არ იცით, სად გადარიცხოთ საახალწლო შემოწირულობა? გაიცანით ჩართე!
"ინტერნეტი თითოეული ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა!" - ამტკიცებს ჩართეს გუნდი. საქველმოქმედო პროექტმა წარმატებული წელი გალია და როგორც ჩანს, მისი თანამშრომლები ამ წინადადებაში კიდევ უფრო მეტად დარწმუნდნენ.
ჩართე ქართული ინოვაციური შემოწირულობის პლატფორმაა. მისი მიზანია, კერძო დონორების წყალობით სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს კომპიუტერები გადასცეს და ინტერნეტი ჩაურთოს. თითოეულ ადამიანს შეუძლია, შევიდეს საიტზე და ერთი ხელის მოსმით, ზუსტად 5 წუთში გახდეს ცოდნის დონორი.
როგორ მუშაობს პლატფორმა?
შეხვალთ, მიუთითებთ სასურველ ყოველთვიურ შემოწირულობას (და თავადვე გადაწყვეტთ, თქვენი დაფინანსების რა ნაწილი დაიხარჯოს მოსწავლეების დაფინანსებაზე). ჩართეს გუნდის წევრების თქმით, სულ რაღაც 1 ლარის შემოწირულობაც კი მნიშვნელოვანია. საიტს საბანკო ბარათს მიაბამთ და თანხა ყოველ თვე ავტომატურად ჩამოგეჭრებათ. თუ შემოწირულობის შეწყვეტა მოგინდებათ, არც ამაზე გაწვალდებით
როგორ მუშაობს პროექტი?
ჩართეს თანამშრომლები ზედმიწევნით იკვლევენ თითოეულ პოტენციურ ბენეფიციარს - უკავშირდებიან სკოლებს და მათგან იღებენ მოსწავლეების შესახებ ინფორმაციას და სოციალური სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტებს, აგზავნიან კითხვარებს, დადიან სოფლებში, ესაუბრებიან ბავშვების ოჯახს, მასწავლებლებს, მეგობრებს, შეისწავლიან მათ საცხოვრებელ გარემოს და ატარებენ ინტერვიუებს. შედეგად, შეგიძლიათ, საიტზე თითოეული "ჩართული" და პოტენციური ბენეფიციარის შესახებ წაიკითხოთ.
ლეპტოპის გადაცემის შემდეგ ჩართეს გუნდის წევრები თითოეულ მოსწავლეს "ონლაინ მენტორობას" უწევენ - ასწავლიან ინტერნეტისა და კომპიუტერის მოხმარებას, ურჩევენ ონლაინ საგანმანათლებლო, სახელოვნებო და საინფორმაციო რესურსებს და პასუხობენ მათ ნებისმიერ შეკითხვას. მოსწავლეები, ინტერნეტის გარდა, საჩუქრდებიან "ჩართეს" პარტნიორების ონლაინ კურსებითა და რესურსებით, მაგალითად: ნებულა, lingwing, საბა, skills.ge, ინკო. მოსწავლეები აქტიურად იყენებენ, ასევე, მსოფლიოს წამყვან უფასო ონლაინ რესურსებს. აქედან ორი საგანმანათლებლო პლატფორმა - ხანის აკადემია და Code.org - თავად ჩართეს დამაარსებელი ორგანიზაციის, Educare Georgia-ს, გაქართულებულია.
როგორც წესი, ლეპტოპებს კორპორატიული დონორები აფინანსებენ, ინტერნეტის საფასურს კი რიგითი მოქალაქეები იხდიან. შემოწირულობები მიიღება როგორც ქართული, ისე უცხოური საბანკო ბარათებით. პროექტი სრულიად გამჭვირვალეა - თითოეული დონორი ყოველ თვე გამჭვირვალობის ანგარიშს იღებს, სადაც პროექტის თითეული ხარჯია აღწერილი.
რა გაკეთდა აქამდე?
მხარდამჭერი ორგანიზაციების წყალობით, დღეს ჩართულია ბორჯომი, ფრეზეთი, დვანი, წეროვანი და წილკანი და სხვა დასახლებები. სრული სიისთვის ნახეთ ჩართეს პროექტები და რუკა. დღევანდელი სტატისტიკა კი ასეთია:
რატომ ინტერნეტი?
