2018 წლის ყველაზე გამცდენი დეპუტატების სია
პლენარულ სხდომებზე დასწრების მაჩვენებელი მეცხრე მოწვევის პარლამენტისთვის გამოწვევად იქცა. იყო შემთხვევები, როცა კვორუმი არ იკრიბებოდა და მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას რამდენიმე დეპუტატი ესწრებოდა. გაცდენების გამო პარლამენტმა საქართველოს მთავარი ფინანსური დოკუმენტი, ბიუჯეტი დაგეგმილ ვადებში ვერ დაამტკიცა. გაცდენების პრობლემა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც აღიარა. მისი თქმით, პრობლემას ახალი რეგლამენტი მოაგვარებს, რომელიც ძალაში 16 დეკემბერს შევიდა.
ახალი რეგლამენტით, დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტის სხდომების ნახევარზე მეტს გააცდენენ, უფლებამოსილება შეუწყდებათ. ისინი ვალდებულები არიან გაცდენის საპატიო მიზეზი დააკონკრეტონ, რასაც ძველი რეგლამენტი ვერ არეგულირებდა. გამცდენი დეპუტატების სია ყოველი თვის ბოლოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნდება.
2018 წლის 20 დეკემბრის მონაცემებით, მიმდინარე წელს პარლამენტში 47 პლენარული სხდომა ჩატარდა. On.ge-მ საქართველოს პარლამენტის აპარატიდან დეპუტატების სხდომებზე დასწრების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა (მოწოდებულ მონაცემებში არ შედის 22, 26 და 27 დეკემბრის პლენარულის ხდომების დასწრების მაჩვენებელი).
გამცდენი დეპუტატების სიაში ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატები ლიდერობენ. გაცდენების ხუთეულში პირველ ადგილს 47 გაცდენით ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი კობა ნაყოფია იკავებს, მას 46 გაცდენით მოყვება ისევ ენმ-ის წევრი აზერ სულეიმანოვი. მესამე ადგილზე ევროპული საქართველოს დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილია, 46 გაცდენით. ხუთეულში ბოლო ადგილს ნიკა მელია და გიორგი ტუღუში ინაწილებენ 45-45 გაცდენით:
ახალი რეგლამენტი რომ 2018 წლის დასაწყისში ამოქმედებულიყო, დეპუტატის უფლებამოსილება მინიმუმ 30 დეპუტატს შეუწყდებოდა.
ნახეთ, 2018 წლის ყველაზე გამცდენის დეპუტატების სია პარტიების მიხედვით:
ქართული ოცნება
- ირაკლი ხახუბია (40 საპატიო და 1 არასაპატიო, სულ 41);
- შოთა შალელაშვილი (23 საპატიო და 8 არასაპატიო, სულ 31);
- ირაკლი ბერაია (25 საპატიო და 4 არასაპატიო, სულ 29);
- თამარ ხულორდავა (27 საპატიო).
- ზვიად კვაჭანტირაძე (22 საპატიო და 4 არასაპატიო, სულ 26);
- ლევან კობიაშვილი (26);
- ივლიანე წულაია (24 საპატიო და 2 არასაპატიო, სულ 26);
- გია ჟორჟოლიანი (23 საპატიო და 2 არასაპატიო, 25);
- ზაზა პაპუაშვილი (19 საპატიო და 4 არასაპატიო, სულ 23).
ევროპული საქართველო
- გიორგი ღვინიაშვილი (38 საპატიო და 8 არასაპატიო, სულ 46);
- გიორგი ტუღუში (37 საპატიო და 8 არასაპატიო, სულ 45);
- გიგი წერეთელი (37 საპატიო და 4 არასაპატიო, სულ 41);
- ზაზა კედელაშვილი (30 საპატიო და 10 არასაპატიო, სულ 40);
- დავით ბაქრაძე (27 საპატიო და 7 არასაპატიო, სულ 34);
- აკაკი ბობოხიძე, ევროპული საქართველო (23 საპატიო და 5 არასაპატიო, სულ 28);
- ხათუნა გოგორიშვილი (23 საპატიო და 5 არასაპატიო, სულ 28);
- ლაშა დამენია (23 საპატიო და 5 არასაპატიო, სულ 28);
- ირმა ნადირაშვილი (20 საპატიო და 7 არასაპატიო, სულ 27);
- გიორგი კანდელაკი (17 საპატიო და 8 არასაპატიო, სულ 25)
- ელენე ხოშტარია (18 საპატიო და 6 არასაპატიო, სულ 24);
- ირაკლი აბესაძე (18 საპატიო და 5 არასაპატიო, სულ 23).
ნაციონალური მოძრაობა
- კობა ნაყოფია, ნაციონალური მოძრაობა (47);
- აზერ სულეიმანოვი, ნაციონალური მოძრაობა, (46);
- ნიკა მელია, ნაციონალური მოძრაობა, (45);
- თინათინ ბოკუჩავა (42);
- სალომე სამადაშვილი, ნაციონალური მოძრაობა, (21 საპატიო და 2 არასაპატიო, სულ 23).
პატრიოტთა ალიანსი
- ადა მარშანია (26 საპატიო და 4 არასაპატიო, სულ 30);
- გელა მიქაძე (24 საპატიო და 4 არასაპატიო, სულ 28);
- ირმა ინაშვილი (24 საპატიო და 2 არასაპატიო, სულ 26);
- დავით ჭიჭინაძე (24 საპატიო და 2 არასაპატიო სულ 26);
- გიორგი ლომია (24 საპატიო და 1 არასაპატიო, სულ 25).
დამოუკიდებელი დეპუტატი
- რამაზ ნიკოლაიშვილი (37 საპატიო და 8 არასაპატიო, სულ 45);
- მამუკა ჩიქოვანი (24 საპატიო და 4 არასაპატიო, სულ 28);
- სალომე ზურაბიშვილი (20 საპატიო და 3 არასაპატიო, სულ 23).
გამოთხოვილი დოკუმენტების მიხედვით, პლენარული სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზად ყველაზე ხშირად ოჯახური პრობლემები დასახელდა. პლენარული სხდომა საპატიო მიზეზით ყველაზე მეტჯერ ევროპული საქართველოს დეპუტატებმა გააცდინეს. არასაპატიო მიზეზით კი — ქართულმა ოცნებამ.
საპატიო გაცდენების სტატისტიკისგან განსხვავებით, არასაპატიო გაცდენებით ქართული ოცნების დეპუტატები ლიდერობენ.
- კახაბერ ოქრიაშვილი (12);
- ელგუჯა გოცირიძე (11);
- თეიმურაზ კოხრეიძე (11);
- სამველ მანუკიანი (11);
- საველან მირზოევი (10);
- გრიგოლ მიქელაძე (10);
- დავით ჭიჭინაძე (10).
დეპუტატებმა ხელფასები 2018 წლის იანვარში 833 ლარით გაიზარდეს. შედეგად, მათმა ანაზღაურებამ 4 600 ლარს გადააჭარბა. ახალი რეგლამენტით, თითოეული საპარლამენტო თანამდებობისთვის დამატებით ანაზღაურებას პარლამენტის ბიურო დაადგენს.
ამავე თემაზე:
კომენტარები