ბიზნესდაჯილდოება 2018-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
ფოტო: თიბისი
2018 წლის ბიზნესდაჯილდოება დასრულდა და გამარჯვებულების ვინაობაც ცნობილია. თიბისის მიერ დაფუძნებული წლის მთავარი ბიზნეს ღონისძიება ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა და 1200-მდე სტუმარს უმასპინძლა. მიწვეულები იყვნენ როგორც ფინალისტი კომპანიების დამფუძნებლები, ასევე ისინი, ვინც დაჯილდოებაში მონაწილეობდნენ, მაგრამ დასკვნით ეტაპზე ვერ გადავიდნენ.
დაჯილდოების ღონისძიება ელექტრონული, კლასიკური და ეროვნული მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა. ეროვნული ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზი განსხვავებულად გამოიყურებოდა. დამონტაჟებული იყო სპეციალური სცენა, რომელზეც წამყვანი, მუსიკოსები და გამარჯვებულები გამოდიოდნენ, მათ უკან კი უზარმაზარ მონიტორზე სხვადასხვა ბიზნესების საიმიჯო რგოლები ტრიალებდა.
წლის ბიზნესი
წლის ბიზნესის ნომინაციაში გამარჯვებისთვის კენარი, ევროპის უნივერსიტეტი და გროს ენერჯი ჯგუფი იბრძოდნენ, ჯილდო კი ამ უკანასკნელმა დაიმსახურა.
გროს ენერჯი ჯგუფი
კომპანია გროს ენერჯი ჯგუფი სხვადასხვა სფეროში საკონსულტაციო საქმიანობას ეწევა. ძირითადი მიმართულებაა ჰიდროელექტროსადგურების პროექტირება და მასთან დაკავშირებული საქმიანობა სხვადასხვა ეტაპებზე. მათ მიერ შექმნილი სერვისები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
- ტოპოგრაფია და გეოლოგია;
- კლიმატი და ჰიდროლოგია;
- ინფრასტრუქტურის განვითარება;
- გარემოზე ზემოქმედების შეფასება და სოციალური რისკები;
- ეკონომიკური ანალიზი;
- სეისმური რისკების ანალიზი;
- ალტერნატივების ანალიზი;
- ფინანსური ანალიზი და სხვ.
"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თიბისის და მთელ გუნდს, ვინც ეს პროექტი შექმნა. ჩვენთვის ამ ნომინაციაში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო თიბისი ლიზინგს, რომელმაც საშუალება მოგვცა ჩვენი ბიზნესისთვის საჭირო ტექნიკა შეგვეძინა", - თქვა გროს ენერჯი ჯგუფის დამფუძნებელმა.
წლის ტურისტული ბიზნესი
ტურიზმი საქართველოსთვის ერთი-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ამიტომ გამარჯვებულის გამოვლენა ამ ნომინაციაში საკმაოდ რთული იყო. წლის ტურისტული ბიზნესის ნომინაციაში წისქვილი ჯგუფი, ალტიტუტა და Ecotours Georgia იყვნენ წარდგენილნი, ჯილდო კი სწორედ ეკოტურს ჯორჯიას ერგო.
Ecotours Georgia
კომპანიის ძირითადი მიმართულებაა ფრინველებზე დაკვირვების ტურები ( გაზაფხული/შემოდგომის). ასევე ეკოტურსი მსურველებს სთავაზობს პროფესიონალი ფოტოგრაფების მომსახურებას. ამ ყველაფრის უზრუნველსაყოფად გუნდი ანხორციელებს საველე სამუშაობს, რათა ზუსტად განსაზღვროს სხვადასხვა სახეობების საბინადრო ადგილები და მაქსიმალურად დაეხმაროს კლიენტებს მათი ამოცანის შესრულებაში.
"გახარებული ვარ ამ გამარჯვებით, რადგან ბიზნესდაჯილდოება ძალიან კარგი პროექტი მგონია. ჩვენი კომპანია ტურიზმის იშვიათ სახეობას ავითარებს და ტურისტებში დიდ მოწონებას იმსახურებს. მინდა, მადლობა გადავუხადო თიბისის ამ ჯილდოსთვის", - თქვა კომპანიის დირექტორმა, გიორგი რაჯებაშვილმა.