ჩართე საგანმანათლებლო ფონდის დაარსებული პროექტია და მის გუნდს ღრმად სწამს, რომ ინტერნეტი - განათლებაზე, ინფორაციაზე, კომუნიკაციაზე, თვითგამოხატვისა და თვითგანვითარების რესურსებზე წვდომის უმთავრესი საშუალება - აუცილებელია არა მხოლოდ ჩართეს ბენეფიციართა ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად, არამედ მთელი ქვეყნისთვის. მათი აზრით, ინტერნეტის გავრცელების შედეგად:
- გაიზრდება ბენეფიციარების აკადემიური მოსწრება, ცოდნა და პროდუქტიულობა;
- გაიზრდება საზოგადოების მოქალაქეობრივი თვითშეგნება და განათლების დონე;
- გაიზრდება ეკონომიკა და საზოგადოების პროდუქტიულობა;
- შემცირდება უმუშევრობა და სოციალური უთანასწორობა.
ჩართეს გუნდი მუდმივად იკვლევს, თუ რა გავლენა აქვს ინტერნეტს მათ ბენეფიციარებზე, როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება. როგორც გუნდის წევრები გვეუბნებიან, ჯერჯერობით საოცარ შედეგებს იღებენ; ისინი გვპირდებიან, რომ კვლევის მიგნებებს მომავალში ეტაპობრივად გაგვაცნობენ.
რა შეგიძლიათ, რომ გააკეთოთ თქვენ?
თუ ხართ რიგითი მოქალაქე, დარეგისტრირდით ჩართეს დონორად და გაიღეთ თუნდაც 1 ლარის შემოწირულობა!
თუ ხართ ბიზნესი ან ორგანიზაცია, დაეხმარეთ ჩართეს საახალწლო კამპანიის ჩატარებაში. გაიღეთ სულ რაღაც 2600 დოლარის შემოწირულობა და ჩართეთ 10 მოსწავლე! თქვენ მხოლოდ ის მოგეთხოვებათ, დაუკავშირდეთ ჩართეს გუნდს და გადარიცხოთ ფული. მოსწავლეების მოძიებაზე, ლეპტოპების შეძენაზე და გადაცემაზე და ბენეფიციარების საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფაზე ჩართეს გუნდი იზრუნებს, ინტერნეტის საფასურს კი რიგითი მოქალაქეები დააფინანსებენ.
თუ ჯერ კიდევ ყოყმანობთ, წაიკითხეთ ჩართეს მოსწავლეებს ისტორიები
თამარ ჩხაიძე - აქტიური გოგო, რომელსაც ადამიანებთან ურთიერთობა უყვარს და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს.
არა, კი არ აპირებს, უკვე იბრძვის კიდეც.
"რამდენიმე მასწავლებელმა გადაწყვიტა, რომ უზრდელი ვარ იმის გამო, რომ ხმამაღლა ვაფიქსირებ, როცა უსამართლობას ვხედავ. არ აქვს მნიშვნელობა, დიდია თუ პატარა, თუ ვხედავ, რომ ვიღაც სხვას ამცირებს, ან ცუდად ექცევა, ვერ ვითმენ, რომ არ ჩავერიო”.
იმასაც დასძენს, რომ მსგავს სიტუაციებში გამოხატვის ფორმასაც აქვს მნიშვნელობა:
"ძალიან იმპულსური ვარ, მაგრამ ვცდილობ, მოთმინებით ავუხსნა, რატომ მგონია მათი ქცევა არასწორი".
უსამართლობასა და დანაშაულთან ბრძოლას მომავალში პროფესიულად აპირებს - 16 წლის თამარს იურიდიულზე უნდა ჩაბარება, რომ მერე გამომძიებელი ან აგენტი გახდეს. ადრე კადეტთა სკოლაში ჩაბარებაზე და ჯარისკაცობაზე ვფიქრობდი, მაგრამ მგონია, რომ ასე უფრო მეტი კარგი საქმის გაკეთებას მოვახერხებო, თუმცა იმასაც განიხილავს, რომ ერთიც გააკეთოს და - მეორეც.
