კვლევა: ქალებს, რომლებსაც დილით ადრე ადგომა ურჩევნიათ, მკერდის კიბოს რისკი ნაკლები აქვთ
ფოტო: CNN
ახლახან ჩატარებული კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ქალებს, რომლებსაც დილით ადგომა უყვართ, ძუძუს კიბოს განვითარების რისკი ნაკლები აქვთ.
ორგანიზმის ბუნებრივი საათისა და ძილის რეჟიმის კიბოსთან კავშირის შესახებ ცნობები ამ დრომდეც არსებობდა, ახლა კი მეცნიერებს სურდათ ორგანიზმის ძილის რეჟიმი და მისი განმაპირობებელი შესაძლო გენეტიკური ფაქტორები უკეთ შეესწავლათ.
კვლევა რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა. მასში მონაწილეობა 180 000-მა ქალმა მიიღო - ისინი ასახელებდნენ მათთვის დილა უფრო უპირატესი იყო, თუ საღამო. კვლევის შედეგები კი რამდენიმე დღის წინ გლაზგოში ჩატარებულ კონფერენციაზე კვლევის ავტორმა რებეკა რიჩმონდმა წარადგინა, რომელიც ბრიტანეთის კიბოს კვლევის ორგანიზაციის კიბოს ეპიდემიოლოგიის პროგრამისა და ბრისტოლის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის გუნდის მეცნიერია.
რიჩმონდის ჯგუფმა კიბოსა და დღის რეჟიმის კვლევის ფარგლებში 220 000 ქალის გენეტიკური მახასიათებლებიც შეამოწმა, რომლებიც კავშირშია იმასთან, ადამიანი უპირატესობას დილას ანიჭებს, თუ საღამოს.
სპეციალური სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული გენების ქონის გამო, დილას ადრე ადგომა ურჩევნიათ, მკერდის კიბოს განვითარების რისკი 48 პროცენტით აქვთ შემცირებული.
მეცნიერებმა მსგავსი შედეგი მიიღეს მეორე ტიპის ანალიზის დროსაც - მათ 180 000 ქალის მიერ მოწოდებული მონაცემების ანალიზისას დაადგინეს, რომ "დილის ადამიანებს" კიბოს განვითარების რისკი 40 პროცენტით აქვთ შემცირებული.
ქალებს, რომლებსაც მათივე თქმით ყოველ ღამე შვიდ, ან რვა საათზე მეტი ეძინათ, მკერდის კიბოს რისკი 20%-ით მომატებული ჰქონდათ.
კვლევის ავტორები ასევე აცხადებენ, რომ მკერდის კიბოს განვითარებაში მრავალი სხვადასხვა ფაქტორია ჩართული, ამიტომაც ეს რიცხვები აბსოლუტური არ არის. ისიც აღსანიშნავია, რომ კვლევაში მხოლოდ ევროპული წარმომავლობის ქალები მონაწილეობდნენ, ამიტომ მისი ადამიანების მთელს პოპულაციაზე განზოგადება არასწორია.
"მკერდის კიბოს განვითარებაში ძილი მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია, თუმცა არსებობს უფრო ძლიერი რისკ-ფაქტორებიც, მაგალითად ალკოჰოლი და წონა", - აცხადებს რიჩმონდი.
კიბოს ამერიკული საზოგადოების განცხადებით, კიბოთი გამოწვეული სიკვდილის შემთხვევების 45 პროცენტში დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზი ისეთი ფაქტორებია, რომელთა შეცვლაც შესაძლებელია, მაგალითად სიგარეტის მოწევა, ჭარბწონიანობა, წითელი ხორცის დიდი რაოდენობით მიღება, არაჯანსაღი კვება და სხვა.
მკერდის კიბოს გამომწვევი კიდევ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარებაა.
ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე მრავალ სხვადასხვა პროცესს ჩვენი ცირკადული რიტმები არეგულირებს, ბუნებრივია, რომ მათი არევა კიბოსა და სხვა დაავადებების გაჩენის რისკს ზრდის.
რიჩმონდის გუნდმა გენეტიკური ანალიზით ამ კავშირის გამომწვევი მიზეზებისა და შესაძლო შედეგების განსაზღვრა სცადა, თუმცა ექსპერტების თქმით, აღნიშნული შედეგების განზოგადება რთულია, ამისთვის დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო.
"ამ კვლევაში გამოყენებული სტატისტიკური მეთოდი არ იძლევა საშუალებას, რომ მიზეზშედეგობრივი კავშირი უკეთ აიხსნას. მაგალითად, ძილის განმსაზღვრელ გენეტიკურ ფაქტორებს შესაძლოა გავლენა სხვა მექანიზმებზეც ჰქონდეს, რომლებიც მკერდის კიბოს განვითარების რისკზე გავლენას ძილისგან დამოუკიდებლად ახდენენ. ასეთ შემთხვევაში, ძილის რეჟიმები შესაძლოა მკერდის კიბოს გარკვეულ რისკთან ასოცირდეს, მაგრამ ძილი მისი გამომწვევი მიზეზი ვერ იქნება", - აცხადებს ლონდონის სამეფო კოლეჯის მკვლევარი დიპენდერ გილი.
"ავტორები არ ახსენებენ არც ერთ ბიოლოგიურ მექანიზმს, რომლის მეშვეობითაც ძილის რეჟიმს მკერდის კიბოზე გავლენის მოხდენა შეუძლია. კიდევ ერთი დაბრკოლება ის არის, რომ კვლევაში ცდისპირების მიერ მოწოდებული ინფორმაცია გადამოწმებული არ იყო, ასევე არ არის გათვალისწინებული ადამიანები, რომლებიც ღამის ცვლაში მუშაობენ", - აცხადებს კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერი სტივენ ბურგესი.
რიჩმონდი ხაზს უსვამს ფაქტს, რომ 48%-ით შემცირებული რისკი მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში გამოვლინდა, მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანები საკუთარ თავს მკაცრად "დილის ადამიანებად" მოიხსენიებდნენ.
"ძილი მკერდის კიბოს გამომწვევი მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება იყოს, მაგრამ არა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ალკოჰოლი, ან ჭარბწონიანობა",- აცხადებს რიჩმონდი.
ადამიანებს, რომლებსაც საღამო და ღამე უყვართ, შეშფოთების საფუძველი ჯერჯერობით არ აქვთ. მე არავის მოვუწოდებ, რომ ამ შედეგების გამო დილით ადრე ადგომა დაიწყონ", - აცხადებს რიჩმონდი.
არსებობს სხვადასხვა თეორიები, რომლებიც ძილსა და კიბოს შორის კავშირს განიხილავს. არსებობს მოსაზრება, რომ ხელოვნური სინათლეები ადამიანის ორგანიზმში ჰორმონების ბალანსის დარღვევას იწვევს, რაც თავისმხრივ შეიძლება კიბოს განვითარებით დასრულდეს.
ექსპერტების თქმით, კვლევის ძლიერი მხარე ის არის, რომ მან ძილსა და კიბოს შორის კავშირი რამდენიმე სხვადასხვა მიდგომით დაადასტურა.
"კვლევის შედეგები მხარს უჭერს არსებულ მონაცემებს, რომ ძილის რეჟიმს კიბოს გაჩენის რისკზე გავლენა აქვს, თუმცა უფრო ზუსტი დეტალები კვლავ გაურკვეველია", - აცხადებს კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარი სომია მორთი.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
კომენტარები