წლის ქალი მეწარმე
წლის ქალი მეწარმის ნომინაცია თიბისის ბიზნესდაჯილდოებაში პირველად იყო წარდგენილი და დიდი ინტერესი გამოიწვია. გამარჯვებული კომპანია სანტა გახდა, რომელიც დარეჯან კანთელაძემ დააფუძნა.
სანტა
კომპანია სანტა რამდენიმე სახეობის ყველს აწარმოებს: იმერული, ქარხნული, სულგუნი, გაუდა. საქართველოში ევროპული ყველის წარმოება პირველად დაიწყო 2009 წელს. პროდუქცია არის 100% ქართული, იწარმოება საქართველოს ტერიტორიაზე. პროდუქციის უპირატესობა არის მაღალი ხარისხი, რაც გულისხმობს პროდუქტის უსაფრთხოებას და გემოვნურ თვისებებს. ეს განპირობებულია იმით, რომ კომპანია პირუტყვს კვებავს ეკოლოგიურად სუფთა და მრავალფეროვანი საკვებით.
წლის სტარტაპი
წლის სტარტაპის ნომინაციაში სამი ძალიან ინოვაციური პროექტი იყო ნომინირებული. ესენია: აპოლო 11, Welcome To Georgia - მიუზიკლი და თი ერ სი. გამარჯვებული თი ერ სი გახდა, რომელიც საბურავების გადამამუშავებელი კომპანიაა.
თი ერ სი
თი ერ სი არის საბურავების გადამამუშავებელი კომპანიაა, რომელიც მწყობრიდან გამოსულ მეორად საბურავებს გადაამუშავებს და მისგან ისეთ სასარგებლო პროდუქტებს იღებს, როგორიცაა კაუჩუკის გრანული და ფოლადის ბოჭკო. ორი წლის მანძილზე კომპანიამ გადაამუშავა 1000 ტონა საბურავი, რომლის 60% ბუნებაში იყო გადაყრილი. მიღებული პროდუქტისგან კი ჩაანაცვლეს იმპორტირებული გრანული. კომპანია ფოკუსირებულია საქართველოს ეკოსისტემის დაცვასა და ეკონომიკის გაძლიერებაზე.
ბიზნესი დადებითი გავლენისთვის
ბიზნესი დადებითი გავლენისთვის წლევანდელი ბიზნესდაჯილდოების კიდევ ერთი ახალი ნომინაცია იყო, რომელშიც ერთმანეთს ანტრე, ფაბრიკა 1900 და ჯეო მულჩი ეჯიბრებოდნენ, თუმცა პედესტალზე პირველი ადგილი ჯეო მულჩს შეხვდა.
ჯეო მულჩი
კომპანია აწარმოებს მულჩს, რომლის დამზადება ხდება რამდენიმე ეტაპად: ნაფოტდება მაგარი, ან რბილმერქნიანი მცენარე. შემდეგი ეტაპი მიღებული მასალის კომპოსტირება და ბიო–ჰუმუსით გამდიდრებაა. საბოლოოდ, მიღებული მასა იღებება აშშ–ს სტანდარტების შესაბამისი სპეციალური საღებავით. მულჩი გამოიყენება როგორც სოფლის მეურნეობაში, ასევე დეკორატიული მცენარეების, ეზოების, ბაღების და ზოგადად ლადშაფტის დიზაინის გაკეთილშობილებისა და მოვლისათვის.
"ჩვენი კომპანია აწარმოებს მულჩს, რომელიც თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც სოფლის მეურნეობისთვის, ისე სხვა დარგებისთვის. კმაყოფილი ვარ, რომ დღეს ამ ნომინაციაში გავიმარჯვეთ და ამისთვის მადლობა ამ პროექტს", - განაცხადა კომპანიის დირექტორმა, მიხეილ მესტვირიშვილმა.
წლის ქართული პროდუქტი
წლის ქართული პროდუქტის ნომინაციაში საუკეთესო ნეოფარმს, ჰერბიასა და გეფერინს შორის შეირჩა. ჯილდო გეფერინმა დაიმსახურა, რომელიც ნატურალური ტყავისგან სხვადასხვა პროდუქტს ქმნის.
