტვას.
საკუთარი ვინაობის გამხელას არ აპირებთ?
არა, ამას ვერ ვიტყვი. ჩემი ბლოგი ანონიმურია და მინდა ასეც დარჩეს, თუმცა სანამ მიზანს არ მივაღწევ, იქამდე გავაგრძელებ პოსტვას - მინდა ქართველი გავხდე.
3. @mariamis_journey
მარიამიც პოპულარული ქართველი ინსტაგრამერია, რომელსაც ძალიან სასარგებლო თემა აქვს არჩეული - ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია. პოსტავს წონაში კლების შესახებ რჩევებს, რეცეპტებსა და სთორიებში საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.
მარიამმა თავად 30 კილოგრამი დაიკლო, დღემდე ცხოვრების ჯანსაღ წესს მიჰყვება და სხვებსაც ამას ურჩევს. მომხმარებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ე.წ. Q&A სესიებიც აქვს - ანუ გამომწერებთან ინტერაქცია კითხვა-პასუხის რეჟიმში. ამ სესიებზე ხშირად გვიმხელს სად ვარჯიშობს, სად ახერხებს ორგანული პროდუქტის შეძენას, როგორ უმკლავდება წონის "გაყინვას" თუ სხვა სირთულეებს და ა.შ.
რატომ ინსტაგრამი? და რამ გიბიძგათ მოცემული ბლოგის შექმნისკენ?
ინსტაგრამი უფრო მოსახერხებელი სოციალური სივრცეა ჩემთვის, განსაკუთრებით ბლოგის ტიპის მიმართულებისთვის. ბლოგის გაკეთება კი იმიტომ გადავწყვიტე, რომ პირველ რიგში საინტერესოა, მეორეს მხრივ – სასიამოვნო, და რაც მთავარია, მინდოდა სტიმული მიმეცა ადამიანებისთვის, ვისაც ჩემსავით წონის პრობლემა ჰქონდათ. ზოგადად საქართველოში ცოტაა ამ მიმართულების ბლოგერი, ინსტაგრამზე თითქმის სულ არ არიან და მიხარია თუ ხალხს დავეხმარები.
რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ მომხმარებლის აზრს და ზოგადად მათთან კომუნიკაციას?
გამოხმაურებას და ხალხის აზრს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მუდამ ვუსმენ საკუთარ გამომწერებს. სწორედ ისინი მაძლევენ პოსტვის მოტივაციას. საბოლოოდ 1 ადამიანს მაინც თუ დავეხმარები და ვუბიძგებ ჯანსაღი კვებისკენ, ეს უკვე კარგია.
ძალიან საინტერესოა ინსტაგრამზე მარიამის ე.წ. ჰაილაითების სექციაც
ერთში საკუთარი ყოველდღიური ცხოვრების შესახებ გვიყვება; ერთში მისი ყოველდღიური, დიეტური მენიუს ფოტოებია განთავსებული. აქვს before-after ჰაილაითიც, სადაც თავდაპირველი წონის შედარებას ვხედავთ ახლანდელ შედეგებთან. მორიგი ჰაილაითი მთლიანად საკუთარი გამომწერების მამოტივირებელ ფრაზებსა და რჩევებს ეძღვნება, ბოლოს კი ერთად არის თავმოყრილი კითხვა-პასუხის რეჟიმში განთავსებული ყველა სთორი, სადაც თქვენს ყველა ძველ თუ ახალ კითხვაზე მისი პასუხების ნახვა შეგიძლიათ.
-
ანდრო ჭიჭინაძის მხარდამჭერი ბანერის ჩამოხსნის შემდეგ, მსახიობებმა ვასო აბაშიძის ახალი თეატრი პროტესტის ნიშნად დატოვეს ანდრო ჭიჭინაძის მხარდამჭერი ბანერის ჩამოხსნის შემდეგ, მსახიობებმა ვასო აბაშიძის ახალი თეატრი პროტესტის ნიშნად დატოვეს
გადახედვა
-
მსახიობებმა ახალი თეატრი პროტესტის ნიშნად დატოვეს მსახიობებმა ახალი თეატრი პროტესტის ნიშნად დატოვეს
გადახედვა
-
შესაძლოა, აინშტაინი ჭიის ხვრელების შესახებ ცდებოდა — კვლევა შესაძლოა, აინშტაინი ჭიის ხვრელების შესახებ ცდებოდა — კვლევა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძე: "მორალურ პასუხისმგებლობას და ფინანსურსაც, თუ იქნება, გავიზიარებ" ჯუანშერ ბურჭულაძე: "მორალურ პასუხისმგებლობას და ფინანსურსაც, თუ იქნება, გავიზიარებ"
გადახედვა
-
ადვოკატი: პირი, რომელიც გელა ხასაიას თავდასხმაში ბრალს დებს, შემთხვევიდან რამდენიმე წუთში "მოტეხილი ხელით" 20 კგ-იან სკუტერს მიათრევს ადვოკატი: პირი, რომელიც გელა ხასაიას თავდასხმაში ბრალს დებს, შემთხვევიდან რამდენიმე წუთში "მოტეხილი ხელით" 20 კგ-იან სკუტერს მიათრევს
გადახედვა
-
ჯეიმს კამერონის წერილი სენატორს: Netflix–Warner Bros. გარიგება დამანგრეველი იქნება ჯეიმს კამერონის წერილი სენატორს: Netflix–Warner Bros. გარიგება დამანგრეველი იქნება
გადახედვა
-
როცა ქვეყნის ყველაზე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტი პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ეწირება როცა ქვეყნის ყველაზე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტი პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ეწირება
გადახედვა
-
გუდაურში იტალიელი ტურისტი დაიღუპა გუდაურში იტალიელი ტურისტი დაიღუპა
გადახედვა
-
ვინ იყო სინამდვილეში ჯეფრი ეპსტინი? — მძიმე დანაშაულები და ელიტური წრეები ვინ იყო სინამდვილეში ჯეფრი ეპსტინი? — მძიმე დანაშაულები და ელიტური წრეები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინიციატივით, ბიზნესებისთვის მაკკინზის და კოკრეას ვორქშოფები ჩატარდა საქართველოს ბანკის ინიციატივით, ბიზნესებისთვის მაკკინზის და კოკრეას ვორქშოფები ჩატარდა
-
შსს-ს და თავდაცვის სამინისტროსთვის ფალსიფიცირებული თევზის კონსერვების მიწოდებისთვის "კულას" დირექტორი დააკავეს შსს-ს და თავდაცვის სამინისტროსთვის ფალსიფიცირებული თევზის კონსერვების მიწოდებისთვის "კულას" დირექტორი დააკავეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: სსკ-ში დაგეგმილი ცვლილებებით სამართალი იძენს ძალაუფლების კონსოლიდაციის მექანიზმის ნიშნებს თამთა მიქელაძე: სსკ-ში დაგეგმილი ცვლილებებით სამართალი იძენს ძალაუფლების კონსოლიდაციის მექანიზმის ნიშნებს
გადახედვა
-
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა საქმის გამოძიების განახლების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა საქმის გამოძიების განახლების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
გადახედვა
-
ევროსკოპი: ევროპარლამენტის ანგარიშს საქართველოზე 25 თებერვალს განიხილავენ ევროსკოპი: ევროპარლამენტის ანგარიშს საქართველოზე 25 თებერვალს განიხილავენ
გადახედვა
-
ზურაბ ჯაფარიძე: გგელას რამდენიმე წლით უპირებენ ციხეში გაშვებას, მხოლოდ იმის გამო რომ პოლიციელებს ეკამათებოდა ყოველ ჯერზე, როცა მათი მხრიდან უსამართლო და უკანონო ქცევას აწყდებოდა ზურაბ ჯაფარიძე: გგელას რამდენიმე წლით უპირებენ ციხეში გაშვებას, მხოლოდ იმის გამო რომ პოლიციელებს ეკამათებოდა ყოველ ჯერზე, როცა მათი მხრიდან უსამართლო და უკანონო ქცევას აწყდებოდა
გადახედვა
-
იხილეთ: Peaky Blinders-ის ფილმის ტრეილერი გამოვიდა იხილეთ: Peaky Blinders-ის ფილმის ტრეილერი გამოვიდა
გადახედვა
-
ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადებისთვის შპს "ბატონოს" ხელმძღვანელი დააკავეს — პროდუქცია განკუთვნილი იყო შსს-ს და თავდაცვის სამინსიტროსთვის ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადებისთვის შპს "ბატონოს" ხელმძღვანელი დააკავეს — პროდუქცია განკუთვნილი იყო შსს-ს და თავდაცვის სამინსიტროსთვის
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფს დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო საქართველოში შემოჰყავს სილქ როუდ ჯგუფს დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო საქართველოში შემოჰყავს
-
დედისგან მიტოვებული მაკაკა სათამაშო მაიმუნს გვერდიდან არ იშორებს დედისგან მიტოვებული მაკაკა სათამაშო მაიმუნს გვერდიდან არ იშორებს
გადახედვა
-
სუხიშვილების და Beatles-ის დაპირისპირება — ილიკო სუხიშვილი ლეგენდარულ ისტორიას იხსენებს სუხიშვილების და Beatles-ის დაპირისპირება — ილიკო სუხიშვილი ლეგენდარულ ისტორიას იხსენებს
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას აანონსებს მიხეილ სარჯველაძე: ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას აანონსებს
გადახედვა



კომენტარები