ყველაზე მასშტაბური ფინალი — ყველაფერი, რაც GOT-ის მერვე სეზონზე ვიცით
მართალია გარეთ უკვე ცივა, თუმცა მათთვის, ვინც სამეფო კარის თამაშებს ელოდება, წლის ყველაზე სუსხიანი სეზონი ძალიან ნელა მოდის.
HBO-ს ყველა დროის ყველაზე წარმატებული სერიალის ფინალური სეზონის გამოსვლამდე დრო უფრო და უფრო იწელება. იმისათვის, რომ შოუსადმი ინტერესი არ განელდეს, მსახიობები თუ შოუს პროდიუსერები მაყურებელს ცოტ-ცოტა საკენკს უყრიან და GOT-ის ფინალზე გარკვეულ წარმოდგენასაც გვიქმნიან.
მაშ ასე, დროა შევკრიბოთ ეს საკენკები და გავიგოთ, ბოლოს და ბოლოს, რა ვიცით სამეფო კარის თამაშების უკანასკნელ სეზონზე.
გადაღებები დასრულებულია
დიახ, სამეფო კარის თამაშების გადაღებები უკვე დასრულდა და გადამღებმა ჯგუფმა მთელი საქმე ტექნიკური პერსონალს გადაულოცა, რომლებიც ყველაზე პოპულარულ შოუს სპეცეფექტებითა თუ სხვა დეტალებით საბოლოოდ გააპატიოსნებენ და ეთერში გასაშვებად მოამზადებენ. ფინალური სცენები ბელფასტში, ივლისში გადაიღეს.
ფინალური სეზონი 2019 წლის პირველ ნახევარში გამოვა
ინფორმაცია ამის შესახებ HBO-ს პროგრამების განყოფილების პრეზიდენტმა, ქეისი ბლოსმა დაადასტურა.
ეს ინფორმაცია სიურპრიზი არავისთვის არ ყოფილა, რადგან შოუს წინა 7 სეზონიც სწორედ ამ პერიოდში გამოდიოდა. მაგალითად სერიალის პირველი, მეორე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სეზონები აპრილში გამოვიდა, მესამე მარტში, ხოლო მეშვიდე ივლისში. შესაბამისად, სწორედ ამ პერიოდშივე უნდა ველოდეთ ფინალურ ნაწილსაც.
მსახიობები სერიალს ემოციურად ემშვიდობებიან, ზოგიერთი კი მათი პერსონაჟის ბედზე მინიშნებებსაც აკეთებს
პიტერ დინკლიჯი: "ვცდილობ, სწორი სიტყვები შევარჩიო. ტირიონის პერსონაჟს საუკეთესო ფინალი ჰქონდა. მნიშვნელობა არ აქვს რა მოხდა, ხანდახან სიკვდილი კარგი დასასრულია"
ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე კი ტირიონ ლანისტერის როლის შემსრულებელი შოუს ემოციურად გამოემშვიდობა:
"სერიალთან გამომშვიდობება ძალიან სამწუხარო ამბავია. სამეფო კარის თამაშები არ ყოფილა მხოლოდ უდიდეში შოუ, ის ცხოვრების ნაწილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ გადაღებები ჩემი სახლისგან ძალიან შორს მიმდინარეობდა [დინკლიჯი ნიუ-იორკში ცხოვრობს, შოუს კი ევროპაში იღებენ] მაინც რთულია იმ გარემოსთან დამშვიდობება, რომელმაც შენი ცხოვრება შეცვალა. თანაც, ეს მხოლოდ შოუსთან გამომშვიდობებას არ ნიშნავს, ეს ნიშნავს დამშვიდობებას იმ ცხოვრებასთან რომელიც გქონდა და გიყვარს", - ამბობს პიტერი.
