გაიყვანეთ ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან — ბახტაძე გაეროს ტრიბუნიდან რუსეთს მიმართავს
ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე გამოსვლა ოკუპაციაზე საუბრით დაიწყო. პრემიერმა გაეროს ტრიბუნიდან მოუწოდა რუსეთს გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან და შეასრულოს საერთაშორისო ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები.
მამუკა ბახტაძემ თავის 18-წუთიან გამოსვლაში 8 წუთი საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაციის თემას დაუთმო. მან საუბარი აფხაზეთის დაცემის დღეზე საუბრით დაიწყო და განაცხადა, რომ 27 სექტემბერი უაღრესად მძიმე და ტკივილით სავსე თარიღია საქართველოს ისტორიაში.
"25 წლის წინ, სწორედ ამ დღეს დაიწყო საქართველოს ისტორიული ნაწილის ოკუპაცია. ეს უმძიმეს გამოწვევად იქცა საქართველოს ახლადაღდგენილი სახელმწიფოებრიობისათვის", —განაცხადა პრემიერმა.
მან საუბარი აგვისტოს ომსა და იმ პრობლემებზე საუბრით გააგრძელა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს.
"ეთნიკური წმენდის შედეგად, საქართველოს მოსახლეობის 10 პროცენტი დღესაც დევნილობაშია, ფეხქვეშ ითელება ასობით ათასი ჩვენი მოქალაქის უფლებები", — თქვა ბახტაძემ.
მისივე განცხადებით, უმძიმესი და საგანგაშოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი მდგომარეობა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სიტუაცია არის უმწვავესი ხარისხის ჰუმანიტარული კატასტროფა.
მამუკა ბახტაძემ ოკუპირებული რეგიონების მზარდ მილიტარიზაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სულ უფრო მწვავე სახეს იღებს დეპოპულაცია, მოსახლეობის რაოდენობის მკვეთრი შემცირება.
მისივე თქმით, ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი უმძიმესი პირობების გამო, ოკუპაციამდელ პერიოდთან შედარებით, 4-5-ჯერ არის შემცირებული მოსახლეობის რაოდენობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე; მავთულხლართები და სხვა ხელოვნური ბარიერები ერთმანეთს აშორებს ოჯახებს და არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს; საოკუპაციო ხაზებთან მცხოვრებ მოსახლეობას სალოცავებისა და წინაპართა საფლავების მონახულების საშუალებაც კი არ ეძლევათ.
"ჩვენს მოქალაქეებს უკრძალავენ მშობლიურ ენაზე მისცენ განათლება საკუთარ შვილებს. გრძელდება გატაცების არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის, წამებისა და მკვლელობის ფაქტები", — განაცხადა პრემიერმა.
ამ კონტექსტში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მამუკა ბახტაძემ საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია და 18 წლის დავით ბაშარული ახსენა. პრემიერმა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ სიის ფიგურანტებს საერთაშორისო სამართლით უნდა მოეთხოვოთ პასუხი.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, ოკუპაციამ და კანონის უხეშმა ხელყოფამ სერიოზული გამოწვევები შეუქმნა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის სტაბილურობასა და მის უსაფრთხოებას.
"სამხრეთ-კავკასიაში არსებული კონფლიქტების გათვალისწინებით, სულ მცირე ინციდენტიც კი შეიძლება გადაიზარდოს უკონტროლო პროცესში შესაბამისი მძიმე შედეგებით", — განაცხადა ბახტაძემ.
მისი პოზიციით, არსებულ გეოპოლიტიკურ ფონზე უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო საზოგადოების ურყევი მხარდაჭერა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში.
"საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანი და პრინციპული უნდა იყოს სუვერენული ქვეყნების თავისუფლებისა და საერთაშორისო საზღვრების ურღვევობის პრინციპის სადარაჯოზე, რადგან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვა არის ერთადერთი გზა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ", — თქვა საქართველოს პრემირ-მინისტრმა.
მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ რუსეთი დღემდე არ ასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და 2008 წელს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მაშინ, როცა საქართველომ ეს შეთანხმება სრულად შეასრულა და ძალის არგამოყენებაზე პასუხისმგებლობაც აიღო.
"მივმართავ რუსეთის ფედერაციას — შეასრულეთ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანეთ თქვენი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. ჩვენ ვცდილობთ აქტიურად გამოვიყენოთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, მაგრამ ჩვენი მცდელობა მოლაპარაკების მაგიდასთან დღემდე რუსეთის მხრიდან დაუსაბუთებელ და ყოვლად მიუღებელ წინააღმდეგობას აწყდება", — განაცხადა ბახტაძემ.
მან დასძინა, რომ საქართველოს სურს რუსეთთან ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანა, მაგრამ მხოლოდ სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ადამიანის უფლებების დაცვის, საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე.
"მიუხედავად ამ უსამართლობისა ჩვენი პასუხი ამ გამოწვევებზე არის მხოლოდ მშვიდობა და საქართველოს განვითარება", — აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
სამშვიდობო კონტექსტში პრემიერმა საერთაშორისო კოლეგებს წარუდგინა სამთავრობო ინიციატივა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ". ამ ინიციატივის მიზანია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული კატასტროფის დაძლევა და ახალი შესაძლებლობების მიცემა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის. პრემიერის თქმით, ამ სამშვიდობო ინიციატივით ოკუპირებულ ტერიტორიენზე მცხოვრებლებს ექნებათ წვდომა ჯანდაცვისა და განათლების სერვისებზე და ექნებათ პირობები კომერციული საქმიანობის დასაწყებად.
მამუკა ბახტაძის გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვა ქართულ ენაზე წარმოთქვა. ის პირველი პრემიერ-მინისტრია, რომელმაც გაეროს ასამბლეაზე ქართულად ისაუბრა.
სიტყვით გამოსვლის დროს მთავრობის მეთაურმა ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკაზე, ახალ ინიციატივებსა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე გაამახვილა.
-
ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან
გადახედვა
-
იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის
გადახედვა
-
ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე
გადახედვა
-
ქსკ "ლანჩხუთმა" "ნიკე ლუსოსთან" მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ფეხბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა ქსკ "ლანჩხუთმა" "ნიკე ლუსოსთან" მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ფეხბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა
გადახედვა
-
DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა
-
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ლევან ცუცქირიძე: ვერცერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს ლევან ცუცქირიძე: ვერცერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს
გადახედვა
-
უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს
გადახედვა
-
ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი
გადახედვა
-
მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ
გადახედვა
-
ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ? ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ?
-
გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია
გადახედვა
-
ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა" ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა"
გადახედვა
-
მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები
გადახედვა
-
როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში
-
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
კომენტარები