მძღოლისთვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო დაზღვევის შეძენას თვეში 5 ლარად შეძლებთ
რა შეიძლება მანქანის მფლობელისთვის უფრო დიდ თავსატეხად იქცეს, ვიდრე სხვისთვის მიყენებული ზარალია? - გაუთვალისწინებელი შემთხვევები ხშირად ხდება და ადამიანებს დამატებითი ხარჯები უჩნდებათ, რომელთა დაფარვა ხშირად უჭირთ. ასეთი ხარჯები განსაკუთრებით იჩენს თავს მაშინ, როცა მძღოლი ავტოსაგზაო შემთხვევაში ხვდება და სხვის ქონებასაც აზიანებს. ის ვალდებული ხდება, მიყენებული ზარალი აანაზღაუროს, რაც ხშირად დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. არადა, ასე რომ არ მოხდეს, დაზარალებულს სრული უფლება აქვს კანონიერად მოითხოვოს საკუთარი ზიანის ანაზღაურება, რაც დროში გაწელილი პროცესია და ადრე თუ გვიან მძღოლს მაინც მოუწევს ამის გაკეთება.
რა საჭიროა საკუთარი თავისთვის და სხვისთვის ასეთი დისკომფორტის შექმნა, დაძაბული საუბრები დაზარალებულთან, სასამართლო გარჩევები და ა.შ, როცა შეიძლება, რომ თავი დაიზღვიოთ მსგავსი შემთხვევებით მიღებული ზარალისგან? ხშირად ადამიანები არ ვიყენებთ იმ შესაძლებლობებს, რომლის ათვისებაც შეგვიძლია, რადგან ვცდილობთ ფული მაქსიმალურად დავზოგოთ. სინამდვილეში კი, ასეთი გადაწყვეტილებით, უფრო დიდი საფრთხის ქვეშ ვაყენებთ საკუთარ თავს.
მაგალითისთვის, თიბისი დაზღვევა მძღოლებს სთავაზობს ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის პაკეტს, რომელიც თვეში სულ რაღაც 5 ან 10 ლარი ღირს. არჩევანი თავად შეგიძლიათ გააკეთოთ. მათ შორის განსხვავება ის არის, რომ თვეში 5 ლარის გადახდის სანაცვლოდ, 5000 ლარიან ანაზღაურების ლიმიტს მიიღებთ, ხოლო 10 ლარის სანაცვლოდ, 10000 ლარიანს.
რომელი სჯობს, თვეში 5 ლარის გადახდა და ავტოავარიის შედეგად მიყენებული მრავალათასიანი ზარალის თავიდან აცილება თუ 5 ლარის დაზოგვა და უზარმაზარი ზარალის ერთდროულად ანაზღაურება?
თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ თვეში 5 ლარის გადახდა ბევრად უფრო მომგებიან პოზიციაში გამყოფებთ. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ აუცილებლად უნდა გაეცნოთ თიბისის ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შემოთავაზებას.
რა არის ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა?
ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა ნიშნავს მესამე პირისთვის ან მისი ქონებისთვის მიყენებული ზარალის თქვენთვის აცილებასა და კომპანიის მიერ ანაზღაურებას. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუ ავტოავარიის დროს, დააზიანეთ სხვისი ავტომობილი, ქონება ან ჯანმრთელობა და დაგეკისრათ ზარალის ანაზღაურება, სხვისთვის გადასახდელ ხარჯებს, თქვებს ნაცვლად, თიბისის ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა აანაზღაურებს.
როგორ უნდა გამოვიყენოთ ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა?
ავტოავარიის შემთხვევაში, თქვენ პირველ რიგში უნდა გამოიძახოთ საპატრულო პოლიცია და ამის შემდეგ, მყისიერად უნდა დაურეკოთ სადაზღვევო კომპანიას. აუცილებელია, რომ ავტომობილი ადგილიდან არ დაძრათ, თუკი ამას პატრული არ მიგითითებთ. სერვის მენეჯერები შემთხვევის ადგილას მოვლენ და ადგილზე შეაფასებენ ზარალს და გეტყვიან, რა უნდა გააკეთოთ.
როგორც პრაქტიკა მოწმობს, კლიენტების უმრავლესობა სერვის მენეჯერების მოსვლის შემდეგ შინ ბრუნდება და დაზარალებულთან კომუნიკაციას თავად კომპანია აგრძელებს. ასეთი შემთხვევების შესახებ უფრო დაწვრილებით ჩვენს სტატიაში შეგიძლიათ წაიკითხოთ.
რა შემთხვევაში არ აანაზღაურებს დაზღვევა ზარალს?
იმისთვის, რომ დაზღვევამ თქვენ მიერ მიყენებული ზარალი აანაზღაუროს, აუცილებელია რომ საჭეს არანაკლებ 21 წლის ადამიანი მართავდეს, რომელსაც მართვის მოწმობა აქვს. თუკი მძღოლი ამ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა, მიყენებული ზარალის გადახდა თავად მოგიწევთ. ამიტომ, ყურადღებით იყავით, ვის სვამთ თქვენი მანქანის საჭესთან.
გარდა ამისა, არსებობს სხვადასხვა შემთხვევები, როცა დაზღვევამ შესაძლოა არ აანაზღაუროს ზარალი. მაგ: თუ მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ამ და სხვა პირობებს აქ შეგიძლიათ გაეცნოთ.
კარგი, როგორ უნდა შევიძინო ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა?
დაზღვევის შესაძენას სულ რამდენიმე წუთში შეძლებთ. ამისათვის საჭიროა გადახვიდეთ დაზღვევის საიტზე, რომელიც ძალიან მარტივი დიზაინით გამოირჩევა და მთლიანად მომხმარებელზეა მორგებული.
საიტზე გადასვლისას, დაზღვევის ონლაინ გასაფორმებლად უნდა დააჭიროთ "შეძენის" ღილაკს, აირჩიოთ სასურველი ლიმიტი, შეიყვანოთ თქვენი და თქვენი ავტომობილის ინფორმაცია, რის შემდეგაც ელექტრონულად მიიღებთ პოლისს, sms-ით და Е-mail-ზე.
ეს პროცესი სულ ორ წუთს საჭიროებს და ამაში თავად დარწმუნდებით, როგორც კი ამას დააკლიკავთ. ვებ-გვერდზე რომ აღმოჩნდებით, ყველაფერში მარტივად გაერკვევით. ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენას, აი, დაახლოებით ასე შეძლებთ:
პირველ რიგში დააჭერთ "შეძენას", შემდეგ კი აირჩევთ ლიმიტს ისე, როგორც ქვემოთ არის ნაჩვენები.
შემდეგ მიუთითებთ, როდიდან გსურთ თქვენი ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის გააქტიურება.
ბოლო ეტაპზე კი თქვენი მანქანის სახელმწიფო ნომერს დააფიქსირებთ.
ამის შემდეგ თქვენ უკვე იქნებით დაზღვევის მფლობელები. ის აქტიური იქნება ერთი წლის ვადით. თქვენ თავად ირჩევთ თუ როდიდან გსურთ, რომ დაზღვევა ამოქმედდეს. მის გასააქტიურებლად აუცილებელია, რომ საჭირო თანხა ყოველთვის დროულად გადაიხადოთ, იმ ვადებში, რომელიც ეს ხელშეკრულებაშია მითითებული.
ამავე თემაზე:
კომენტარები