ემილია კლარკი: "ვემშვიდობები იმ ადგილს, რომელიც ამ წლების განმავლობაში, ჩემი სახლიდან ძალიან შორს, ჩემს სახლად იქცა. "სამეფო კარის თამაშები" იყო დიდი მოგზაურობა. მადლობა იმ ცხოვრებისთვის, რომელზეც ვერც კი ვიოცნებებდი და იმ ოჯახისთვის, რომელიც ყოველთვის მომენატრება"
ემილია კლარკმა სერიალთან სამუდამოდ დასაკავშირებლად მაჯაზე სამი დრაკონის ტატუ გაიკეთა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, მსახიობმა უკვე გადაწყვიტა რას დაიტოვებს სამახსოვროდ GOT-ის დასრულების შემდეგ.
მეისი უილიამსი: "ნახვამდის ბელფასტო. ნახვამდის არია. ნახვამდის სამეფო კარის თამაშებო. საოცარი პერიოდი მქონდა. ახლა სხვა თავგადასავლების დროა", - წერს მეისი ინსტაგრამზე.
არია სტარკის პერსონაჟთან დაკავშირებით მინიშნებები მეისიმაც გააკეთა:
"ჩემი გმირის ისტორია იდეალური სცენით დასრულდა. მარტო ვიყავი. მართალია, არია ყოველთვის მარტოა, მაგრამ ამჯერად მე ვგრძნობდი თავს მარტოდ. თუ სხვა მსახიობების ბოლო სცენები გრძელი სიტყვებით და ცრემლებით იყო სავსე, ჩემი სიტყვა არ იყო ისეთი, როგორიც წარმომედგინა, მაგრამ იმ მომენტში მივხვდი, რას ნიშნავდა ეს სერიალი ჩემთვის", - თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში მეისი უილიამსმა.
სოფი ტერნერი: "ფინალურ სეზონში იქნება ძალიან ბევრი ცრემლი, შემიძლია ამის გარანტია ნამდვილად მოგცეთ. მე, როგორც მსახიობი კმაყოფილი და ბედნიერი ვარ იმ ისტორიებით, რომელში მონაწილეობაც სერიალის ბოლო ეპიზოდებში მქონდა, თუმცა რამდენად ბედნიერი იყო თავად სანსა, ამას მალე ნახავთ. ვერ დაგპირდებით, რომ GOT-ის ყველა ფანი კმაყოფილი დარჩება ფინალით, ბევრი მათგანი იმედგაცრუებული იქნება, ბევრისთვის კი ყველაფერი შოკისმომგვრელი აღმოჩნდება. ჩემთვის, როგორც რიგითი ადამიანისთვის, ფინალური სეზონის სცენარის კითხვა გულისმომკვლელი იყო, განსაკუთრებით, როდესაც ბოლო ფურცელი გადავშალე და ეწერა - სამეფო კარის თამაშების დასასრული. ეს ძალიან ემოციური იყო.
გარდა ამისა, დააანონსა, რომ GOT-ის ფინალში იმაზე გაცილებით მეტი სიკვდილის სცენა იქნება, ვიდრე აქამდე ყოფილა:
"შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ სამეფო კარის თამაშების ფინალში ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანი გაერთიანდება საერთო მტრის წინააღმდეგ. ამ დაჯგუფებებს შორის კი იქნება ძალიან ბევრი დაძაბულობაა, შუღლი და მტრობა. ეს სამეფო კარის თამაშებია და შესაბამისად, გასაკვირიც არ იქნება. აქვე ვიტყვი, რომ ფინალში იმაზე მეტი სიკვდილი იქნება, ვიდრე ყველა სეზონში ერთად, იქნება უფრო მეტი სისხლი და დაძაბულობა", - ამბობს ტერნერი.