ახლა მოდელირებულ სასამართლო პროცესებში და სხვადასხვა ახალგაზრდულ პროექტშია ჩართული, რაც მომავალ იურიდიულ კარიერაშიც დაეხმარება. ჩართეს გადაცემული კომპიუტერი და ინტერნეტი მეცადინეობის გარდა განსაკუთრებით სწორედ ამაში ადგება - ადრე ტელეფონში უწევდა ფაილების გადმოწერა და მუშაობა, მიმდინარე საორგანიზაციო საკითხებშიც ნაკლებად ახერხებდა ჩართვას და ინფორმირებულიც ნაკლებად იყო. ახლა მეტად მობილიზებულია და დროსაც უკეთ ანაწილებს.
ინტერნეტს თავისუფალ დროსაც იყენებს - ფილმების ყურება უყვარს, განსაკუთრებით ფსიქოლოგიური და დეტექტიური ჟანრის ფილმები მოსწონს. ჰგონია, რომ საკუთარი გამოცდილების გარდა ფილმებიც გვეხმარება ადამიანებთან ურთიერთობაში და მათი ქცევების უკეთ გაგებაში.
თამარი ფიქრობს, რომ როცა აქტიური ხარ, თავად ხდი შენს ცხოვრებას საინტერესოს. რაც უფრო მეტად გამოხატავ საკუთარ თავს, მით უფრო მეტმა ადამიანმა იცის შენი შესაძლებლობების შესახებ და გარშემოც უფრო მეტი ისეთი ადამიანი გყავს, რომელსაც შეგიძლია, დაეყრდნო. თამარს უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. ის ფიქრობს, რომ ერთმანეთისადმი გამოხატული კეთილგანწყობა და ყურადღება, ჩვენ მიერ გაცემული დადებითი ემოციები ყოველთვის გვიბრუნდება უკან - შეიძლება, ცოტა გვიან, მაგრამ ყოველთვის.
ბაგრატ გოგიძე - ბიჭი, რომელსაც ქაღალდის ნაკეთობების შექმნა უყვარს.
ბაგრატი წელს აბიუტრიენტია და სწავლას ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე აპირებს - აუდიტობა ან ბუღალტრობა მინდაო. ჩართეს გადაცემულ კომპიუტერსა და ინტერნეტს მეცადინეობისასაც აქტიურად იყენებს - სხვადასხვა ტესტებსა და სავარჯიშოებს აკეთებს, გამოცდებისთვის ემზადება. ინგლისურის უკეთ სწავლაც მინდაო და, ჩართეს გუნდს დაჰპირდა, მომავალში ფილმებს ინგლისურად ვუყურებო. თურმე, მართვის მოწმობაც ინტერნეტის წყალობით აიღო - თეორია ჩემით, ინტერნეტით ვისწავლეო.
აღიარებს, რომ ინტროვერტია - თავისუფალი დრო რომ გამოუჩნდება, კლასელებთან ერთად ყოფნის მაგივრად ყოველთვის თავისთვის, სახლში ყოფნა და წიგნების კითხვა ან ფილმების ყურება ურჩევნია. ბუნებაში ყოფნაც მოსწონს - ლაშქრობები და ექსკურსიები, ახალი ადგილების ნახვა, არქიტექტურაზე დაკვირვება. ჯერ საქართველოში ბევრი არ უმოგზაურია, თუმცა ძალიან უნდა და აპირებს.
კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ჰობი აქვს - ქაღალდისგან ნაირ-ნაირ ნაკეთობებს ქმნის - YouTube-ზე ვიდეობს ვუყურებ და ვსწავლობო. თავიდან ინტერესი ფეისბუქზე ნანახი ფოტოთი გაუჩნდა, მერე ვიდეოები მოიძია და ახლა თვითონაც შეაქვს კორექტივები ფიგურების დიზაინში.
-
Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია
გადახედვა
-
რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა
გადახედვა
-
მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა
გადახედვა
-
სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია
გადახედვა
-
ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს
გადახედვა
-
ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
-
ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
გადახედვა
-
ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო
გადახედვა
-
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
კომენტარები