0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ქუთაისის შეუსწავლელი მღვიმე, რომელიც, სავარაუდოდ, 30-50 ათასი წლისაა
ქუთაისის ერთ-ერთ უბანში, 6 დეკემბერს არც მეტი, არც ნაკლები, ახალი მღვიმე აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, 30-50 ათასი წლისაა. ინფორმაციას ამის შესახებ Kutaisipost ავრცელებს.
მღვიმე ამავე ქალაქის მაცხოვრებელმა, ვახტანგ სიხარულიძემ მაშინ იპოვა, როდესაც ძაღლს ასეირნებდა და უცნაური ექო შემოესმა.
სპელეოლოგებმა უკვე დაიწყეს ახალი აღმოჩენის შესწავლა და პირველი ექსპედიციის შემდეგ აღნიშნეს, რომ მღვიმე უნიკალურია და ის აქამდე არცერთ სამეცნიერო ნაშრომში არ ყოფილა აღწერილი.
უნიკალური აღმოჩენის ამსახველი კადრები კი On.ge-ს ფოტოგრაფმა ვახო მამაგეიშვილმა მიაწოდა.
კომენტარები