კიტ ჰარინგტონი: "სცენარის დასასრულზე ბევრი ვიტირე. უკვე 8 წელია ამას ვაკეთებთ ამ შოუს და ჩვენზე მეტად არავინ ღელავს ფინალურ სეზონზე. ძალიან უცნაური დამშვიდობების წელი იქნება, უკანასკნელი სცენების თამაში მსახიობებთან"
სპოილერების თავიდან ასაცილებლად GOT-ის ფინალური სერიის რამდენიმე ვერსიას გადაიღებენ
HBO-ს პროგრამების განყოფილების პრეზიდენტმა, ქეისი ბლოისმა დაადასტურა, რომ ფინალურ სეზონთან დაკავშირებული მოსალოდნელი სპოილერების გამო გადაწყდა, რომ GOT-ის მერვე სეზონის ფინალის რამდენიმე ვერსია გადაიღებენ.
"სამეფო კარის თამაშებს ექნება, რამდენიმე ფინალი. შეიძლება სამი, ხუთი ან უფრო მეტიც კი. ამით ჩვენ სპოილერების თავიდან აცილებას შევძლებთ, შესაბამისად არავის არ ეცოდინება სინამდვილეში რა მოხდა და როგორ დასრულდა ბრძოლა რკინის ტახტისთვის.", - ამბობს ქეისი ბლოისი.
ფინალური სეზონის თითო ეპიზოდის გადაღება მინიმუმ $20 მილიონი დაჯდა
ემის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ ნომინირებული სერიალის ფინალუს გადასაღებად არხმა იმაზე ორჯერ მეტი თანხა გადაიხადა, ვიდრე ამას წინა სეზონში აკეთებდა.
თანხის ზრდის მიზეზი გახდა ის ბატალური სცენები, რომლებსაც სერიალის ფინალში ვიხილავთ. ამ კონკრეტული ეპიზოდის გადაღებები 55 დღე გრძელდებოდა.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია მსახიობების ანაზღაურებაც. როგორც იცით GOT-ის მსახიობები ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები გახდნენ. ლინა ჰიდი, პიტერ დინკლეიჯი, ემილია კლარკი, კიტ ჰარინგტონი და ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ HBO-სთან გაფორმებული ახალი კონტრაქტის მიხედვით სერიალის თითო ეპიზოდში $2,5 მილიონს მიიღებენ.
რამდენიმე მთავარი პერსონაჟი კვდება
HBO-ს პროდიუსერმა, ფრანცესკა ორსიმ GOT-ის ფინალურ სეზონზე ისაუბრა.
"არხის ისტორიასა და ჩვენს კარიერაში ყველაზე ამაღელვებელი და ძლევამოსილი ეტაპია. მერვე სეზონის სცენარი ყველამ ერთად, მრგვალი მაგიდის გარშემო წავიკითხეთ და ეს ყველაზე ბრწყინვალე რამ იყო, რაც ცხოვრებაში მინახავს. 15-20 წუთის განმავლობაში ვუკრავდით ტაშს სცენარისტებს. შემდეგ ყველამ ტირილი დაიწყო და სიჩუმემ დაისადგურა. ძალიან, ძალიან დიდი შოუ გველოდება", - ამბობს პროდიუსერი GOT-ის ფინალურ სეზონზე.
გარდა ამისა, არხის პროდიუსერმა დაადასტურა, რომ ფინალურ, მერვე სეზონში სერიალის რამდენიმე მთავარი პერსონაჟი კვდება.
"წინასწარ არც ერთ მსახიობს არ ჰქონდა წაკითხული სცენარი და ხმამაღალი კითხვის დროს სათითაოდ იგებდნენ, რომ მათი პერსონაჟი მოკვდა" - ამბობს ფრანცესკა ორსი.
ეს სიტყვები საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მედიას აქტიურად დაეწყო განხილვა, თუ რომელი პერსონაჟი კვდება ფინალურ სეზონში. სერსეი? ტირიონი? ჯონ სნოუ? იქნებ ყველა ერთად?
GOT-ის ფინალის გამოსვლამდე დრო ჯერ კიდევ დიდია, ჩვენ კი მხოლოდ ლოდინი დაგვრჩენია.
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა







კომენტარები