ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი აბიტურიენტთა ნაშრომების სააპელაციო შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, აპელაციაზე განაცხადი აბიტურიენტთა მთლიანი რაოდენობის 1,34 პროცენტმა შეიტანა.

ნაშრომების ხელახლა გასწორების შედეგად, შეფასება 389 აბიტურიენტს შეუცვალეს. აქედან 361-ს ქულა მოუმატეს, ხოლო 28 მათგანს - დააკლეს.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას სულ 150 ათასზე მეტი აბიტურიენტი იღებდა.