მეხანძრე-მაშველ ალექსანდრე შუკვანს, რომელმაც გუშინ, 2 აგვისტოს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ხანძრისას ჩვილი გადაარჩინა, ფულად ჯილდოს გადასცემენ. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობითვე, მაშველს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საზღვარგარეთ სასწავლო კურსით გააგზავნიან. მეხანძრე-მაშველს მადლობის სიგელიც გადასცეს.