თიბისის შექმნილ პირველ ქართულ ჩეტბოტს, თი ბოტს, Voice ფუნქცია დაემატა
2018 წლის მარტში ჩვენს მკითხველს თიბისის მიერ შექმნილი პირველი ქართული ჩეთბოტის, თი ბოტის 1 წლის იუბილე გამცნეთ და მისი ახალი ფუნქციები გაგაცანით. როგორც ყველა ბავშვი, თი ბოტიც სწრაფად იზრდება და მისი უნარები უფრო მრავალფეროვანი ხდება. მისი დაბადების დღიდან ნახევარი წელი გავიდა და თი ბოტს არაერთი განახლება დაემატა, თუმცა მათ შორის ყველაზე საინტერესო Voice ფუნქციაა.
დიახ, არ გეჩვენებათ. თუკი აქამდე თი ბოტთან მხოლოდ შეტყობინებების გაგზავნა შეგეძლოთ და ასე იღებდით მომსახურებას, დღეიდან შეგიძლიათ ხმოვანი შეტყობინებებიც გაუგზავნოთ. წარმოიდგინეთ, თუკი თი ბოტს გაუგზავნით ვოისს, სადაც ესალმებით, ის საპასუხოდაც #გამარჯობას მოგწერთ.
ამ განახლების შესახებ პრესკონფერენცია 9 ივლისს, ფაბრიკაში ჩატარდა. ღონისძიებაზე თიბისის მულტიჩენელის განვითარების განყოფილების უფროსმა, ზვიად წოწკოლაურმა და PULSAR AI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დაჩი ჭოლაძემ თი ბოტის მომავალ განვითარებაზე ისაუბრეს.
ამის შემდეგ, ჩეტბოტი შემოგთავაზებთ დახმარებას და სერვისით სარგებლობას. მაგალითად, თი ბოტს ხმოვანი შეტყობინებებით შეგიძლიათ სთხოვოთ თქვენი საბანკო ანაგრიშიდან თანხის გადარიცხვა, ბალანსის შემოწმება, მობილურზე ჩარიცხვა და სხვ. გარდა ამისა, თი ბოტი მზადაა დაგეხმაროთ ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთების ყიდვაში, ამინდის პროგნოზის გაცნობასა და ახლომდებარე ბანკომატების პოვნაში. ჩეტბოტი დახმარებას მაშინაც გაგიწევთ, თუ ფულის გადახურდავება გინდათ და ვალუტის კურსი გაინტერესებთ. ყველაფერთან ერთად კი, გასართობად რაიმე ადგილს თუ ეძებთ, თიბისის ჩეტბოტს თქვენთვის რჩევების მთელი სია აქვს შედგენილი.
თუ არ გჯერათ, თავად სცადეთ... მიწერეთ თი ბოტს მის პირად ფეისბუქ გვერდზე და გამოსცადეთ. ოღონდ უხეშად ნუ დაელაპარაკებით, ჩათვალეთ, რომ ისიც თქვენი ონლაინ მეგობარია, რომელიც მზადაა ნებისმიერი თხოვნა შეგისრულოთ.
Ti Transfer
თი ბოტის კიდევ ერთი ფუნქცია იმსახურებს დიდ ყურადღებას. მეგობრებისთვისა და ნაცნობებისთვის აქამდე ფულის გადარიცხვა ზანტ და დამღლელ პროცედურად თუ გეჩვენებოდათ, თი ბოტმა ეს პრობლემაც მოაგვარა. წარმოიდგინეთ, რომ მესენჯერში ესაუბრებით თქვენს მეგობარს, მან კი გთხოვათ ფული ჩამირიცხეო. ჩვეულებრივ, თქვენ სთხოვდით მას საბანკო ანგარიშს, შემდეგ გადახვიდოდით ინტერნეტ ბანკში და ა.შ.
ახლა კი, თი ბოტმა მარტივი გამოსავალი მოიფიქრა. მესენჯერიდან გაუსვლელად, პირდაპირ საუბრისას, ჩატში, შეგიძლიათ ერთ ღილაკს დააჭიროთ და გადარიცხვის პროცესი დაიწყოთ. ამაში თიბისის ჩეტბოტი თავად დაგეხმარებათ და სულ რამდენიმე წამს წაგართმევთ.
ამ სერვისით სარგებლობას კიდევ ერთი დიდი პლუსი ის აქვს, რომ თი ბოტი თავისი დახმარების სანაცვლოდ, აქეთ გასაჩუქრებთ. თუ თქვენ განახორციელებეთ Ti Transfer-ს და აქციის პირობებს დააკმაყოფილებთ, ჩეტბოტი Taxify-ის ან Luca Polare-ს ვაუჩერებით დაგასაჩუქრებთ. შესაბამისად, თი ბოტის წყალობით, შესაძლოა სამასხურიდან გამოსვლის შემდეგ უფასოდ გამოიძახოთ ტაქსი და წახვიდეთ Luca Polare-ში, სადაც ასევე უფასოდ მიირთმევთ ნაყინს. რა შეიძლება იყოს ასეთ ცხელ დღეებში ამაზე უკეთესი?
აქცია 9 ივლისს დაიწყო და ოთხი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ანუ ზაფხულის ყველაზე ცხელ პერიოდში. ასე რომ, თუკი ჯერჯერობით შვებულებაში გასვლას ვერ ახერხებთ, კონდენციონერიანი ტაქსითა და ნაყინით მაინც გაიგრილებთ გულს. თანაც, ერთ კარგ ონლაინ მეგობარსაც შეიძენთ, რომელიც ყოველთვის მზადაა დაგეხმაროთ.
თუკი აქამდე არ გისაუბრიათ ინტერნეტის ჭკვიან ბინადართან, ახლა სწორედ შესანიშნავი დროა ურთიერთობის წამოსაწყებად. თი ბოტის გასაცნობად დააჭირეთ აქ და დაიწყეთ მეგობრობა.
მანამდე კი წაიკითხეთ, რა უნდა გააკეთოთ, რათა თი ბოტთან ურთიერთობა არ გაგიჭირდეთ:
კომენტარები