ჯენიფერ ენისტონი ენ ფლეტჩერის კომედიური ფილმში, Dumplin, მთავარ როლს ასრულებს.

ისტორია დედა-შვილის ურთიერთობაზე გვიყვება. ენისტონი ფილმში სილამაზის ყოფილი დედოფლის როლს ასრულებს, რომლის შვილიც სწრაფი კვების ობიექტში მიმტანად იწყებს მუშაობას.

დედა-შვილი ერთმანეთს ვერ უგებს და სწორედ ეს ხდება იმის მიზეზი, რომ არაერთ სასაცილო ისტორიაში ეხვევიან.

ახლახან ფილმის პირველი ფოტო გავრცელდა: