The Chemical Brothers-მა რუსთავის ავტოდრომის უზარმაზარ სივრცეში შეკრებილ რამდენიმე ათას მსმენელს დაუვიწყარი შოუ აჩუქა. თითქმის საათნახევრიან კონცერტზე, ტრადიციულად, ვიზუალური ეფექტებით შექმნილი ფონით, დამსწრე აუდიტორიას შეეძლო ბოლომდე ჩაძირულიყო მუსიკალურ ტალღებში და გაუჩერებლად ეცეკვა ქიმიური ძმების ცნობილი სეტებზე.

The Chemical Brothers-მა მოახერხა და მცირე დროით, თუმცა მაინც, მსმენელი რეალობას მოსწყვიტა. თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი ეფექტები, ხალხში გაბნეული უზარმაზარი ფერადი ბურთები, ლაზერები და ელექტრონული მუსიკა - ეს ყველაფერი საკმარისი იყო, რომ ადამიანს ყოველდღიური პრობლემები დაევიწყებინა და სრულად განტვირთულიყო.

4 გრემის ჯილდოს მფლობელი ბრიტანული დუეტი საქართველოში ბოლო მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა და სხვადასხვა სტუდიური ალბომებიდან, 1995 წლიდან დღემდე შექმნილი ჰიტები შეასრულა, მათ შორის Go, Do it again, EBW 12, Saturate.

ტომ როულენდსისა და ედ საიმონსისგან შემდგარი ინგლისური დუო მსოფლიოში ცნობილია მაღალი ხარისხის საკონცერტო სეტებით. The Chemical Brothers, ელექტრონული საცეკვაო ჟანრის მუსიკის პიონერად არის მიჩნეული. ჯგუფს 1995 წლიდან დღემდე 8 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

ჯგუფის შემოქმედება თითქმის სამ ათწლეულს ითვლის და მათ პოპულარობა ისეთმა ჰიტებმა მოუტანეს, როგორებიცაა - "Block Rockin' Beats", "Hey Boy Hey Girl", "Galvanize", "The Salmon Dance", "Do It Again", "Swoon" და სხვა.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

The Chemical Brothers-ის კონცერტი საქართველოში ისტერნ პრომოუშენისა და თიბისი სტატუსის თანამშრომლობით შედგა. The Chemical Brothers ინგლისური ბენდია, რომელიც ქალაქ მანჩესტერში 1989 წელს ჩამოყალიბდა. ისინი მუსიკალური მიმდინარეობა "ბიგ ბითის" პიონერებად ითვლებიან, რომლებმაც ელექტრონულ მუსიკაში ახალი სიტყვა თქვეს. ჯგუფის ისტორია შეგიძლიათ ჩვენს სტატიაში წაიკითხოთ.