გეფერინი
გეფერინი არის პირველი ქართული კომპანია, რომელმაც 2014 წელს, ჩანთების მასიური წარმოება დაიწყო საქართველოში. ჩანთების წარმოებას, ეტაპობრივად დაემატა საფულეების, ქამრების, აქსესუარების და ფეხსაცმელების წარმოებაც. დღეის მდგომარეობიტ გეფერინი მსფლიოს 9 ქვეყანაში ანხორციელებს ექსპორტს . საექსპორტო ქვეყნებია აშშ, ჰონგ კონგი, საფრანგეთი, შვედეთი, შვეიცარია, რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი. გეფერინმა მოახარხა, ხელმისაწვდომ ფასად შეეთავაზებინა მომხარებლისთვის მაღალი ხარისხის პორდუქცია.
"მინდა მადლობა გადავუხადო ჟიურის, რომელმაც წლის ქართული პროდუქტის ნომინაციაში გამარჯვებულად გამოგვაცხადა. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ის ძალიან დიდ წარმატებად მოუტანს მცირე და საშუალო ბიზნესს. ასეთი ჯილდო ჩვენთვის პირველია და მინდა მივულოცო ჩვენს გუნდსაც, რომელიც 5 წლის განმავლობაში დაუღალავად შრომობდა, რომ საუკეთესო პროდუქტი შეგვექმნა", - თქვა გეფერინის დამფუძნებელმა.
"თიბისისთვის დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე მესამედ ვატარებთ ბიზნესდაჯილდოებას და ამ დროში 1500-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მათ ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი წარმატების რეცეპტი და დამწყებ ბიზნესმენებსაც მოტივაციას აძლევენ. მჯერა, რომ მომავალში ეს პროექტი კიდევ უფრო წარმატებული იქნება", - თქვა თიბისის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
ბიზნესდაჯილდოება 2018-ის გამარჯვებულები თიბისისგან სამ ძირითად ჯილდოს მიიღებენ. ვინაიდან ბიზნესდაჯილდოების კონცეპტი არ ითვალისწინებს ფულად ჯილდოს, კომპანიამ გადაწყვიტა, რომ გამარჯვებულებს სხვაგვარი მხარდაჭერა გამოუცხადოს.
ბიზნესდაჯილდოება 2018-ის გამარჯვებულების ჯილდოები იქნება:
- ციფრულ სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი;
- ბრენდ-სტრატეგია და საიმიჯო კამპანია;
- პროგრამული უზრუნველყოფა;
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2016 წლიდან ტარდება და ამ ხნის განმავლობაში 1500-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო კონკურსში მონაწილეობა. #გააზიარეწარმატება ბიზნესდაჯილდოების მთავარი სლოგანია, რომელიც ქართველ ბიზნესმენებს მოუწოდებს გაუზიარონ საკუთარი წარმატების ისტორია დამწყებ მეწარმეებს.
-
ქვიზი: ხარ თუ არა ლექს-სენის ნაღდი ფანი? ქვიზი: ხარ თუ არა ლექს-სენის ნაღდი ფანი?
-
უკრაინელმა ჰაკერებმა რუსეთის საიდუმლო ლაბორატორიიდან ინფორმაცია მოიპოვეს უკრაინელმა ჰაკერებმა რუსეთის საიდუმლო ლაბორატორიიდან ინფორმაცია მოიპოვეს
გადახედვა
-
Google Maps-ზე შემთხვევით ნაპოვნი 25-კილომეტრიანი ორმო მეტეორიტის კრატერი აღმოჩნდა Google Maps-ზე შემთხვევით ნაპოვნი 25-კილომეტრიანი ორმო მეტეორიტის კრატერი აღმოჩნდა
გადახედვა
-
როგორ არეგულირებდა დედამიწა საკუთარ კლიმატს მილიონობით წლის განმავლობაში — კვლევა როგორ არეგულირებდა დედამიწა საკუთარ კლიმატს მილიონობით წლის განმავლობაში — კვლევა
გადახედვა
-
პარტია "საქართველოსთვის" აცხადებს, რომ შუახევში "ოცნებამ" მათ მიმართ პროვოკაციის მოწყობა სცადა. პარტია "საქართველოსთვის" აცხადებს, რომ შუახევში "ოცნებამ" მათ მიმართ პროვოკაციის მოწყობა სცადა.
გადახედვა
-
ჯანდაცვის, ეკონომიკის და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით თურქმენეთთან მემორანდუმები გაფორმდა ჯანდაცვის, ეკონომიკის და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით თურქმენეთთან მემორანდუმები გაფორმდა
გადახედვა
-
IT სპეციალისტი გიორგი კვიცარიძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა, ციხეში შიმშილობს IT სპეციალისტი გიორგი კვიცარიძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა, ციხეში შიმშილობს
გადახედვა
-
ირაკლი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ ალან ყაყატაშვილი პოლიციაში ცემამ იმსხვერპლა ირაკლი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ ალან ყაყატაშვილი პოლიციაში ცემამ იმსხვერპლა
გადახედვა
-
რა ეღირება ლარი უქმეებზე? რა ეღირება ლარი უქმეებზე?
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა ტიპის წყალი ხარ ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა ტიპის წყალი ხარ
-
"მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას" — დონალდ ტრამპი ირაკლი კობახიძეს "მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას" — დონალდ ტრამპი ირაკლი კობახიძეს
გადახედვა
-
სასიცოცხლო ზონაში მდებარე მყარი ეგზოპლანეტის გარშემო ატმოსფერო პირველად დააფიქსირეს სასიცოცხლო ზონაში მდებარე მყარი ეგზოპლანეტის გარშემო ატმოსფერო პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
ComCom-მა "ფორმულა" ტერმინების გამოყენებისთვის კვლავ დააჯარიმა — ამჟამად 5 000 ლარით ComCom-მა "ფორმულა" ტერმინების გამოყენებისთვის კვლავ დააჯარიმა — ამჟამად 5 000 ლარით
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: "მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია" პენიტენციური სამსახური: "მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია"
გადახედვა
-
არანაირი წერილი არ ყოფილა შემოსული — კალაძე ე.წ. რიყის დოქების შემქმნელი ბიუროს განცხადებაზე არანაირი წერილი არ ყოფილა შემოსული — კალაძე ე.წ. რიყის დოქების შემქმნელი ბიუროს განცხადებაზე
გადახედვა
-
კვამლის ჩასუნთქვის შემდეგ, მეხანძრეებმა მტრედი ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს — ნახეთ ვიდეო კვამლის ჩასუნთქვის შემდეგ, მეხანძრეებმა მტრედი ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი დანაშაულებრივი, აგენტურული ორგანიზაციებია, რომლებიც უნდა აიკრძალონ მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი დანაშაულებრივი, აგენტურული ორგანიზაციებია, რომლებიც უნდა აიკრძალონ
გადახედვა
-
Aktual.ge: მარნეულში შვილმა მამა მოკლა Aktual.ge: მარნეულში შვილმა მამა მოკლა
გადახედვა
-
ჩინეთში კომერციული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის მსოფლიოში პირველი იმპლანტაცია ჩატარდა ჩინეთში კომერციული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის მსოფლიოში პირველი იმპლანტაცია ჩატარდა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: ვინ ეკითხებოდათ კელი დეგნანს ან ვინმე სხვას, რაღაცა კანონის შეფასებას "დემოკრატიის შავ დღედ?" მამუკა მდინარაძე: ვინ ეკითხებოდათ კელი დეგნანს ან ვინმე სხვას, რაღაცა კანონის შეფასებას "დემოკრატიის შავ დღედ?"
გადახედვა
-
"ვერც ერთმა ინვესტორმა ვერ შეძლო ამ, ეგრეთ წოდებულ კულტურულ ძეგლის ჭკუაზე მოყვანა" — მამუკა მდინარაძე ე.წ. რიყის დოქებზე "ვერც ერთმა ინვესტორმა ვერ შეძლო ამ, ეგრეთ წოდებულ კულტურულ ძეგლის ჭკუაზე მოყვანა" — მამუკა მდინარაძე ე.წ. რიყის დოქებზე
გადახედვა
კომენტარები