სადღესასწაულო სიმღერებმა შესაძლოა თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობა დააზიანოს
სადღესასწაულო სიმღერები და საახალწლო დეკორაციები კარს მოგვადგა და რამდენადაც არ უნდა ეცადოთ, მას ვერსად გაექცევით.
ნამდვილად, Spotify და სხვა მსგავსი კომპანიები იუწყებიან, რომ ისეთი საახალწლო სიმღერების მოსმენის სიხშირემ, როგორიც არის "All I Want for Christmas Is You" და "Last Christmas" მატება უკვე დაიწყო.
თუმცა, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ერთი და იგივე სიმღერის გამუდმებით მოსმენამ თქვენს გონებრივ ჯანმრთელობაზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს. კონკრეტული სიმღერის მოსმენის სიხშირე იმაზეც ახდენს გავლენას, თუ რამდენად მოგვწონს, ან არ მოგვწონს ესა თუ ის სიმღერა. ამას სხვაგვარად "უბრალო ექსპოზიციის ეფექტი" ეწოდება.
მეცნიერები აცხადებენ, რომ თავდაპირველად საახალწლო მუსიკამ თქვენში შესაძლოა ნოსტალგიის შეგრძნება აღძრას და საშობაო განწყობაზე დაგაყენოთ, თუმცა "Jingle Bells"-ის მემილიონედ მოსმენა თქვენ გაგაღიზიანებთ, შეგაწუხებთ და ცუდ ხასიათზე დაგაყენებთ.
ეს იმის ბრალია, რომ თქვენს ტვინზე ერთი და იგივე გამღიზიანებლის ხანგრძლივი მოქმედება უარყოფითად მოქმედებს. ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევაშია შესამჩნევი, თუ თქვენ საშობაოდ სხვადასხვა საკითზე ნერვიულობთ, მაგალითად, ფინანსებზე, სამსახურზე და ოჯახზე. ამ დროს მუდმივი საახალწლო სიმღერები თქვენზე უფრო მეტ უარყოფით გავლენას ახდენს, ვიდრე დადებითს.
საახალწლო სიმღერები შეიძლება უბრალოდ დამაბნეველიც იყოს, რაც სამსახურში თქვენს პროდუქტიულობაზე გავლენას აუცილებლად მოახდენს. 2011 წელს ჩატარებული კვლევით დადგინდა გამოვლინდა, რომ აშშ-ს მოსახლეობის 23 პროცენტს საშობაო მუსიკის პათოლოგიურად ეშინია.
"ადამიანებს, რომლებიც მაღაზიებში მუშაობენ მუდმივად უწევთ, რომ მათ გარშემო არსებულ მუსიკას როგორმე ყურადღება არ მიაქციონ, ეს კი მათ პროდუქტიულობაზე უარყოფით გავლენას ახდენს", - აცხადებს კლინიკური ფსიქოლოგი ლინდა ბლეარი.
რა არის გამოსავალი?
აუცილებელია, რომ ადამიანებს მრავალფეროვანი მუსიკა შევთავაზოთ. მთელი სეზონის განმავლობაში ერთი და იმავე სიმღერები ადამიანის ტვინს ღლის. ამიტომ უმჯობესია, რომ სიმღერების შერჩევაზე ცოტა მეტი დრო დახარჯოთ.
კვლევები ასევე მიუთითებს, რომ საახალწლო განწყობის შექმნა სხვა გრძნობის ორგანოებითაც შეიძლება, მაგალითად, დარიჩინისა და ნაძვების სუნი ადამიანებში, როგორც წესი, დადებით ემოძიებს აღძრავს.
კომენტარები